ქალი, რომელმაც მერილინ მონრომდე მონუსხა მსოფლიო!

ქალი, რომელმაც მერილინ მონრომდე მონუსხა მსოფლიო!

საკნატუნო ამბები

12 ივნისი 17:00, 2018 წელი

ეს ბეტი ბროსმერია (Betty Brosmer) - 40-50-იანი წლების ვარსკვლავი, უნაკლო ფიგურით. ის პინ-აპ-გოგონების სახე იყო. მან სილამაზის 50-ზე მეტ კონკურსში გაიმარჯვა. მისი ფოტო 300-ზე მეტი ჟურნალის გარეკანს, 100-ზე მეტ კალენდარს და უამრავ სარეკლამო დაფას ამშვენებდა. ის თავის დროზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გახლდათ.

   

  • ის ისეთი ვარსკვლავების წინამორბედი იყო, როგორებიც არიან მერილინ მონრო და ჯეინ მენსფილდი.

  • პარამეტრები: 38-18-36 (ინჩებში), სანტიმეტრებში: 96,52 - 45,72 - 91,44. „50-იანი წლების ყველაზე მოხდენილი ტანის“ წოდებას ატარებდა. ეს გასაკვირი არცაა - მკერდის დონეზე 48 და წელის დონეზე 45 სანტიმეტრი (ზოგ წყაროში 21 ინჩი = 53,34 სანტიმეტრს) - ეს ფენომენალური ტანია! შეუძლებელია 13 წლის ასაკში მისთვის ნეკნები ამოეღოთ.

  • ბეტი 1935 წლის 2 აგვისტოს დაიბადა.

  • 40-იანი წლების ბოლოს გამოვიდა ჟურნალი Sears & Roebuck, რომლის ყდაზეც ამერიკის მომავალი სექსსიმბოლო პირველად გამოჩნდა.

  • ამის შემდეგ სარეკლამო სააგენტო Conover-ის ოფისში, სადაც 13 წლის(!) ბეტი მუშაობდა, სარეკლამო პროსპექტებზე, პოსტერებსა და შესაფუთ მასალებზე უამრავი შეკვეთა მოვიდა - მთავარ პირობად კი მათზე ნორჩი ლამაზმანის გამოსახულება იყო.

  • ამჟამად მისი ფოტოებიანი ჟურნალების რიცხვი 150-ს აჭარბებს.

  • როგორც კი ბეტი 16 წლის გახდა, მას 50-იანი წლების ყველა პრესტიჟული ტიტული მაგნიტივით იზიდავდა: „მის ტელევიზია“, „მის ჯონს ბიჩი“, „მის სხეული“ და „მის ლურჯი თვალები“.

  • მან 50-ზე მეტი სილამაზის კონკურსში მოასწრო გამარჯვება. ერთ თვეს მისი ფოტო ერთბაშად რვა ეროვნული ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა! ის მსოფლიოში ჟურნალების ყდების უგვირგვინო დედოფალი გახდა. 

  • ბეტი ბროსმერი პირველი მოდელია, რომელსაც მის ყველა ფოტოზე უფლება ჰქონდა და ყოველი გამოქვეყნებული ფოტოდან პროცენტებს იღებდა.

  • მერილინ მონრო კომერციულ მოვლენად 1955 წლიდან იქცა. 1948 წლიდან ქალური სილამაზის ეტალონად ბეტი ითვლებოდა. პინ-აპის განვითარებაში მთავარი ფაქტორი სწორედ ის გახდა. მისმა მრავალწლიანმა წარმატებამ მაყურებელი მერილინ მონროს ვარსკვლავური სტარტისთვის მოამზადა.

  • იმ დროს ბეტის ფოტოები მამაკაცთა ყველაზე პრესტიჟული ჟურნალების ყდებზე ჩნდებოდა: „თანამედროვე მამაკაცი“, „კაბარე“ და „დღე და ღამე“.

  • 1961 წლის 24 აპრილს 26 წლის ბეტი ცნობილ კულტურისტსა და ბოდიბილდერს, ბოდიბილდინგის საერთაშორისო ასოციაციის თანადამაარსებელს, კონკურსების „მისტერ და მის ოლიმპიას“ დამაარსებელს ჯო ვეიდერს მიჰყვება ცოლად და მეუღლის გვარს იღებს. ამის შემდეგ ბევრმა ამერიკელმა სუპერმოდელმა შვებით ამოისუნთქა. ბეტი სამოდელო ბიზნესიდან წავიდა, რათა ჯო ვეიდერს სპორტული თეორიის პროპაგანდაში დახმარებოდა. ამიერიდან სპორტული ბიკინი მის სამუშაო სამოსად იქცა.

  • მისი ლეგენდარული ვიწრო წელი ქმრის გამოცემების მკითხველთა ყურადღებას იპყრობდა. მაშინ ეს მხოლოდ ორი ჟურნალი იყო: Muscle Builder Power და Mr. America (დღეს ეს მთელ პლანეტაზე ათობით გამოცემაა).

  • ადვილად ცნობადი ლამაზი სახე ძმები ვეიდერების ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებათა ემბლემად იქცა. ჯომ და ბეტიმ ერთად მთელი ცხოვრება გაიარეს. 1981 წელს მათ გამოსცეს წიგნი „ვეიდერების წიგნი ქალთა ბოდიბილდინგისთვის“. მეტის ამ თემაზე სვეტები დღემდე მიჰყავს.

  • როგორც იძახიან, სწორედ ბეტიმ ურჩია ქმარს ავსტრიელი ჩემპიონის - არნოლდ შვარცენეგერისთვის მიექცია ყურადღება. ამის შემდეგ „ტერმინატორი“ ვეიდერების სახლის მახლობლად დასახლდა. სწორედ ბეტიმ წაკრა ხელი არნოლდს კინოეკრანისკენ. 70-იან წლებში ბეტი და არნოლდი უძრავი ქონების გაყიდვით დაკავდნენ. Power Exerciser-ის დიდ გაყიდვებს არნოლდ შვარცენეგერ-ბეტი ვეიდერის სარეკლამო წყვილი განსაზღვრავდა.

  • 1998 წლის 11 ივნისი

  • ჟურნალების ყდები

  • ჯო და ბეტი, ქორწინების 45 წლისთავი. 

  • ჯო რეიდერი 2013 წელს გარდაიცვალა, ბეტი კი დღემდე ბრწყინვალედ გამოიყურება. 

  • შვარცენეგერი

  • ბუში-უფროსი და შვარცენეგერი

  • ბილ კლინტონი

  • კლინტ ისტვუდი

  • ბრუკ შილდსი

წყარო
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.