ზოდიაქოს ნიშნები ძველი ღმერთები რომ ყოფილიყვნენ

ზოდიაქოს ნიშნები ძველი ღმერთები რომ ყოფილიყვნენ

საკნატუნო ამბები

19 ივნისი 19:00, 2018 წელი

სწორედ ეს ჰქონდა წარმოდგენილი მიჩიგანელ ილუსტრატორსა და მუსიკოს ემილი პეტერმარკს, როცა ზოდიაქოს ნიშნების ამ ულამაზეს ილუსტრაციებს ქმნიდა. შემდეგ კი ისინი ჯგუფ The Accidentals-ის პრომო-პლაკატებად გამოიყენეს.

„The Accidentals-მა ამ პროექტის შესახებ 2017 წელს განმიცხადა და 12 პლაკატის დახატვა დამავალა, რომლებზეც ზოდიაქოს ნიშნები იქნებოდა გამოსახული. ჩვენ ყველაფერს ნულიდან ვქმნიდით. თითო ნახატზე ერთი თვე დამჭირდა. ძალიან საინტერესო სანახავია, როგორ იზრდებოდა ჩემი უნარები ყოველი შემდგომი პლაკატის შექმნისას“, - ჰყვება ემილი.

  • The Accidental-ის ტური 2017 წლის მაისში დაიწყო, ამიტომაც ემილის პირველი პლაკატი ტყუპები იყო.

     „იმ თვეს ჯგუფი დასავლეთით გაემგზავრა, ამიტომაც მე მუქი უდაბნოს თემატიკით დავიწყე. მე მსურდა ტყუპები ძალიან მძლავრები გამოჩენილიყვნენ, მეფურად დიდებულები, თავიანთი შემზარავი გვირგვინებით. მთავარია, რომ არც ერთი ქალი ამ სერიაში არ გამომიხატავს ღიად და სექსუალურად“.


  • კირჩხიბი

    „ამ თვეში The Accidental ფესტივალ Electric Forest-ზე უკრავდა. მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი EF-ზე, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ მომეწონა ნეონის უღრან ტყეში ნათება. ამიტომ ამ განცდის გადმოცემა ვცადე“.


  •  ლომი

    „ეს დიზაინიც The Accidental-ის ალბომის ნაწილად გამოვიყენეთ. ალბომს Odyssey ერქვა და ამიტომ მე მინდოდა ის მოგზაურობის დასაწყისის მსგავსი ყოფილიყო, ხოლო ლომი იქნებოდა ის გმირი, რომელიც რაღაც ახლის საძიებლად გაემგზავრა“.


  • ქალწული

    „ქალწული ქალიშვილად გამოიყურება, ამიტომ ის გაცილებით ახალგაზრდაა. თავიდან ძალიან მოკრძალებული იყო, მაგრამ შემდგომ ცოტა მეტი თავდაჯერებულობა შევმატე“.


  •  სასწორი

    „ეს პლაკატი ტრამპის არჩევის დღეს დავასრულე. არ მინდა, ილუსტრაცია პოლიტიკას დავუკავშირო, მაგრამ ეს ლედი-სამართალი შავკანიანია. ეს ჩემი შეგნებული არჩევანია“.


  •  მორიელი

    „თავიდანვე მსურდა, რომ რომელიმე ნიშანი ტატუებით ყოფილიყო. მორიელთან დაკავშირებული თანამედროვე ელემენტები პოლინეზიელთა ტრადიციულ ტატუებს დავუკავშირე“.


  •  მშვილდოსანი

    „სტანდარტებიდან გამოსვლა მსურდა, მაგრამ, როგორ გინდა, გამოსახო მშვილდოსანი მშვილდისა და ისრების გარეშე. მაშინ სხეულის მრავალფეროვნების გამოყენება გადავწყვიტე. ჩემთან მშვილდოსანი თავად მოიპოვებს თავის საკვებს და ეპიკურ ბრძოლებში მონაწილეობს“.


  • თხის რქა

    „ამ პროექტში სასიამოვნო ის იყო, რომ ზოდიაქოს ნიშნებზე უფრო მეტი შევიტყვე. მაგალითად, თხის რქა სინამდვილეში „ზღვის თხაა“, რომელიც ცოდნის, სიბრძნის, უბედურებისა და შემოქმედების შუმერული ღმერთისგან იღებს სათავეს“.


  • მერწყული

    „მე ოკეანის თემატიკაზე სამი პლაკატის გაკეთება არ მინდოდა, ამიტომაც მერწყული უდაბნოში მოვათავსე და ერთგვარი მითი შევქმენი ეგვიპტის ღმერთებსა და პირამიდებზე“.


  • თევზები

    „ზოგიერთ პლაკატზე პერსპექტივები და ზომები ავათამაშე, რათა ქალის სხეულები ერთდროულად ძლიერი და რბილი გამოსულიყო. ეს ილუსტრაცია ზღვის უძველეს ურჩხულებზე გვიამბობს“.


  • ვერძი

    „ეს ნიშანი ქალწულის ასაკოვანი ვერსია უნდა ყოფილიყო - მე უფრო ასაკოვანი ემოციების დახატვა მსურდა“.


  • კურო

    „ეს სურათი აქტივისტ ემა გონსალესით აღფრთოვანებულმა შევქმენი. მსურდა, რომ კუროს უფრო შთაგონებული და ძლიერი გამომეტყველება ჰქონოდა“.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?