„მაპატიე, რომ 100 წლით დავაგვიანე“ - ნაკლებად ცნობილი 15 ფაქტი „ტიტანიკის“ შესახებ

„მაპატიე, რომ 100 წლით დავაგვიანე“ - ნაკლებად ცნობილი 15 ფაქტი „ტიტანიკის“ შესახებ

საკნატუნო ამბები

15 აპრილი 19:00, 2018 წელი

ეს ბიჭი ფრედერიკ ფლიტია - „ტიტანიკის“ ერთ-ერთი შტურმანი, რომლის საფლავზეც ვიღაც უცნობმა ბინოკლი მიიტანა და წერილიც დატოვა: „მაპატიე, რომ 100 წლით დავაგვიანე“. რატომ უხდიან ბოდიშს შტურმანს? ტრაგედია, რომელიც ზუსტად 106 წლის წინათ - 1912 წლის 15 აპრილს მოხდა, დღემდე ბევრ საიდუმლოს ინახავს...

1912 წლის 15 აპრილს, დილის 2:20-ზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და უსაფრთხო ხომალდი ნიუფაუნდლენდის ნაპირებთან აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა. მასთან ერთად 1500-მდე ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიას ბევრი ფილმი, წიგნი და სტატია მიეძღვნა, მაგრამ ეს დღემდე ამოუწურავი თემაა.

  • მსახიობი დოროთი გიბსონი „ტიტანიკის“ ბორტზე იმყოფებოდა და გადარჩა. შემდეგ ის ფილმ „Saved From the Titanic“-ში გადაიღეს. ფილმი გემის ჩაძირვიდან ერთ თვეში გადაიღეს.

  •  მესამე კლასის 700 მგზავრს სულ ორი სააბაზანო ემსახურებოდა.

  • შტურმანები მხოლოდ თავიანთი მხედველობის იმედზე იყვნენ - ხომალდის ბინოკლი კარადაში იყო ჩაკეტილი და გასაღებს ვერავინ პოულობდა.

  • სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ეკიპაჟმა დროულად ვერ შეამჩნია აისბერგი.

  • ერთ-ერთი შტურმანი ფრედერიკ ფლიტი იმ საბედისწერო შეჯახებისას შტურვალთან მორიგეობდა და აისბერგიც პირველმა სწორედ მან შენიშნა. ის იმ 706 ადამიანს შორის იყო, ვინც ტრაგედიას გადაურჩა. მან ცხოვრება 1965 წელს, 77 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა. ამბობენ, რომ ბოლომდე აწუხებდა პასუხისმგებლობის ტვირთი და დანაშაულის გრძნობა. რამდენიმე წლის წინათ საუტჰემპტონში მის საფლავზე ვიღაცამ ბინოკლი მიიტანა წარწერით: „მაპატიე, ფრედი, რომ 100 წლით დავაგვიანე. შენ ხომ ამბობდი: ბინოკლი რომ მქონოდა, გაცილებით ადრე დავინახავდი აისბერგს და მეტი დრო მექნებოდა შეჯახების თავიდან ასაცილებლადო“. 

  •  „ტიტანიკი“ თავიდანვე ტრაგიკული ბედისა იყო. მისი აგებისას რვა ადამიანი დაიღუპა.

  • რამდენიმე გაზეთმა შეცდომით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ავარიის მიუხედავად, გემი გადარჩა. ესენი იყვნენ Daily Mail, Belfast Telegraph და The World.

  • ჭორების მიხედვით, რამდენიმე მამაკაცმა ქალად გადაიცვა, რათა სამაშველო ნავებზე ადგილი მოეპოვებინა.

  •  ძმები ნავრატილები „ტიტანიკის“ ობლების სახელით იყვნენ ცნობილები. ეს ორი ბავშვი მშობლების გარეშე გადაარჩინეს.

  • ტიტანიკზე თაფლობის თვეს 13 წყვილი ატარებდა.

  • მართალია, „ტიტანიკი“ მსოფლიოს უდიდესი ხომალდი იყო, მაგრამ მის მოძებნას მაინც 73 წელი დასჭირდა.

  • უკანასკნელი ცოცხლად გადარჩენილი მგზავრი 2009 წელს გარდაიცვალა. მელვინ დინი ტრაგედიისას სულ ორი თვისა იყო.

  • ოთხ საკვამლე მილიანი ხომალდი ყველასთვის ადვილი ამოსაცნობი იყო. მაგრამ მეოთხე საკვამლე მილს არავითარი დანიშნულება არ ჰქონდა, გარდა ესთეტიკურისა.

  • მუსიკოსების ჯგუფი მგზავრების დასაწყნარებლად ბოლომდე უკრავდა მუსიკას.

  • რამდენიმე იღბლიანმა ბილეთი შეიძინა, მაგრამ იმ რეისზე რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხვდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?