XX საუკუნის ლეგენდარულ მსახიობთა საცურაო კოსტიუმები, რომლებიც დღესაც აქტუალურია

საკნატუნო ამბები

6 მაისი 19:00, 2018 წელი

ზაფხულის სეზონის დაწყების წინ გადავწყვიტეთ, XX საუკუნის პლაჟის მოდა გაგახსენოთ, მით უფრო, რომ რეტროს სტილი 2018 წლის ტრენდადაა ქცეული.

 მერილინ მონრო



პლაჟის კოსტიუმში გამოწყობილი მერილინის უამრავი ფოტოა შემორჩენილი, მაგრამ მათგან მაინც ყველაზე ცნობილი წითელი საცურაო კოსტიუმია, ფილმიდან „როგორ გავთხოვდეთ მილიონერზე“.


ავა გარდნერი



ავა გარდნერი ცნობილი იყო თავისი გარეული კატისებური მიხრა-მოხრით. კატის ეს პლასტიკა მსახიობის ფოტოებზეც კარგად ჩანს, სადაც ის საცურაო კოსტიუმითაა გამოსახული.


ბრიჯიდ ბარდო



ბრიჯიდ ბარდო 1952 წელს პირველად გამოჩნდა გაყოფილი საცურაო კოსტიუმით ფილმში „მანინა, გოგონა ბიკინიში“. სწორედ ბრიჯიდ ბარდო იყო პურიტანულ ევროპაში ბიკინის მთავარი პოპულარიზატორი.


 სოფი ლორენი



16 წლის სოფი ლორენი 1950 წლის „მის იტალიის“ კონკურსზე ატლასის საბანაო კოსტიუმით გამოჩნდა. სწორედ ამ კონკურსზე მიიღო მან „მის ელეგანტურობის“ წოდება და კინოპროდიუსერი კარლო პონტი გაიცნო.


 გრეის კელი



გრეის კელის ეს ფოტო 1955 წელს იამაიკაზე ჰაუერ კონანტმა გადაიღო.


ელიზაბეტ ტეილორი



ელიზაბეტ ტეილორმა ფილმ „მოულოდნელად, გასულ ზაფხულს“ როლისთვის „ოქროს გლობუსი“ მიიღო, მაყურებელს კი უფრო მისი თეთრი საცურაო კოსტიუმი დაამახსოვრდა.


რომი შნაიდერი



გერმანულ-ფრანგული მსახიობი ყოველთვის დიდი გემოვნებით იმოსებოდა. არც პლაჟის კოსტიუმები იყო გამონაკლისი.


ურსულა ანდრესი



ურსულამ მონაწილეობა მიიღო ფილმ „დოქტორ ნოუში“ და ჯეიმს ბონდის პირველი ქალი გახდა. მისი პლაჟზე ზღვიდან ამოსვლის სცენა ბოტიჩელის „ვენერას დაბადებას“ შეადარეს. ის დღემდე ბონდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად ითვლება, ხოლო მისი ლეგენდარული დანიანი საცურაო კოსტიუმი 2001 წელს 59 755 დოლარად გაიყიდა.


კატრინ დენევი



ეს თეთრბიკინიანი ფოტო 1962 წელს სენ-ტროპეშია გადაღებული.


შირლი იტონი



ბონდის კიდევ ერთი ქალი: მან ფილმ „გოლფინგერში“ ჯილ მასტერსონის როლი შეასრულა. 7-წუთიანმა როლმა ის ვარსკვლავად აქცია, მისი შავი საცურაო კოსტუმი კი - მოდურ ჰიტად.


 რიტა ჰეივორტი



წითურთმიანი რიტა ჰოლივუდის ოქროს საუკუნის ნამდვილი ქალღმერთი იყო. მას განსაკუთრებით მაღალწელიანი გაყოფილი საცურაო კოსტიუმები მოსწონდა.


ბონუსი: რეტროს სტილი თანამედროვე პლაჟის მოდის ტრენდად იქცა. რეტრო საცურაო კოსტიუმში შეუმჩნეველი ვერ დარჩებით, მისი ფასონი ფიგურის კორექტირების საშუალებას იძლევა და ნაკლს ფარავს.



კერძოდ კი, ის:
ტანადობას გმატებთ



  • ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს

  • ხაზს უსვამს ქალურ სილუეტს 

  • მალავს მცირე ზომის მუცელს (თუკი ის არსებობს)

  • აქცენტს წელზე აკეთებს და მას ვიზუალურად უფრო აწვრილებს



თანამედროვე ცნობილებიც რეტროს სტილზე აკეთებენ არჩევანს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?