ყველაზე უჩვეულო პოდიუმები მოდის ისტორიაში!

საკნატუნო ამბები

11 მაისი 12:00, 2018 წელი

პოდიუმის ვიწრო ჩარჩოები ხშირად ვერ იტევს ცნობილი დიზაინერების ფანტაზიას. სწორედ ამიტომ ახალი კოლექციების საჩვენებლად არაორდინარულ ადგილებს ეძებენ. ასე, მაგალითად, 9 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოდის VI არაბული კვირეულის ჩვენებები როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე ჩატარდება.


Arab Fashion Week-ისთვის დუბაიში საოკეანო ლაინერი Queen Elizabeth II ჩავიდა. ის სრულფასოვან სასტუმროდ გადააკეთეს და სწორედ მის ტერიტორიაზე ჩატარდება შოუ. მანამდე კი გთავაზობთ სხვა არასტანდარტულ ადგილებს, სადაც კი ოდესმე მოდების ჩვენებები გამართულა.

  • Fendi: ჩინეთის დიდი კედელი 

    2007 წელს სტუმრებს კედელზე აბობღება მოუწიათ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს ჩინეთის დიდ კედელზე მოდების პირველი ჩვენება იყო. პოდიუმის სიგრძე 88 მეტრს აღწევდა. ექსპერტების გამოთვლებით, Fendi-ს ეს ჩვენება 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამგვარად კარლ ლაგერფელდმა მოდების ჩვენების თამასა ახალ სიმაღლეზე აწია.   

  • Pierre Cardin: უდაბნო 

    2007 წელს ძალიან დიდი ჯაფა მოითხოვა ჩინეთის დუნხუანის უდაბნოში მოდების ჩვენების მოწყობამ. სტუმრებს და მოდელებს ადგილამდე მისვლა აქლემებით მოუწიათ, მაგრამ ეს ამად ღირდა. ფრანგ დიზაინერს არ წაუგია და უდაბნოს ფონზე 200-მდე მოდელი აჩვენა, რომლებიც უდაბნოს იდეალურად შეეხამა.  

  • Gucci: ცათამბჯენის კედელი

    2014 წელს Gucci-ს ჩვენება ყვლაზე ექსტრემალური იყო. მოქმედება 42-მეტრიანი ცათამჯენის კედელზე მოეწყო. 7 მამაცი, სპეციალური ბაგირებით დაბმული  მოდელი ვერტიკალურ პოდიუმზე მოძრაობდა. ჩანთებისა და აქსესუარების ჩვენებისგან კი, უსაფრთხოების მიზნით, უარი განაცხადეს. ჩვენებას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს.  

  • Chanel: სუპერმარკეტი 

    კარლ ლაგერფელდს არაერთხელ გაუოცებია აუდიტორია მოდის ექსცენტრიკული ჩვენებებით. 2014 წელს, ფრანგულმა მოდების სახლმა, კრეატიული დირექტორის ხელმძღვანელობით, ნამდვილი სუპერმარკეტი ააგო. შემოდგომა-ზამთრის მოდების ჩვენებამ ყველა დაარწმუნა, რომ Chanel-ის სამოსი მარტო საზეიმო დღეებისთვის არ არის. სუპერმარკეტის თაროებზე გამოფენილ საქონელს Chanel-ის საფირმო ნიშანი ედო და ჩვენების შემდეგ დიდი წარმატებით გაიყიდა.  

  • Moncler: სამშენებლო ხარაჩოები 

    არ შეიძლება 2009 წლის შემოდგომა-ზამთრის Moncler-ის კოლექციის პრეზენტაცია არ გავიხსენოთ. იგი მდინარე ჰუძონის პირზე გაიმართა. რთული ოთხსართულიანი კონსტრუქცია სამშენებლო ხარაჩოებს მიაგავდა. 100 ნიღბიანი მოდელი მთელი ჩვენების მანძილზე ამ ლოკაციაზე გაუნძრევლად იდგა. მათი უძრაობის ჩვენებას კლასიკური მუსიკის აკომპანიმენტი ახლდა.  

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?