შვიდი ნამცეცა სახლი, სადაც ყოველი მეტრი სრულყოფილებაა

შვიდი ნამცეცა სახლი, სადაც ყოველი მეტრი სრულყოფილებაა

საკნატუნო ამბები

24 აპრილი 16:00, 2018 წელი

ამ სახლების დიზაინერებმა და არქიტექტორებმა მიიჩნიეს, რომ მთავარია არა ფართობი, არამედ მისი რაციონალურად გამოყენება. 

Keret House



Keret House - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო სახლია. ეს ორიგინალური შენობა რამდენიმე წლის წინათ ვარშავის ცენტრში ორ დიდ ნაგებობას შორის ააგეს.



სახლი პოლონელი არქიტექტორის, იაკუბ შესნას ნამუშევარია. ერთხელ მან ორ შენობას შორის არსებულ ნაპრალს მიაქცია ყურადღება. სიგანე 1,22 მეტრი იყო. ამის მიუხედავად იაკუბმა მაინც გადაწყვიტა ამ  შუალედში სახლი აეგო და ეს მას გამოუვიდა.



შედეგად უჩვეულო ორსართულიანი შენობა გამოვიდა. მის პირველ სართულზე სამზარეულო, ტუალეტი და საშხაპეა, მეორე სართულზე კი საძინებელი ოთახი სამუშაო მაგიდით. ორივე სართული ერთმანეთს ვიწრო ვერტიკალური კიბით უკავშირდება.



 Sculp (IT)



Sculp (IT) - ეს ბელგიური არქიტექტურული დუეტია, რომელმაც ანტვერპენის ცენტრში 2,5 მეტრის სიგანე ადგილზე ოთხსართულიანი შენობა ააგო.



არქიტექტორები დიდხანს ფიქრობდნენ, რისი აგება შეიძლებოდა ამ ნაკვეთზე - საცხოვრებლის თუ ოფისის. შედეგად გადაწყვიტეს ორივე ეს ფუნქცია გაეერთიანებინათ. შენობის პირველ სართულზე ოფისია, ზემოთ კი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ოთახები.



 სახლის ყველაზე საინტერესო ელემენტი სააბაზანოა. ფართის სიმცირის გამო ის სახურავზე ღია ცის ქვეშ განათავსეს. სამაგიეროდ საღამოს აბაზანიდან საოცარი ხედი იშლება.



Sculp (IT)-ის შტაბ-ბინა ღამით კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყურება. მისი ყოველი სართული სხვადასხვა ფერადაა განათებული. ამის გამო სახლიც და ქუჩაც საოცარ ატმოსფეროს ქმნის.


 Sfaro Architects



ერთი შეხედვით 40 კვადრატული მეტრი ერთოთახიანი ბინისთვისაც კი ცოტაა, მაგრამ ისრაელის არქიტექტურულმა სტუდიამ Sfaro Architects-მ შეძლო ამ ფართზე ოთხოთახიანი ბინა განეთავსებინა.



ამ არქიტექტურული შედევრის საიდუმლო სათავსების წრიულ ორგანიზებაშია. ბინის ცენტრში სააბაზანოს ბლოკია, რომლის გარშემოც ოთხი სხვა სათავსია განლაგებული: საძინებელი, სასტუმრო, სამზარეულო და დერეფანი.



ამგვარი წრიული სისტემა უსასრულო სივრცის შეგრძნებას ქმნის, უფრო მეტის, ვიდრე 40 კვადრატული მეტრია.



E-Village Studio



ეს მაჰეტენზე, ისტ-ვილიჯის რაიონში ახლახან გამოჩენილი ბინა-სტუდიაა და ყალბი მეორე სართულით ბინის ფართის გაზრდის ტრენდის პოპულარულობის კიდევ ერთი დასტურია.



 ამისთვის მაღალი ჭერის ქონა სულაც არაა საჭირო - „მეორე  დონეზე მხოლოდ საწოლის განთავსებაც საკმარისია. ამას გარდა, მრავალფუნქციური კარადაც საკმაოდ ზრდის ბინის ფართს.



