რა სჭირდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს ბედნიერებისთვის?

საკნატუნო ამბები

30 მარტი 14:00, 2018 წელი

ნახეთ, რას ამბობენ ვარსკვლავები...

ვერძი
ვერძებს ფული ძლიერ უყვართ. მაგრამ ეს მერკანტილობაზე არ გვითქვამს. მათ ძლიერ მოსწონთ  როცა ფულს შოულობენ და... ერთ ჯერზე ხარჯავენ! ფული იმდენი უნდა იყოს, რომ მასზე აღარ იფიქროს. ვერძს არ უყვარს უსაქმურობა: მას მუშაობა უყვარს და დარწმუნებულია, რომ ხელფასი კონვერტით კი არა, ჩემოდნით უნდა მიუტანონ.


კურო
კუროები ბედნიერები არიან, როცა მათ ყველაფერი სხვა ადამიანებივით აქვთ და ცოტა უკეთესად. ფიგურა უფრო ტანადი, ვიდრე სხვებს, თანამდებობა უფრო მაღალი, ვიდრე ყოფილ თანაკლასელებს და სელფებზეც მოწონება უფრო მეტი, ვიდრე დაქალებს. კურო ბედნიერია, როცა წარმატებულია. ამის შემდეგ ის მშვიდად ამოისუნთქავს და წავა დროის სატარებლად. იხეტიალებს მაღაზიებში, უყურებს სერიალებს და ყველაფერ ამას პიცას დააყოლებს.


ტყუპები
ტყუპების ბედნიერების წყარო ძნელი წარმოსადგენია: დღეს ერთი სურთ, ხვალ - მეორე. მაგრამ ტყუპები ნამდვილად ბედნიერები არიან, როცა მთელი სამყარო ათ ტალანტს აღიარებს. აი, ტალანტები კი მათ უზღვავი აქვთ - ამის უღიარებლობა არ შეიძლება.


კირჩხიბი
კირჩხიბები ბედნიერები არიან, როცა ყველანი სახლში არიან. ჯერ ერთი, სახლი დიდი, ლამაზი და ნათელი უნდა იყოს. თანაც იქ ყველაფერი კლასიკურად უნდა გამოიყურებოდეს: ცოლი/ქმარი, ბავშვები, მეგობრები სამწვადაოდ, მშობლები ერთი კვირით, კატა, ძაღლი, თევზები. და როცა გარშემო ყველა ბედნიერია, კირჩხიბი მთავარზე გადადის, მაგალითად, იოგაზე. ამასთანავე, კირჩხიბს შედეგი არ ადარდებს, მთავარი პროცესია.


ლომი
რაც უფრო მაღალია ლომის სტატუსი, მით ბედნიერია. მაგრამ ლომი ძლიერ ბრაზდება, როცა მავანს ის არ უყვარს და კიდევ უფრო ბრაზდება თუ მისი ვინმეს შურს. ამიტომაც ლომების ბედნიერება ხანმოკლეა: ის ყველას უმტკიცებს, რომ არაჩვეულებრივია, შემდეგ პოულობს მოღალატეებს, ძლიერ ბრაზდება და ფიქრობს რომ უფრო მაგარი უნდა გახდეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და ვინაიდან ეს ასეცაა, ამიტომ მათ ყველაფერი გამოუდით. აი, ის - ბედნიერება! თუ არა?..


ქალწული
ქალწულებს ჰგონიათ, რომ ბედნიერება გაგებაშია. მაგრამ უბედურება ისაა, რომ მათ ვერავინ ვერ უგებს, სხვა ქალწულების გარდა. შეიძლება ქალწული ყველაზე უბედურ ნიშნად ჩაგვეთვალა, მაგრამ არა: მათ არ იციან, როგორ გახდნენ უბედურები. ის, რაც სხვებს კლავს, ქალწულს ამხიარულებს: ვაშა, ახალი პრობლემა!


