1. „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს სხეულში ელექტროდენი შემომიშვეს და ყოველი უჯრედი ყვიროდა: „ვაშა“.
2. „ჩანჩქერის შეგრძნება მეუფლება (და ეს არანაირად არ გულისხმობს ტუალეტის პრობლემას). თითქოს წნევა დამეწია და სიხარულმა დატბორა ნაკადი“.
3. „ეს არის მასშტაბური აფეთქება ჭიპის არეში, რომელიც ბირთვული ღრუბელივით ვრცელდება ქვევით“.
4. „ორგაზმს მაშინ განვიცდი, როდესაც პარტნიორი მოძრაობის ერთსა და იმავე სქემას ასრულებს. ვერ ვიღებ სიამოვნებას, თუკი ყველაფერი მუდმივად იცვლება. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს საშხაპიდან წყალი მესხმება“.
5. „ორგაზმის დროს არაფერზე ვფიქრობ! სხეულში პულსაცია ჩნდება, კუნთები იჭიმება და დუნდება. ეს ნამდვილი ნარკოტიკია“.
6. „სხეულში სითბოს ტალღა მეღვრება... ზოგჯერ ისე ხდება, რომ თითქმის მტკივა, მაგრამ მაინც მინდა, შემდეგ კი ორგაზმი მთლიანად შთამნთქავს“.
7. ჩემი სხეული იწყებს მოძრაობას. ამის მართვა არ შემიძლია, შემდეგ თითქოს სიამოვნების ვულკანი წარმოიქმნება ჩემში“.
8. „მთელი სხეული სექსუალური ენერგიით ივსება, ის ფეხის წვერებიდან თმის ღერებამდე გადის, შემდეგ ვდუნდები და ვერაფერს ვაკეთებ“.
9. „კუნთები იჭიმება, ხშირი სუნთქვა მეწყება. შემდეგ სხეულში გადის ტალღა, ხოლო კუნთები თითქოს უარს ამბობს მუშაობაზე“.
10. „საუკეთესო, რასაც ჩემი სხეული განიცდის: ჭიქის წყლით შევსება, სანამ წყალი ჭიქიდან გადმოსვლას არ დაიწყებს“.
11. „ფრენის წარმოუდგენელი შეგრძნება, როდესაც სხეული სრულიად კარგავს წონასწორობას და საწოლში ორთქლდება“.
12. „ორგაზმი არის სრული განტვირთვა სამსახურის შემდეგ. ჩემთვის ეს საუკეთესო საშუალებაა სტრესთან გასამკლავებლად“.