რა მოხდა პლანეტაზე ზუსტად 110 წლის წინათ...

საკნატუნო ამბები

17 აპრილი 17:00, 2018 წელი

ციმბირს ტუნგუსკის მეტეორიტმა გადაუქროლა, მილანში საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ შეიქმნა, ხოლო აშშ-ში მსოფლიოში პირველი ავიაკატასტროფა მოხდა.

გამოიგონეს ცელოფანი



შვეიცარიელმა ქიმიკოსმა ჟაკ ბრანდენბერგმა, დახედა რა სუფრაზე დარჩენილ ღვინის ლაქას, გადაწყვიტა, ქსოვილის დამცავი აპკი გამოეგონებინა. მან ცელულოზის ბაზაზე ნივთიერება შექმნა, რომლითაც ქსოვილი დაფარა. მაგრამ სუფრა ძალიან ხისტი გამოვიდა, აი, გამჭვირვალე აპკმა კი, რომელიც ქსოვილს დაშორდა, მეცნიერი დააინტერესა. მან მისი დახვეწა გადაწყვიტა. შემდგომში ცელოფნის პარკებს სინთეზური პოლიმერის - პოლიეთილენის პარკები ამჯობინეს. დღეს კი უფრო ეკოლოგიური ცელოფნის პოპულარობა სწრაფად იზრდება.


ტაონ-ლე-ვოჟი, საფრანგეთი


 


 ციმბირის თავზე ტუნგუსკის მეტეორიტმა გადაიქროლა


 


1908 წლის 30 ივნისს ციმბირელებმა ცაზე დიდი მანათობელი ობიექტი დაინახეს, რომელიც შემდგომ მდინარე პოდკამენნაია ტუნგუსკის მახლობლად აფეთქდა. ტუნგუსკის მეტეორიტს მართებულია, ტუნგუსკის ფენომენი ეწოდოს: დღემდე არაა ერთი აზრი მისი რაობის შესახებ.


ევენკიის რაიონი, კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი


 


ჯეიმს ბონდის „მამა“ დაიბადა


 


იან ფლემინგმა, თავად ყოფილმა ბრიტანელმა მზვერავმა, სუპერჯაშუშზე სადებიუტო რომანი 45 წლის ასაკში, 1953 წელს გამოაქვეყნა. „კაზინო როიალი“ იან ფლემინგის მიერ აგენტ 007-ზე გამოცემული 14 ტომეულის პირველი წიგნი იყო.


  ლონდონი, დიდი ბრიტანეთი


 


 ეკრანზე პირველი რუსული მხატვრული ფილმი გამოვიდა



მუნჯი ფილმი „სტენკა რაზინი და მთავრის ასული“, სულ რაღაც, 10 წუთს გრძელდება. ფილმში მსოფლიოში პირველად გამოიყენეს გადაღების ობიექტზე კამერის ე.წ. „ნაეზდი“.


 სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი


 


 გუსტავ კლიმტმა „კოცნა“ დახატა



ეს ფერწერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებული ნახატია. შედევრის რეპროდუქციას სად არ შეხვდებით: ჭიქებზე, ქოლგებზე, ბიჟუტერიაზე და საქორწილო ტორტზეც კი. ყველაზე რეზონანსული კი მაინც Freedom Graffiti-ა: საბრძოლო მოქმედებების დროს ნახევრად დანგრეულ სახლზე მიხატული „კოცნა“. ამგვარად 2013 წელს მხატვარმა თამამ აზამმა ომის საწინააღმდეგო პროტესტი გამოხატა.


 ვენა, ავსტრია


 


 მსოფლიოში თვითმფრინავის პირველი კატასტროფა



საფრენი აპარატი ბაზა ფორრტ-მაიერზე გამოცდის დროს დაიმსხვრა. შტურვალთან ძმებ რაიტებიდან უმცროსი იჯდა. ძმებმა თვითმფრინავით პირველი გაფრენა 1903 წელს მოახდინეს.


ვირჯინია, აშშ


 


 ჩინეთის ბოლო იმპერატორი ტახტზე ავიდა



პუ იმ ორი წლის ასაკში ბიძისგან მიიღო ტახტი. ხოლო სამი წლის შემდეგ რევოლუციის შედეგად დაკარგა. თუმცა 1934-1945 წლებში ის სხვა სახელმწიფოს - მანჯოუ-გოს იმპერატორი გახდა. ეს სახელმწიფო იაპონელებმა ჩინეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე შექმნეს.


პეკინი, ჩინეთი


 


 მილანის სპორტული კლუბი „ინტერი“ დაარსდა



მისი სრული სახელია „ინტერნაციონალე“. „ინტერი“ კლუბ „მიკანის“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს. ისინი ლეგიონერების მოწვევის შეზღუდვას არ ეთანხმებოდნენ და ამიტომაც ცალკე გასვლა არჩიეს. „მილანის „ინტერი“ ერთადერთი კლუბია, რომელსაც იტალიის საფეხბურთო ლიგის უმაღლესი დივიზიონი არასდროს დაუტოვებია.


მილანი, იტალია


 


 წლის სიტყვა - შიზოფრენია



ძველბერძნულად σχίζω — „ვხლეჩ“ და φρήν — „სული“, „გონი“.


ამ მძიმე ფსიქიკური დაავადების სახელი გერმანიის ფსიქიატრიული ასოციაციის კრებაზე შვეიცარიელმა ექიმმა ეიგენ ბლეილერმა წამოაყენა. შემდგომში ეს სახელწოდება სამედიცინო პრაქტიკაში მტკიცედ დამკვიდრდა.


ბერლინი, გერმანია

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?