წვნიანი სასარგებლოა თუ მავნებელი? - ახალი მოსაზრება მოულოდნელი არგუმენტით

საკნატუნო ამბები

30 მარტი 09:00, 2018 წელი

იცით, რომ ამ თემაზე ინტერნეტში ექსპერტების მიერ გამოთქმული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გაჩნდა? გაიგეთ, რა არგუმენტები აქვს თითოეულ მხარეს და მერე თავად გადაწყვიტეთ, ვის უნდა ენდოთ.

ვერდიქტი: მავნებელია
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ექიმი ასე სულაც არ ფიქრობს, რომ სუპები თუ  ბულიონები ორგანიზმისთვის აუცილებელია და პირიქით, გვირჩევს, იშვიათად ვჭამოთ სუპი.
არ ელოდით, ხომ? არც ჩვენ...
მათი არგუმენტი კი ასეთია: წვნიანები იშვიათად უნდა მივიღოთ, რადგან ამ დროს სითხე რეაქციაში შედის კუჭის წვენთან, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუარესებას იწვევს. ამასთანავე, ბოსტნეული ხარშვისას, უკვე 60 გრადუსზეც კი, კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ხორციანი წვნიანის მომზადებისას კი წვენში იხსნება ის ჰორმონალური პრეპარატები და ანტიბიოტიკები, რომლებსაც ცხოველის/ფრინველის ფერმებში ზრდის სტიმულაციისა და დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ.

ვერდიქტი: სასარგებლოა
ექიმების დიდი ნაწილი კი აღნიშნავს, რომ წვნიანებზე უარის თქმა კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან იწვევს შეკრულობას, დისკომფორტს მუცლის ღრუში და ტოქსინების მომრავლებას.
მათი არგუმენტი კი ასეთია: ნებისმიერი ბულიონი, იქნება ეს ხორცისა თუ ბოსტნეულის, შეიცავს ექსტრაქტიულ ნივთიერებებს. ეს არის ჟელესმაგვარი ნივთიერება, რომელიც სასარგებლოა როგორც კუნთოვანი, ისე ხრტილოვანი ქსოვილისთვის. 
ნებისმიერი წვნიანი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, კუჭის ფერმენტულ აქტიურობას, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საკვების უკეთ მონელებას. ამასთანავე, ნაკლებკალორიულია (გამონაკლისების გარდა), ადვილად გვანაყრებს და აღიარებულია თავისი მასტიმულირებელი და პროფილაქტიკური თვისებებით.
ამის შესახებ, პრინციპში, ბავშვობიდან ყველას გვესმის...

ოქროს შუალედი:
ა) ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში (წამოდუღებიდან 2-3 წუთში) გადაღვარეთ - ჰორმონები და ანტიბიოტიკები მას გაჰყვება და შემდეგი ნახარში უვნებელი იქნება.
ბ) ბოსტნეულის სუპის მომზადებისას კი ბოსტნეული კარგად უნდა გაირეცხოს, გასუფთავდეს, კარგია, თუ წყალში გააჩერებთ ნახევარი საათით. ქვაბში ყველაფერს ერთად ნუ ჩაყრით, რომელი პროდუქტიც უფრო დიდხანს იხარშება, უფრო ადრე ჩადეთ, რაც სწრაფად იხარშება - მოგვიანებით. ვიტამინების შესანარჩუნებლად, ასევე, უმჯობესია, ჯერ წყალი აადუღოთ და მხოლოდ შემდეგ ჩაყაროთ მასში ბოსტნეული. 


***
საბოლოო არჩევანი კი, რა თქმა უნდა, თქვენზეა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?