+18

5 პროდუქტი, რომელიც სექსის წინ არ უნდა მიირთვათ!

fun time

23:35 პარ. 27 აგვისტო, 2021 წელი

კვება სექსის წინ

14
დაკოპირებულია

მათ მეცნიერები „ლიბიდოს მკვლელებს“ უწოდებენ, ხოლო ის, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, პაემნის წინ არასდროს მიირთმევს. არა, ნიორზე არ ვსაუბრობთ!

რა თქმა უნდა, სექსის წინ ნივრის მიღებაც არ არის სასურველი, მაგრამ ამ სიაში სხვა პროდუქტებია:

კარტოფილი ფრი

შემწვარი კარტოფილი ტრანსცხიმებს შეიცავს და სისხლში ტესტოსტერონის დონეს ამცირებს (ეს კი სწორედ ის არის, რაც ერექციისთვის გჭირდებათ).

გარდა ამისა, კარტოფილი ფრი, ჩვეულებრივ, შეზავებულია მარილით, რაც უარყოფითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე.

ჰოთ-დოგი

ჰოთ-დოგი შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს. ისეთ საპასუხისმგებლო საქმემდე, როგორიცაა სექსი, უმჯობესია, ნებისმიერი სახის ცხიმის მიღებაზე უარი თქვათ, მით უმეტეს, გაჯერებულ ცხიმებზე, რადგან ეს სისხლის მიმოქცევის პრობლემებს იწვევს, ხოლო სექსის დროს აუცილებელია, სისხლი ყველა ორგანოს თანაბრად მიეწოდებოდეს.

საბოლოოდ, სასურველია, სექსამდე სწრაფი კვების პროდუქტებზე უარი თქვათ, თუ არ გინდათ სექსის შემდეგ მოდუნებული და მივარდნილი გამოიყურებოდეთ.

ყველი

ყველს ზოგჯერ ლიბიდოს მკვლელს უწოდებენ. ყველის მიღებამ შესაძლოა, სპერმის სიბლანტე გამოიწვიოს. თანაც ადამიანების უმეტესობაში სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. სექსამდე კი ყველანაირი დისკომფორტი უნდა მოიშოროთ.

ენერგეტიკული სასმელი

ფიქრობთ, რომ ენერგეტიკული სასმელი თქვენს სექსს უფრო გაახანგრძლივებს? ცდებით! ძალიან მალე ენერგიულობას დაღლილობა, მოთენთილობა და ნერვული გაღიზიანება ჩაანაცვლებს.

ხოლო თუკი შემთხვევით ძალიან ბევრი ენერგეტიკული სასმელი მიიღეთ, დაელოდეთ ზედოზირებას: მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ტაქიკარდია, მომატებული ოფლიანობა და „მგონი, გოგო სადღაც წავიდა“.

ღვინო

ვხედავ, თქვენს გაკვირვებულ სახეს და მეც თქვენსავით გაოგნებული ვარ, რადგან ინტიმურ კავშირამდე ერთი-ორი ბოკალი (და არა ბოთლი) ღვინო სექსუალურ ატმოსფეროს, განწყობას ქმნის. ღვინო ათავისუფლებს, ხსნის კომპლექსებს, დიახ, ასეა!

თუმცა, რაც შეეხება სექსის სხვა ასპექტებს, აღმოჩნდა, რომ სექსუალურ ურთიერთობამდე ღვინის მიღებას სასურველია, მოვერიდოთ. ალკოჰოლი ამცირებს შეხების დროს მგრძნობელობას. თან, ალბათ, თავადაც მშვენივრად იცით, რომ რამდენიმე ბოკალი ღვინის მიღების შემდეგ ერექციის მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში