ამ წიგნებს შემფასებელი არ გამოელევა

საკნატუნო ამბები

1 ივნისი 19:00, 2018 წელი

წიგნების ყდები ნიჭიერი დიზაინერებისგან...

1. წიგნი, რომლის ჭამა შეიძლება



გერმანულ დიზაინერულ სააგენტო Korefe-ში წიგნი იტალიურ ლაზანიას მიუძღვნეს. მისი ტექსტი ცომზეა დაბეჭდილი და ყოველი გვერდი ამ კერძის მომზადების წესს გვამცნობს. მის კითხვასთან ერთად პრაქტიკის გავლაც შეიძლება. ამისთვის წიგნის გვერდებს შორის საჭირო ინგრედიენტები უნდა დაამატოთ, ჰაერღუმელში გამოაცხოთ და მიირთვათ.


2. წიგნი, რომელიც უნდა გამოაცხოთ



«Well Done» - წიგნი ბუკლეტია, რომელიც დიზაინერულმა სააგენტო Bruketa&Zinic&Grey-მ მოიფიქრა. ის ხორვატიული საკვები კომპანია Podravka-ს ყოველწლიური ანგარიშის დამატებას წარმოადგენს. მასში კომპანიის ცნობილი რეცეპტებია თავმოყრილი. წიგნის წასაკითხად ის კილიტას ქაღალდში უნდა გაახვიოთ და 25 წუთი 100 გრადუს ტემპერატურაზე გამოაცხოთ. თუ დრო ანდა ტემპერატურა შეგეშლებათ, წიგნი უბრალოდ დაიწვება.


3. წიგნი-სანელებელი



ეს წიგნი კულინარიის მოყვარულთათვის ნამდვილი მიგნებაა. ის გერმანელმა დიზაინერმა ნიკ ბამპტონმა (Nick Bampton) გამოუშვა. მისი ყოველი გვერდი სანელებელს შეიცავს, უბრალოდ მოახიეთ და კერძს დაუმატეთ.


4. IKEA-ს კულინარიული წიგნი



რა მოხდებოდა კერძის მომზადება ავეჯის აწყობას რომ ჰგავდეს. Forsman&Bodenfors და IKEA-მ ერთობლივად შვედური კერძების რეცეპტების წიგნი «Homemade is best» („ოჯახური საუკეთესოა“) გამოუშვეს. წიგნში აქცენტი არა მთლიან კერძზე, არამედ მის შემადგენლობაზე კეთდება. ამიტომაც პირველი, რასაც დაინახავთ, ეს ინგრედიენტებია და მხოლოდ გადაფურცვლის შემდეგ ხედავთ შედეგს.


5. 360-გრადუსიანი მოცულობითი წიგნები



იაპონელი გრაფიკული დიზაინერი იუსუკი ოონო (Yusuke Oono) ლაზერის მეშვეობით მოცულობით წიგნებს ქმნის, რომელთა შესწავლა სხვადასხვა რაკურსით შეიძლება.


 6. ჯულია ფროილიჰის სინათლის 3D-წიგნები



გერმანელმა დიზაინერმა ჯულია ფროილიჰმა (Julia Froehlich) ზღაპრებს ჩრდილების თეატრის ფორმატი შესძინა. წიგნი სამკუთხა მოცულობითი სექციებისგან შედგება. მათ ცენტრში სინათლის წყაროს მოთავსებით ჩრდილები ჩნდება და სურათი ცოცხლდება.


 7. გამოცემა, რომელიც შეხებაზე რეაგირებს



კომპანია Adris grupa-მ ყოველწლიური ანგარიში სახელად «In good hands» („კარგ ხელებში“) გამოუშვა. წიგნის ყდა სითბოზე რეაგირებს და ხელის შეხებით ფერს იცვლის. წიგნის შიდა ფურცლებზე კი ტექსტთან ერთად ხელით გაკეთებული ჩრდილების შავი გამოსახულებებია - გაათბობთ და ხელებიც გამოჩნდება.


 8. წიგნი შეგრძნების ეფექტით



წიგნის კითხვისას ბევრს წარმოუდგენია თავი გმირის ადგილას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტ «Sensory Fiction»-ის („სენსორული ფანტასტიკა“) მეშვეობით ახლა ეს შესაძლებელი გახდა: წიგნში ჩამონტაჟებული სპეციალური გადამწოდები და მკითხველზე მორგებული ჟილეტი არა მხოლოდ გმირის შეგრძნებებს, არამედ ადგილის ლოკაციასა და ხმოვან გაფორმებასაც გადმოსცემს.


