9 პროდუქტი, რომლებიც ბავშვებს არ უნდა აჭამოთ

9 პროდუქტი, რომლებიც ბავშვებს არ უნდა აჭამოთ

საკნატუნო ამბები

10 ივლისი 09:00, 2018 წელი

„ვჭამდი ბავშვობაში, მაგრამ კი გავიზარდე ