საკნატუნო ამბები

სოფელი „ცოცხალი ხიდებით“

fun time

18:10 შაბ. 28 აგვისტო, 2021 წელი

ინდოეთი, სოფელი
მაუსინრამი

14
დაკოპირებულია

ინდოეთის პატარა სოფელი მაუსინრამი („ღრუბლების მიწა“) გინესის რეკორდების წიგნში შესულია, როგორც დედამიწის ყველაზე ტენიანი ადგილი. ყოველწლიურად აქ 12 000 მილიმეტრი ნალექი მოდის. მაგრამ, როგორც კი მუსონების სეზონი მთავრდება, მაშინვე რამდენიმეთვიანი ძლიერი გვალვა იწყება.

მაუსინრამს უჩვეულო ადგილად მხოლოდ ეს კლიმატური უჩვეულობა არ აქცევს. აქ მდებარეობს უნიკალური „ცოცხალი ხიდები“, რომლებიც ლურსმნის გარეშეა აგებული.

„ცოცხალ ხიდებს“ ადგილობრივები ხის ფესვებიდან ქმნიან. „ყოველი ხიდის საფუძველი ბამბუკია, ხოლო გვერდით მზარდი ხეების ფესვები მათზე თოკებით ფიქსირდება“, - ჰყვება ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი.

„6-8 წელიწადში ბამბუკი მთლიანად ლპება, ხის ფესვები კი დამოუკიდებლად ქმნის ხიდს და ადამიანის წონას უძლებს“.

მართალია, ეს ხიდები საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება, მაგრამ ადგილობრივებისთვის ეს მდინარეზე გადასვლის ერთადერთი საშუალებაა.

საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ხის „არაცოცხალი“ ხიდი, აქაურობისთვის დამახასიათებელი მაღალი ტენიანობის გამო, რამდენიმე წელიწადში მთლიანად ლპება, განსხვავებით „ცოცხალი ხიდებისგან“, რომლებსაც თვითაღდგენის ფუნქცია აქვს „ჩართული“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები