„4-7-8“ - ამ ხრიკის დახმარებით ზუსტად 60 წამში დაიძინებთ

საკნატუნო ამბები

3 მაისი 09:00, 2018 წელი

თუკი დასაძინებლად ბებიის ნასწავლი მეთოდი - თბილი რძის დალევა ან ცხვრების დათვლა არ ჭრის, სწრაფი და ტკბილი ძილისთვის ინოვაციურ მეთოდს გასწავლით.

როდესაც სამსახურში ხშირად წარმოუდგენლად ვიღლებით და ენერგია გვეცლება, ერთადერთი სურვილი გვიჩნდება - საწოლამდე მივაღწიოთ და გემრიელად დავიძინოთ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში დაძინება გვირთულდება. თუკი მსგავს სიტუაციაში თქვენც ყოფილხართ, დღეს გაგიზიარებთ მეთოდს, რომლის დახმარებითაც ზუსტად 60 წამში დაიძინებთ.


აქ ერთი მთავარი პირობაა: სწორი სუნთქვა და იმდენად სწრაფად დაიძინებთ, რომ ამ პროცესის გააზრებასაც კი ვერ მოასწრებთ. ამ ხრიკს რეგულარულად უნდა მიმართოთ - ყოველ დილას, გაღვიძებისას და ყოველ ღამე - დაძინებისას, რათა სხეული მოადუნოთ და ეფექტის ოპტიმიზაცია მოახდინოთ.


როგორც კი ამ ინოვაციურ მეთოდს გაითავისებთ, რომელსაც 4-7-8 ეწოდება, მიხვდებით, რომ დასაძინებლად სულ რაღაც ერთი წუთიც საკმარისია. სცადეთ!


1. ჩაისუნთქეთ.
რა თქმა უნდა, ყველაფერი სუნთქვით იწყება. დასაწყისისთვის მოათავსეთ ენა ზედა ყბის სასაზე, წინა კბილებთან. შემდეგ ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ და გონებაში 4-მდე დაითვალეთ.


2. შეიკავეთ სუნთქვა.
ახლა კი სუნთქვა შეიკავეთ და 7-მდე დაითვალეთ. თქვენს სხეულს ახლა საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ ჟანგბადი შეიწოვოს და ყველა ორგანო ენერგიით უზრუნველყოს. ამ დროს სისხლში ჟანგბადის რაოდენობა იზრდება და თქვენი სხეული მოდუნებას იწყებს.


3. ამოისუნთქეთ.
ნელ-ნელა ამოისუნთქეთ და თან 8-მდე დაითვალეთ. ამოისუნთქეთ მშვიდად და აუჩქარებლად, მაქსიმალურად, როგორც ეს შესაძლებელია. თუკი ჩუმი სტვენა ან ხმაური მოგესმათ - ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ასრულებთ. აუჩქარებელი ამოსუნთქვით, გამოყენებული ჰაერი სრულად გამოდის თქვენი სხეულიდან.


ამ მეთოდის გამოყენებისას შესაძლოა, პულსი შეგიმცირდეთ, თუმცა, ამაში საგანგაშო არაფერია. სამაგიეროდ, დაძაბულობას სრულად მოიხსნით. ამ მეთოდს შეგიძლიათ მიმართოთ არა მხოლოდ დასაძინებლად, არამედ დაძაბული და პანიკური მდგომარეობის დროსაც - „4-7-8" რამდენიმე წამში მოგადუნებთ. სხვათა შორის, ამ მეთოდს ჰიპერტონიის დროსაც მიმართავენ.


თუკი დასაძინებელ ხრიკს 4-ჯერ დილას და 4-ჯერ საღამოს გაიმეორებთ, შედეგს ძალიან მალე იგრძნობთ. სანამ დასაძინებელ აბებს ან სხვა საშუალებებს მიმართავთ, სცადეთ ახალი მეთოდი დასაძინებლად. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?