სასწორი
სასწორი ბედნიერია, როცა მათ გარშემო ყველაფერი სწორად და ლამაზადაა. არადა, იმის გამო, რომ თითქმის ყველაფერი ულამაზოდ და არასწორადაა, ამიტომ სასწორები ბავშვობიდანვე შერჩევით ხედვას ეუფლებიან: არ დამინახავს - ესე იგი არც ყოფილა. მაგრამ სრული ბედნიერებისთვის ეს საკმარისი არაა. ამიტომაც სასწორებს სურთ, რომ ყველა მათ აქებდეს. გაუმართლათ: ყველა ზუსტად ასე იქცევა. მაგრამ სასწორებმა არ იციან, ამის გამო უნდა უხაროდეთ თუ არა.


მორიელი
მორიელს თავისებური ბედნიერება აქვს. მათ უბრალო მოკვდავთა შორის ბედნიერად ყოფნა არ შეუძლიათ. ამიტომაც მათთვის ბრძოლა და გამარჯვება სასიამოვნოა. ალბათ, მათთვის ღირსეულ „მებრძოლთან“ შეხვედრა და შერკინებაა ბედნიერება.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს თავგადასავლები მოსწონთ, თანაც ისეთი, რომ მოსაყოლად ღირდეს. მშვილდოსანი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი ნიშანია: სანამ სხვები ფიქრობენ, ის უკვე გარბის მორევში გადასახტომად. და საერთოდ, მშვილდოსნებისთვის ბედნიერება - ეს ემოცია და წინსვლაა.


თხის რქა
თხის რქა ბედნიერია, როცა მას ყველა წვრილმანი დაგეგმილი აქვს. რაღა თქმა უნდა, თხის რქის იდეალურად დაწყობილ გეგმებს აღსრულება არ უწერია - ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს. თუმცა თხის რქა  ცალკეული პუნქტის დროულად შესრულებითაც ბედნიერია. მთავარია, გარეშე არავინ ჩაერიოს, სხვაგვარად - ბედნიერება ტანჯვად იქცევა. თხის რქა შეიძლება, უბრალოდ, ისტერიკაში ჩავარდეს და ყველაფერი გაკეთებული, ადამიანებთან ერთად გაანადგუროს. თუმცა ის დიდხანს არ ინაღვლებს - მათ ძვლებზე პირად ცხოვრებაში ბედნიერების მისაღწევ ახალ გეგმას შეადგენს.


მერწყული
მერწყული მუდამ ბედნიერია. ასეა, როცა ბედნიერებისთვის არაფერი გესაჭიროება. მათ ყველაფერი აქვთ. მერწყულის გარშემო ისეთი მშვენიერი და საინტერესო სამყაროა, რომ ბედნიერებისგან შესაძლოა, ცუდადაც კი გახდეს. მაგრამ ზოგჯერ მას გუნება მაინც უფუჭდება: კარადაში ნარნია არ აღმოჩნდება, ბარში მშვენიერი უცნობი ედვარდ კალენი არაა და ღრუბლებიც ვარდისფერი არაა. ერთი მაგისიც, ეს საერთოდ პრობლემა არაა, მერწყულს ხომ საკუთარი ვეებერთელა სამყარო აქვს, რომელშიც მას ყველაფრის მოფიქრება შეუძლია. მთავარია, არ მოიწყინოს!


თევზები
თევზები ძალიან ჩაკეტილი ნიშანია და არავინ იცის, რაშია მათი ბედნიერება თუ სიხარული. ქალი-თევზების ფერხთით ცისფერთვალება მილიონერი რომ დაეცეს მუხლებზე და ბრილიანტის ბეჭედი, ხელი, გული და სახლის გასაღები შესთავაზოს, თევზები წყნარად იტყვის: „გმადლობთ“. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ თევზების ბედნიერებას ვიღაცის მოტივირება იწვევს, ისინი ამით, უბრალოდ, კაიფობენ!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?