თანამედროვე ტატუს 10 მთავარი სტილი

საკნატუნო ამბები

21 მაისი 17:00, 2018 წელი

დადგა მომენტი, როცა ტატუირებული ადამიანების რიცხვი არტატუირებულებისას გაუთანაბრდა. დღეს ტატუ უკვე აღარაა ციხის ანდა არაფორმალური ნიშანი. ის ჩვეულებრივ სამშვენისად იქცა, ისეთად, როგორიცაა საყურე ანდა საათი. გთავაზობთ ტატუს 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას, რომლებიც დედიკოს ხარისხიან და გემოვნებიან შოკირებაში დაგეხმარებათ.

 1. ამერიკული ტრადიციული (ოლდსკული)






სტილი პოპულარული გახდა ტატუს ოსტატის სეილორ ჯერის მეშვეობით, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობდა. მისი კლიენტები ძირითადად მეზღვაურები იყვნენ. ნახატების აღწერილობა მეზღვაურის პასპორტშიც კი იწერებოდა, რისი დამსახურებითაც ადვილი იყო ოკეანეში დაღუპულ მეზღვაურთა ამოცნობა.


2. იაპონური ტრადიციული (ირეზუმი)






ტატუს ხელოვნება იაპონიაში XVII საუკუნიდან არსებობს. თუმცა მეიძის რევოლუციის დროს ევროპელებს იაპონელები ველურებად რომ არ აღექვათ, იმპერატორმა ტატუ აკრძალა. ის მხოლოდ იაკუძას წევრებს შემორჩათ. 1948 წლიდან იაპონიაში ტატუზე აკრძალვა მოიხსნა, თუმცა ტატუირებულ ადამიანს აუზზე ანდა ფიტნეს-კლუბში მაინც ალმაცერად უყურებენ და შეიძლება არც კი შეუშვან.
ტრადიციული იაპონური ტატუ ბამბუკის ჩხირებით კეთდება, თუმცა ახლა არატრადიციული წესიც გავრცელდა, როცა წვრილი დეტალები უფრო მკაფიოდ ჩანს. ამაში ტატუს ოსტატებს საღებავების უფრო ფართო პალიტრა ეხმარებათ.


3. რეალიზმი





თანამედროვე ტატუ-მანქანებისა და საღებავების მრავალფეროვნების გამოჩენის შემდეგ ახალი სტილი გაჩნდა - რეალიზმი. პორტრეტები და ცხოველთა ან მცენარეთა გამოსახულებები ფოტოგრაფიული სიზუსტით სრულდება.


4. ნიუსკული





ამ სტილის ტატუები წიგნების ილუსტრაციებს, მულტიპლიკაციებსა და ზოგჯერ არტ-ნუვოს მხატვართა ნამუშევრებსაც მიაგავს. ამ ჟანრში ცალკე „აკვარელის“ ტატუებს გამოყოფენ - ნათელი ფერები მკვეთრი კონტურის გარეშე.


5. ბიომექანიკა



ეს სტილი ფილმ „უცხოს“ გამოსვლის შემდეგ დამკვიდრდა. შვეიცარიელი მხატვრის გიტერის სიურრეალისტური ფანტაზიები საშუალო სტატისტიკური ობივატელის  გონებაშიც კი აისახა. 


6. ტრაიბლ




მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ტრადიციული ორნამენტის სტილს „ტრაიბლი“ ეწოდება. ამგვარი ტატუები გეომეტრიულ ნაყშებსა და სიმბოლურ ფიგურებს წარმოადგენს. როგორც წესი, ტრაიბლ-ნახატი ერთ ფერში სრულდება.


7. ჰორორი



საშინელებათა ფილმებისა და ზომბი-აპოკალიფსის გმირები - ეს ჰორორის სტილია. ამ მიმართულებისთვის ტრადიციულად მიიჩნევა ფრიჰენდი - ხატვა პირდაპირ სხეულზე ტრაფარეტის გარეშე. ჰორორს დიდი ადგილი ესაჭიროება, ზოგჯერ მთელი ზურგიც კი.


8. ტრეშ-პოლკა





ეს სტილი ვიურცბურგის სტუდია Buena Vista Tattoo Club-მა შექმნა. აქ ერთ კოლაჟშია გაერთიანებული ფუნჯის უხეში კვალი, რეალისტური პორტრეტები და ტექსტები. მთელი ნახატი შავ-წითელ ფერებშია და, ასევე, დიდი ფართობი ესაჭიროება.


9. გეომეტრიული





ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა - შავ-თეთრი გეომეტრიული ნაყშები ანდა ფიგურები. ზოგჯერ მასში ილუზიური ანდა საკრალური გეომეტრიის ელემენტებსაც იყენებენ. მის უაღრესად პოპულარულ მიმართულებას „მადალის“ მიმართულება წარმოადგენს.


 10. დოტვორქი


 


 



პირდაპირ თარგმანში: წერტილებით მუშაობა. ეს არის შავ-თეთრი ტატუირება, რომლებშიც ნახატები წერტილებითაა შესრულებული (თითქმის გაზეთის ბეჭდვის პრინციპით). დოტვორქი ზოგჯერ გეომეტრიული ტატუს ელემენტია, ზოგჯერ კი ცალკეც გვხვდება. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?