Attacus Atlas
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პეპელაა. მისი ფრთების გაშლა 24 სანტიმეტრს შეადგენს. მისი მუხლუხო არა მხოლოდ თავის წილს, არამედ პეპლის წილსაც მიირთმევს, ვინაიდან პეპელას პირის აპარატი საერთოდ არ აქვს განვითარებული.
Acraga Coa
ცენტრალური ამერიკის ტროპიკული ტყეების წარმომადგენელია. ის 20 მმ-ის სიგრძის პატარა ბუსუსებიანი ჩრჩილია. მის მუხლუხოს უჩვეულო გარეგნობის გამო „მარმელადისას“ ანდა „მარგალიტისას“ ეძახიან. მის ზურგზე „მძივები“ ადვილად ტყდება, მაგრამ მწერს ზიანი არ ადგება. ისინი თავდაცვის საშუალებებს წარმოადგენენ, ისევე როგორც ხვლიკისთვის კუდი.
Polyura Sempronius
ავსტრალიური პეპელა უცნაური მეტსახელით - „კუდიანი იმპერატორი“. პეპელა საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება, აი, მუხლუხო კი უნიკალურია - ქიტინის „რქების“ სრული ნაკრებით.
Pipevine Swallowtail
ჩრდილოამერიკული პეპლის შავ-წითელი რქიანი მუხლუხო საკმაოდ დემონური გარეგნობისაა. ამის მიუხედავად, ის სრულიად უწყინარია.
Hubbrad's Small Silkmoth
მართალია, ამ ფარვანას პატარა ჰქვია, მაგრამ საკმაოდ დიდია - ფრთების გაშლა 7 სანტიმეტრს აღწევს. მისი მუხლუხო, პეპლის მსგავსად, ღამითაა აქტიური. ამ დროს ის მტაცებლებისთვის ნაკლებად შესამჩნევია.
Blue Morpho
კიდევ ერთი ცენტრალურ ამერიკული პეპელა. ამ სახეობის პეპლების მუხლუხოები კანიბალიზმში არიან შემჩნეულები. მცენარეებიდანაც საკვებად შხამიანსა და ტოქსიკურებს არჩევენ და ორგანიზმში იგროვებენ. ამის გამო, მას მტაცებლები არ ეკარებიან.
Flannel Moth
„ფლანელის“ ფარვანა. ის თავის სახელს ამართლებს - რბილი და ფაფუკია. მისი მუხლუხოებიც არ ჩამოუვარდებიან. მაგრამ მათზე ხელის გადასმას ნუ იჩქარებთ - მუხლუხოს ბუსუსები ბასრ და შხამიან ნესტარს მალავს. შხამი სასიკვდილო არაა, მაგრამ თავის ტკივილი და სიცხე გარანტირებულია.
Cerura Vinula
დიდი ღამის პეპელაა. თუკი მის მუხლუხოს გავაღიზიანებთ, ის მრისხანე პოზას მიიღებს, ზეზე წამოიმართება, სურნელოვან ძაფებს უკან გადაწევს და შემწუხებელს მწვავე სითხეს მიაფრქვევს.
Isa Textula
ამ ფარვანას მუხლუხოები ფოთოლზე ზიგზაგისებურ კვალს ტოვებს. მტაცებლებისგან თავს სხეულის ნაპირებში არსებული წვეტიანი ბუსუსებით იცავს.
Isochaetes Beutenmuelleri
საკმაოდ ჩვეულებრივი ფარვანაა,მაგრამ მისი მუხლუხო ნამდვილ საგანძურს მიაგავს. არადა მისი დათვალიერება მანძილზე სჯობს - მის სხეულზე არსებული შხამიანი ბუსუსები კანის გაღიზიანებას იწვევს.