მასტურბაციის 5 სასარგებლო თვისება, რომელიც აქამდე არ იცოდით

საკნატუნო ამბები

14 მაისი 23:00, 2018 წელი

სამედიცინო განმარტებით, მასტურბაცია არის საკუთარი გენიტალიებისა და ეროგენული ზონების ხელით ან სხვა საშუალებებით სტიმულაცია სექსუალური სიამოვნების მისაღებად. დღევანდელ სტატიაში მასტურბაციის ხუთ სასარგებლო თვისებაზე ესპანელი ექიმი, ანდროლოგი მარიანო როსელო გაია საუბრობს.

 


1. დახმარება მენსტრუალური ტკივილის დროს
მასტურბაცია აყუჩებს ან სრულად ხსნის ტკივილს, განსაკუთრებით, თუკი ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზი მენსტრუალური ციკლია. გარდა ამისა, მასტურბაცია არა მხოლოდ მენსტრუალურს, არამედ გინეკოლოგიური სიმპტომების ტკივილებსაც უმკლავდება.
მენსტრუალური ციკლის დროს მასტურბირებას ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რაც საბოლოოდ ამცირებს დისკომფორტისა და დაჭიმულობის შეგრძნებას მთელი ციკლის განმავლობაში. 
„ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ორგაზმის დროს სისხლში ხვდება, მოქმედებს, როგორც ანალგეტიკი პრემენსტრუალური ტკივილების წინააღმდეგ. გარდა ამისა, გენიტალიების გარშემო დაძაბულობა იხსნება, რაც, ძირითადად, იწვევს დისკომფორტს და ტკივილის მიზეზი ხდება“, - ამბობს ექიმი. 


2. იმუნური სისტემის გამაგრება
კვლევის თანახმად, კაცებს, რომლებიც მასტურბირებენ, იმუნური სისტემა უფრო ძლიერი აქვთ. ექიმის თქმით, ადამიანებს, რომლებიც ხშირად განიცდიან ორგაზმს, იმუნოგლობულინის А (IgA) დონე უფრო მაღალი აქვთ, რაც არის ანტისხეული და უზრუნველყოფს ადგილობრივ იმუნიტეტს. გარდა ამისა, 20-დან 50 წლამდე კაცებში, რომლებიც კვირაში ხუთჯერ მასტურბირებენ, კიბოს წარმოქმნის რისკი ძალიან დაბალია.
ქალებში, თავის მხრივ, მასტურბაცია ხელს უშლის ენდომეტრიოზის განვითარებას - ეს არის შარდსასქესო გზების დაავადება, რომელსაც საბოლოოდ უნაყოფობამდე მივყავართ. ასევე, მასტურბაცია შესანიშნავი საშუალებაა ინფექციების პროფილაქტიკისთვის, რადგან მასტურბაციის დროს იხსნება საშვილოსნოს ყელი, რომელიც გამოყოფს სისველესა და სხვა გამონადენებს.


3. ძილის გაუმჯობესება.
უძილობასთან ბრძოლის მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო, სასიამოვნო და ბუნებრივი მასტურბაციაა - განსაკუთრებით კაცებისთვის. ექსპერტის თქმით, ორგაზმის შემდეგ სისხლს გადაეცემა დიდი რაოდენობით ჰორმონები, ენდორფინები და კატექოლამინი, ასევე, ციტოკინი, რომელიც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. ეაკულაციის დროს იმატებს პროლაქტინის დონე და მცირდება დოპამინის რაოდენობა, რაც ორგაზმის შემდეგ ძილიანობას ჰგვრის ადამიანს.


4. ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება
მასტურბაცია აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას - როგორც ბიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ დონეზე. „ენდორფინებისა და კატექოლამინის გამოთავისუფლება ორგანიზმიდან ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს განწყობას“, - ამტკიცებს ექიმი როსელო.


5. დახმარება პარტნიორთან ურთიერთობის დროს
ფართოდ გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ მასტურბაცია აფუჭებს წყვილებს შორის სექსუალურ ურთიერთობას. ექსპერტების თქმით, ეს აბსოლუტური სიცრუეა. სინამდვილეში, მას სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვს.


 


მასტურბაცია უზრუნველყოფს კარგ სექსს, რადგან ამგვარად ადამიანები უკეთ ეცნობიან საკუთარ სხეულს, რეაქციებს სექსუალურ აღგზნებაზე და იმის შესახებ, რას შეუძლია მისი პროვოცირება ან გაძლიერება, ამგვარად კი სექსი უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი ხდება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: „საბოლოოდ, პარტნიორებმა მუდმივად უნდა იმუშაონ საკუთარ სექსუალურ დამოკიდებულებებსა და ინტიმურ ცხოვრებაზე. კარგი ორგაზმი ამყარებს ურთიერთობას და ზოგადად, ოჯახსაც“, - ამბობს სექსოლოგი მარიანო როსელო გაია.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?