ამ კარადის ერთ მხარეს მფლობელის პირადი ნივთები ინახება, მეორე მხარეს კი სამზარეულოს გარნიტურია, ხოლო ზემოდან ფართო საწოლია მოთავსებული. ლეიბზე სახტუნაოდ ადგილი ცოტაა, სრულფასოვანი ძილისთვის კი სავსებით საკმარისია.


Dwelle.ing



ბრიტანული კომპანია Dwelle 18 კვადრატულმეტრიან ბინაში ორი ადამიანის კომფორტულად ცხოვრების იდეას რეკლამირებას უწევს.



Dwelle.ing-ის სახლები სიცოცხლეში პირველი საკუთარი ბინის მფლობელთათვის სავსებით ხელმისაწვდომია. პატარა სახლი საცხოვრებელი ოთახით, საძინებლითა და სამუშაო მაგიდით, მეორე ნახევარსართულზე, სამზარეულოთი და სააბაზანო-ტუალეტით, სულ რაღაც, 15 ათასი გირვანქა ჯდება. ამ ფასად ლონდონის გარეუბანში პატარა ბინის ნახევარი წლით დაქირავება შეიძლება.



 Dwelle.ing-ის ბინებში სივრცის ყოველი სანტიმეტრი გათვლილია და ყოველ მცირე დეტალსაც კი თავისი ფუნქციური დანიშნულება აქვს. ამ სახლების დიდი პლუსი მათი უნივერსალურობა და აგების სწრაფი ვადებია - შეკვეთის გაფორმებიდან ერთ კვირაში უკვე შესახლება შეიძლება.


ბინა-ტრანსფორმერი



დიდი ხანია არქიტექტორებსა და რაციონალიზატორებს სივრცის ტრანსფორმირების შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს. ესპანელმა არქიტექტორმა ბარბარა აპოლონიმ ბარსელონაში 24 კვადრატულმეტრიანი შესანიშნავი ბინა-ტრანსფორმერი შექმნა.



 შედეგად მან მიიღო სივრცე, რომელიც ჯადოსნურად იცვლება. აქ საწოლი უცბად ტახტად, კედელი მაგიდად, კარადა მაცივრად, ხოლო მაგიდა ფანჯრად გარდაიქმნება.



 ამ შემთხვევაში რაციონალიზმის პრინციპი პროექტის ქვაკუთხედად იქცა. ამ ბინაში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია თავისი წარმოსახვა ჩართოს და თამამად მიმართოს ექსპერიმენტებს. ეს ფართის ორჯერ და სამჯერ გამოყენების საშუალებას იძლევა.


 upLIFT-ის კონცეპტი



ნიუ-იორკის ქუჩები დიდი ხანია მიწისზედა ტრანსპორტით არის გადატვირთული. ამის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს საკუთარ ავტომობილზე. მანჰეტენის ცენტრში ბევრი მრავალდონიანი პარკინგი ცარიელი რჩება. upLIFT-ის კონცეპტუალური პროექტი უსარგებლო პარკინგების კომპაქტურ და იაფფასიან ბინებად გარდაქმნის შესაძლებლობას გვთავაზობს.



upLIFT-ის პროექტის ავტორები მცირე ზომის საცხოვრებელი მოდულების შექმნას გვთავაზობენ, რომლებიც ზუსტად ერთი ავტომობილის პარკირებისთვის საკმარის ფართზე თავსდება.



ყოველი ამგვარი კაფსულა საცხოვრებელი ოთახის, მცირე ზომის სამზარეულოსა და სააბაზანო-ტუალეტისგან შედგება. ამასთანავე, საჭირო არ არის მთელი პარკინგის ავტომობილებისგან განთავისუფლება. მოდულები შესაძლებელია თანმიმდევრობით დამონტაჟდეს. ამასთანავე, upLIFT-ის პირველი სართული კვლავ შესაძლებელია ავტომობილის სადგომად გამოდგეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?