ნივთები მომავლიდან, რომლებსაც ახლაც სიამოვნებით შეიძენთ

საკნატუნო ამბები

4 მაისი 16:00, 2018 წელი

მათზე ცოტა ხნის წინ ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვეძლო. ზოგი მათგანი დღეს მხოლოდ პროტოტიპის დონეზე არსებობს, სამაგიეროდ სხვები მაღაზიებში უკვე გამოჩნდა.

საბავშვო რობოტი-დამხმარე



რადიოძიძით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ რა აზრის ხართ რობოტ ძიძაზე? ამ სიმპათიურ რობოტს ბავშვის ტირილის დაფიქსირება და მშობლებისთვის შეტყობინება შეუძლია. რაც მთავარია, მშობლების მოსვლამდე რობოტს შეუძლია, ბავშვი მუსიკით ანდა ზღაპრის მოყოლით დააწყნაროს.
ამას გარდა, რობოტს სახეების გარჩევა, ჰაერის გაწმენდა, ტემპერატურის კონტროლი და მშობლებისთვის ბავშვის ფოტოს ანდა ვიდეოს გაგზავნაც შეუძლია. რობოტი ძიძა თავად იტენება და ბავშვს ჭოჭინასაც შეუცვლის.


 ჭკვიანი ყურსაცვამები



Sony-ს ყურსაცვამები პირველ რიგში იმითაა საინტერესო, რომ ის ყურის ბლოკირებას არ ახდენს, ანუ მუსიკასაც უსმენთ და გარე ხმაურიც გესმით. ამას გარდა, მათი მეშვეობით სიახლეებსაც იგებთ და ამინდსაც, შეგიძლიათ მიიღოთ ანდა გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება.


ბულდოგის ფორმის აუდიოსისტემები



ძვირი, მაგრამ სიმპათიური უსადენო აუდიოსისტემები ნებისმიერ ინტერიერში კარგად გამოჩნდება. ის კარგი საჩუქარი იქნება მელომანებისა და ძაღლების მოყვარულთათვის. თავშესაქცევი დეტალი - აუდიოსისტემის მართვის პულტი ძვლის ფორმისაა.


რობოტი კატა მარტოხელებისთვის



კიდევ ერთი რობოტი, ამჯერად მარტოხელა ადამიანებისთვის. ის თავის პატრონს ეხმარება ნათესავებთან და მეგობრებთან კონტაქტში. ამისთვის მას სპეციალური ჯგუფური ჩატის ოფცია აქვს. საკმარისია, რობოტი-კატის გვერდით მაგიდაზე ორჯერ დააკაკუნოთ და ის თქვენს მეგობარს უკვე მოკითხვის შეტყობინებას გაუგზავნის.


 კონუსის ფორმის კომპიუტერული თაგვი



კორეელი დიზაინერის ინიეპ ბეიკის აზრით, კონუსის ფორმის თაგვი გვირაბის სინდრომის განვითარებას შეუშლის ხელს. მისი ხმარებისას ადამიანის ხელი ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება. ფუნქციურად კი ის ჩვეულებრივი კომპიუტერის თაგვისგან არ განსხვავდება, თუმც ამის მიჩვევას გარკვეული დრო სჭირდება.


ვირტუალური რეალობის მოტოსიმულატორი



სიმულატორი სათამაშო კონსოლებთან PlayStation, Xbox, Nintendo და Windows-ის ბაზაზე მომუშავე მოწყობილობებთან თავსებადია. მისი შემქმნელი ესპანური კომპანიის განცხადებით, სიმულატორი ნამდვილი ბაიკერის შეგრძნებებს განგაცდევინებთ. ამასთანავე, ის ისეა შექმნილი, რომ სიმულატორიდან გადმოვარდნა პრაქტიკულად შეუძლებელია.


 ბატიბუტი სიკვდილის ვარსკვლავიდან



ეს ნივთი „ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემლისთვის კარგი საჩუქარი იქნება. სიკვდილის ვარსკვლავი პლანეტებს არ ანადგურებს, სამაგიეროდ გემრიელ ბატიბუტს მოგიმზადებთ.


სადგამი სასმელის გასაციებლად



ეს სადგამი მაცივარზე 6-ჯერ უფრო სწრაფად აციებს სასმელს. ამას გარდა, ის სასმელის სასურველ ტემპერატურას მთელი დღე ინარჩუნებს. ქულერის ზომები ბევრი სტანდარტული ბოთლისა და ალუმინის ქილის ზომისაა. ამას გარდა, გასაციებელი სითხე პირდაპირ მოწყობილობის თასშიც შეგიძლიათ ჩაასხათ.


 ვისაც ტუალეტში კითხვა უყვარს



საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრ ადამიანს ტუალეტში კითხვა ანდა სმარტფონში თამაში უყვარს. მაგრამ ისმის კითხვა: სად უნდა დადოთ წიგნი ანდა სმარტფონი, როცა ძირითად საქმეს მოითავებთ? სწორედ სპეციალურად ამგვარი შემთხვევებისთვის შეიქმნა ეს თარო.


ტრიმერი წვერისთვის



წვერი ახლა მოდაშია, მაგრამ ბევრ მამაკაცს უჭირს მისი მოვლა - ყოველდღე ხომ არ ივლის საპარიკმახეროში? ეს მოსახერხებელი ტრიმერი ყველა ფორმისა და სიგრძის წვერისთვის გამოდგება. მისი მეშვეობით წვერის დამოუკიდებლად მოვლა ძნელი აღარ იქნება.


 კომპაქტური ჩემოდანი



ეს ჩემოდანი ულტრათანამედროვე წყალგაუმტარი და მსუბუქი მასალისგან არის დამზადებული. მას აქვს ჯიბე ჟურნალებისა და ნოუთბუქისთვის და ტანსაცმლის შალითა. მცირე ზომის გამო, მისი თვითმფრინავის სალონში შეტანა არ გაგიჭირდებათ. გარდა ამასა, მას გაჯეტების დასატენად შიდა აკუმულატორი აქვს, რომელიც ჩემოდნის გადაადგილებისას ბორბლების ტრიალით იტენება.


ჭიქა, რომელიც წყალს ნებისმიერ სასმელად გარდაქმნის



ვირტუალური რეალობა სასმელებამდეც მივიდა: ახლა წყლის ნებისმიერ სასმელად გადაქცევა მხოლოდ ბიბლიურ იგავში არ შეიძლება. თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა, ვინაიდან წყალი თავის ქიმიურ შემადგენლობას არ იცვლის.


ეს გარდაქმნა ბოკალში განთავსებული ელექტროდების მეშვეობით ხორციელდება. ელექტროდები ადამიანის გემოვნების რეცეპტორებზე ზემოქმედებს და სითხის გემოს „ცვლის“. მნათი დიოდები სასმელის ფერს ცვლის, ხოლო არომატული აირი - სითხის სუნს. ლიმონათის დალევა ახლა უკვე ზედმეტი კალორიების აკრეფის გარეშეც შეიძლება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?