რატომ გეძახით პარტნიორი სექსის დროს სხვის სახელს?
23:49 ორშ. 12 ივლისი, 2021 წელი
მეცნიერებმა განმარტეს, რა არის მიზეზი, თუკი თქვენს პარტნიორს სექსის დროს სხვისი სახელი წამოსცდა და არა თქვენი. შესაძლოა, ამ განმარტებამ ცოტა მაინც დაგამშვიდოთ. ეს განსაკუთრებით მამაკაცებისთვის არის საყურადღებო!
მეცნიერებმა ამ, ნამდვილად უსიამოვნო შემთხვევის გამოკვლევა გადაწყვიტეს, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერს დაემართოს სექსის დროს: როდესაც პარტნიორი ვნებიანი სექსის დროს მოულოდნელად სხვის სახელს გეძახით. ამგვარი სიტყვიერი ღალატის შემდეგ შესაძლოა, ბევრს ნდობაც დაეკარგოს და სექსის სურვილიც.
ამერიკელი პროფესორის ჯეიმს პრაუსის თქმით, ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა. თუკი სექსის დროს გოგომ სხვისი სახელი დაგიძახათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სექსპარტნიორი აუცილებლად სხვაზე ფიქრობს, - განმარტავს პროფესორი, - უბრალოდ, მისი ტვინი დაუბრუნდა იმ განცხრომით მდგომარეობას, როდესაც მას ისეთივე დაუვიწყარი სექსი ჰქონდა იმ ადამიანთან, რომლის სახელიც წამოსცდა, როგორიც თქვენთან აქვს. გამოდის, რომ თქვენთან ცეცხლოვანმა სექსმა თქვენს პარტნიორს წარსული ურთიერთობები გაახსენა. სხვა არაფერი!
გმადლობთ, პროფესორო, ასეთი დამშვიდებისთვის!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან