რეალურად რას აღნიშნავს და როგორ წარმოიშვა პოპულარული ჟესტები?!

საკნატუნო ამბები

19 მაისი 12:00, 2018 წელი

victory, ხელის ჩამორთმევა, სამხედრო სალამი, შუა თითის ჩვენება - იცით, რომ ადამიანები ამ ჟესტებს უხსოვარი დროიდან იყენებენ და თანაც ყოველ მათგანს ძალიან საინტერესო ახსნა და ისტორია აქვს...

ჟესტი V (victory)



ასო V-ს გამოყენება თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელდა. თუმცა ის პირველად ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს გაჩნდა. ფრანგები ტყვე ინგლისელ მშვილდოსნებს ორ თითს (საჩვენებელსა და შუა თითს) აჭრიდნენ, რათა მათ მშვილდის მოზიდვა აღარ შეძლებოდათ. ომიდან დაბრუნებული ინგლისელი მეომრები თავიანთ ახლობლებს შორიდან ამ ორ თითს უჩვენებდნენ, რითაც მიახვედრებდნენ, რომ ომიდან მშვიდობით და გამარჯვებით ბრუნდებოდნენ.


 გამართული შუა თითი



ეს ჟესტი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაჩნდა და იმავეს ნიშნავდა, რასაც ახლა - მამაკაცის სასქესო ორგანოს.  არაა გამორიცხული, ის ცუდი თვალისგან დასაცავადაც გამოეყენებინათ, რაც, ასევე, ზიზღის გამომწვევი და შეურაცხმყოფელი იყო. ასე რომ, საუკუნეების განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა.


 ხელის ჩამორთმევა



ძველი ბერძნები ამით აჩვენებდნენ, რომ ხელში იარაღი არ ეჭირათ, ხელის დაქნევით კი აჩვენებდნენ, რომ არც სახელოში მალავდნენ რასმე.


 მუშტების მიჭახუნება



პირველად ასეთი ჟესტი XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა. მოკრივეებს ხელთათმანების გამო რინგზე ხელის ჩამორთმევა არ შეეძლოთ. ასე გაჩნდა სპორტული, და არამარტო, მისალმების ჟესტი.


 „რქები“



როკის მოყვარულთათვის ეს ჟესტი კარგადაა ნაცნობი, მანამდე კი ამ ჟესტით ცუდი თვალისგან დაცვას ლამობდნენ. 1979 წელს რონი ჯეიმს დიო ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენი გახდა. სწორედ ის აჩვენებდა „რქებს“, რომელიც მალე როკერების რიტუალი გახდა. მან ეს ჟესტი თავისი იტალიელი ბებიასგან „ისესხა“, რომელიც ამგვარად თავს ავი თვალისგან იცავდა.


სამხედრო სალამი



ის შუა საუკუნეების საფრანგეთში გაჩენილა. მაშინ მეომრები ზარადიან მუზარადებს ატარებდნენ და ამიტომაც მათი სახეზე ცნობა შეუძლებელი იყო. სახის გამოსაჩენად ხელი მუზარადთან მიჰქონდათ და ზარადს მაღლა სწევდნენ. მეორე ვერსიით, ხელქვეითებს სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას ქუდი უნდა მოეხადათ. მაგრამ XVIII-XIX საუკუნეებში თავსაბურავები საკმაოდ დიდები იყო და ამის გამო მხოლოდ ხელის ქუდთან მიტანით კმაყოფილდებოდნენ.


მაღლა აწეული ცერა თითი



ეს ჟესტი მოწონების ან დასტურის ნიშნად იხმარება. ის ძველ რომში წარმოიშვა. დამარცხებული გლადიატორის ბედს მაყურებელი ცერა თითით წყვეტდა. ზემოთ აწეული ცერი დამარცხებულს სიცოცხლეს ჩუქნიდა, დაბლა დაწეული კი სიკვდილს უქადდა.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?