1. სიჩუმის რესტორანი
ბრუკლინში, გრინპოინტში ნიკოლას ნაუმანის რესტორანი «Eat» მდებარეობს. აქ ყოველი კლიენტისგან იდეალური სიჩუმის დაცვას ითხოვენ. სწორედ ეს (სიჩუმე და მდუმარება) არის დაწესებულების მთავარი თავისებურება. რესტორნის იდეა ნაუმანს მას შემდეგ მოუვიდა აზრად, რაც წლების წინათ ინდოეთში ბუდისტური მონასტერი მოინახულა.
2. ნუდისტების რესტორანი
თვეში ერთხელ მანჰეტენის ერთ-ერთ უპოპულარულეს რესტორანში ძალიან უჩვეულო ვახშამი იმართება. მას მხოლოდ ნუდიზმის იდეის მიმდევრები ესწრებიან. ძნელი მისახვედრი არაა, რომ მაგიდასთან მხოლოდ შიშველი მუშტრები სხედან. ეს ყველაფერი ნუდისტმა აქტივისტმა ჯონ ჯ. ორდოვერმა მოიფიქრა. აი, რესტორნის პერსონალი კი სანიტარიული ნორმების დაცვის გამო ფორმაში შემოსილი რჩება.
3. რესტორანი, რომელშიც „დედაშენი დაჰყავდათ“
აშშ-ში არის რესტორნების ქსელი სახელად «Dick’s Last Resort». მისი დამფუძნებელი თავის პირველსავე სარესტორნო ბიზნესში გაკოტრდა. ის მაშინ ელიტური დაწესებულების შექმნას შეეცადა. როცა ფული გათავდა, მეპატრონე სულით არ დაეცა და საწინააღმდეგოს შექმნას შეუდგა. მის ახალ ქსელში მუშტრებს ყველანაირად ამცირებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ხელსახოცებს სახეშიც კი ესროდნენ. საოცარია, მაგრამ «Dick’s Last Resort» უჩვეულო პოპულარულობით სარგებლობს.
4. ვახშამი მიცვალებულებთან
ინდოელმა ბიზნესმენმა კრიშნან კუტიმ თავისი რესტორანი «New Lucky» ქალაქ აჰმადაბადის ძველი სასაფლაოს ადგილზე წამოჭიმა. ის ამ ფაქტს არა მხოლოდ არ მალავს, არამედ ყველანაირად ხაზს უსვამს. რესტორანი პირდაპირ ძვლებზე დგას. უფრო მეტიც, მის შიგნით საფლავის ქვებია ამოჩრილი. საინტერესოა, «New Lucky»-ში მხოლოდ სავახშმოდ დადიან თუ გარდაცვლილი ნათესავების მოსანახულებლადაც?
5. ვახშამი კიდეზე
ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე საშიში რესტორანია სახელად «Fangweng». მისი თავისებურება ისაა, რომ რესტორნის ერთი ნახევარი გამოქვაბულში მდებარეობს, მეორე კი კლდის კიდეზეა გადაკიდებული. ეს რესტორანი ნამდვილი ლაბირინთია, სადაც არანაირი მინიშნება არაა, საით უნდა წახვიდე.
6. ვახშამი ჩაწერით
ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში კერძო სახლის სარდაფში ბერელის რესტორანია გახსნილი. რესტორანში მისვლა მხოლოდ წინასწარი ჩაწერით ხდება. რესტორანი ერთდროულად 20 სტუმარს ემსახურება. დაწესებულებაში მხოლოდ უნიკალური კერძები მზადდება და თანაც საკუთარი პროდუქტებით. ახლა თუ ჩაეწერებით, რიგი მხოლოდ 5 წლის შემდეგ მოგიწევთ.