ერთი ბრაზილიელი ქომაგისა და გაყიდული პიცერიის ისტორია (ვიდეო)

ერთი ბრაზილიელი ქომაგისა და გაყიდული პიცერიის ისტორია (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

22 ივნისი 19:00, 2018 წელი

კლოვის აკოსტა ფერნანდესი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდარული ქომაგია. ცხოვრების მანძილზე ის თავისი საყვარელი გუნდის კვალდაკვალ მსოფლიოს 60 ქვეყანას ესტუმრა და 150-მდე მატჩს დაესწრო. მან თავისი თვალით იხილა მსოფლიოს 6 ჩემპიონატი, სამხრეთ ამერიკის 6 თასის გათამაშება, კონფედერაციის 4 თასი და ოლიმპიადა...

კლოვისმა ფეხბურთისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სიყვარული მამისგან ისწავლა. როცა ის პატარა იყო, 1958 და 1962 წლებში მამამისი ეზოში ფოიერვერკებს უშვებდა და პელეს მეთაურობით ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებას ასე აღნიშნავდა.


1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ტელევიზიით ყურებისას მას იდეა გაუჩნდა: საყვარელი გუნდისთვის სტადიონის ტრიბუნიდან ექომაგა. მაგრამ მაშინ ბრაზილიას საშინაო ტურნირზე ოცნებაც არ შეეძლო. და კლოვისმაც გადაწყვიტა: თუ ტურნირი არ მიდის მასთან, თავად წასულიყო ჩემპიონატზე.


1990 წლამდე კლოვისი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა და მეუღლესთან ერთად ოთხ შვილს ზრდიდა. იტალიაში 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ფერნანდესი მიხვდა: ოცნების ასრულების დრო დადგა.


იტალიაში რომ წასულიყო, კლოვისმა თავისი პიცერია გაყიდა. მას ამ ფულის ნაწილით ცოლისთვის პიანინოს ყიდვა მოუწია. ინსტრუმენტზე დებორა დიდხანს ოცნებობდა და მხოლოდ ამ ხერხით დაიყოლია კლოვისმა ცოლი.


მიუხედავად იმისა, რომ იმ ჩემპიონატზე ბრაზილიამ მერვედფინალში არგენტინასთან წააგო და გამოვარდა, კლოვისი სახლში უკვე სხვა ადამიანად დაბრუნდა. მას მოგზაურობის ჟინი აწუხებდა. იმ დროისთვის შვილები უკვე წამოზრდილები იყვნენ და ამიტომაც კლოვისის ცოლი ქმრის გატაცებას გაგებით შეხვდა.


1994 წლის ჩემპიონატზე ფერნანდესმა თან ვაჟი ფრანკოც წაიყვანა, რომელიც თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. თავად გაუჩომ (ფერნანდესის მეტსახელი) კი პორტუგალიურის მეტი ენა არ იცის. მისი განცხადებით, ფეხბურთი ეს ურთიერთობის საერთაშორისო ენაა.


იმ ჩემპიონატზე ბრაზილიამ გაიმარჯვა, ხოლო ქომაგთა პატარა ჯგუფს, რომელსაც ფერნანდესი ედგა სათავეში, Gaucho da Copa უწოდეს. მალე გაუჩოს სპონსორები და მეცენატებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გაუჩოს მოგზაურობას აფინანსებდნენ.


წლევანდელ ჩემპიონატს ფერნანდესი არ დაესწრება. ის 9 წელი ებრძოდა თირკმლის კიბოს. ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც აგრძელებდა დაწყებულ საქმეს და საყვარელ გუნდს თან დაჰყვებოდა. ის ღიმილით ამხნევებდა ყველას და დადებით ემოციებს ჩუქნიდა.


ბოლო 30 წლის მანძილზე  ბრაზილიის ქომაგებს შორის პირველად აღარ იქნება მომღიმარი ულვაშა მოხუცი. მისი ქუდისა და სამკერდე ნიშნების შემხედვარე ხვდები, რომ ლეგენდარული გაუჩოს საქმე ჯერ კიდევ ცოცხალია.

  • კლოვის აკოსტა ფერნანდესი

  • კლოვის ფერნანდესი და მისი მეუღლე დებორა

  • ფეხბურთზე მეტად  კლოვის შვილების დაბადება ახარებდა
  • ლეგენდარული ქომაგის ქალიშვილები მარჯორი და კარინი

  • კლოვის ფერნანდესის ვაჟები მამას ყველგან თან ახლდნენ

  •  ფერნანდესი თავის შვილიშვილთან ერთად 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის გამანადგურებელი წაგების შემდეგ

  • ულვაშიანი გაუჩო თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებს ურიგებს

  • საყვარელი გუნდის გერმანიის ნაკრებთან წაგების შემდეგ კლოვისმა გერმანელ კოლეგას თასი ხელით დააჭერინა და უთხრა: "ხედავ რა ძნელი დასაჭერია? მაგრამ თქვენ იგი დაიმსახურეთ"

  • ფერნანდესი 9 წელი ებრძოდა კიბოს

  • 2015 წლის აგვისტოში ფერნანდესმა ქიმიოთერაპიის მორიგ კურსზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ოჯახთან ერთად გაეტარებინა.

  • კლოვის ფერნანდესის შვილიშვილები: ედუარდო, გაბრიელა, თეო, მანუელა, ფელიპე და ბენჟამინი

  • გუსტავო და ფრანკო 2018 წლის ჩემპიონატზე უკვე მამის გარეშე

წყარო
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

„კონფუცის წერტილი“ - განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი ჩვენს სხეულზე

ჩინელები ამბობენ, რომ „ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას 3 წერტილით მართავს: საჭმლის მონელება - „ჩინგისხანის წერტილი“, დროის მართვა - „ცზუ-სან-ლის წერტილი“ და გონების მართვა - „კონფუცის წერტილი“.