ტელევიზორი თქვენი ოთახის გაბარიტების მიხედვით უნდა შეარჩიოთ, ამისთვის კი უნდა გაითვალისწინოთ, რომ:
მანძილი თქვენგან ტელევიზორის ეკრანამდე ეკრანის 3-4 დიაგონალს უნდა შეადგენდეს (თუკი ეკრანი თხევად კრისტალებზეა, მაშინ 2-3 დიაგონალს).
მარტივი გამოთვლებით მივდივარ დასკვნამდე, რომ მაგალითად 40-ინჩიანი პლაზმური ტელევიზორის ეკრანამდე მანძილი 3-4 მეტრი უნდა იყოს, ხოლო თხევადკრისტალიანამდე - 2-3 მეტრი.