ასე მაგალითად, წიგნის სინათლის გადამწოდები ფერს იცვლის, ხოლო ჟილეტის ფირფიტები ხურდება, ცივდება ანდა ვიბრირებს და ამით გმირის შეგრძნებებს გადმოსცემს.


ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი წიგნი, რომლის ახალ ფორმატშიც ადაპტაციაც მოხდა, ჯეიმს ტიპტრის (James Tiptree) «The girl who was plugged in»-ია („გოგონა, რომელიც მიაერთეს“).


9. წიგნი-ჰიპერტექსტი



ამერიკელმა მწერალმა ჯონათან საფრანმა (Jonathan Safran) საფუძვლად პოლონელი მწერლის ბრუნო შულცის „ნიანგების ქუჩა“ აიღო, გადაამუშავა და... სიტყვების ნაწილი ამოჭრა. შედეგად მკითხველის ხელში ისტორია ძლიერ შეიცვალა.


ამგვარი წიგნის დაბეჭდვა მაშინვე ვერ მოხერხდა: ტექნიკურად ძალიან ძნელი აღმოჩნდა და ამერიკულმა გამომცემლობებმა მასზე უარი განაცხადეს. აი, ბელგიურმა Die Keure-მ კი შეძლო და პროექტმა დღის სინათლე იხილა.


 10. სინათლის წიგნები



კიდევ ერთმა იაპონელმა დიზაინერმა ტაკეში იშიგურომ (Takeshi Ishiguro) უჩვეულო წიგნი გამოუშვა. ის გადაშლისას ლამპად გარდაიქმნება. ის წიგნს მხოლოდ ფორმით და გარეგნულად ჰგავს - მასში არც ტექსტია და არც გამოსახულებები.


 11. სახის ფორმის წიგნი-ბიოგრაფიები



ნიდერლანდების გამომცემლობა Gerschreven Portretten-მა 2011 წლის წიგნის კვირეულზე 4 წიგნი-ბიოგრაფია გამოუშვა, რომლებიც  გმირთა სახის ფორმისანი იყო. ეს 4 საკულტო პიროვნებაა: ანა ფრანკი, ვინსენტ ვან გოგი, მწვრთნელი ლუი ვან გალი და პუბლიცისტი კადერ აბდოლა.


12. „ბარბექიუს ბიბლია“



ეს წიგნი დიზაინერმა ლუკას რეისმა (Lucas Reis) და სამზარეულოს დანების მწარმოებელმა ბრაზილიურმა კომპანიამ გამოუშვა. წიგნში ბრაზილიური ბარბექიუ ჩურასკოს მოსამზადებლად ყველაფერია: რეცეპტი, ნახშირი, მარილი კილიტა, დანის სალესი, ფურცლები ცეცხლის გასაჩაღებლად, წინსაფარი, სუფრა და ხელსაწმენდებიც კი.


 13. ილუსტრაციის მაგივრად ჩრდილები



ამ საბავშვო წიგნში, რომელიც მეგუმი კაძივარიმ (Megumi Kajiwara)  და ტაცუხიკო ნიძიმამ (Tathuhiko Nijima) შექმნეს, სიტყვები თითქმის არაა. მის წასაკითხად ფანარია საჭირო, ვინაიდან გამოსახულებების მაგივრად აქ ჩრდილებია, რომლებიც სინათლის სხივის დაცემის კუთხით მოძრაობს.


14. წიგნი-კონსტრუქტორი



„გადაშალეთ წიგნი, აიღეთ სავარძელი“. ამგვარია წიგნი-სკამის კონცეფცია, რომელიც დიზაინერმა დერის ჰამროუნმა (Darris Hamroun) შექმნა.


15. წიგნი, რომელიც წყალს ფილტრავს



«Drinkable Book» („სასმელი წიგნი“) - ის მეცნიერთა და დიზაინერთა ჯგუფმა DB New York-ში გამოსცა. განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც დოქტორმა ტერეზა დანკოვიჩმა (Dr. Theresa Dankovich) შექმნა, წიგნის ფურცლები დაბინძურებული სასმელი წყლის გასაფილტრავად გამოდგება. წიგნი საქველმოქმედო ორგანიზაცია WaterisLife-ისთვის შეიქმნა.


16. საბავშვო წიგნი, რომლისგანაც ხე გაიზრდება



ეს არგენტინული წიგნი გადამუშავებული ქაღალდის, ბიოხრწნადი მელნისა და ტრაფარეტული ბეჭდვის მეშვეობით შეიქმნა. წიგნი გუსტი ლიმპიმ (Gusti Llimpi) და ენ დეკისმა (Anne Decis) დაწერეს. ის ბავშვებისა და მოზარდების ყურადღებას გარემოს პრობლემებზე ამახვილებს.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?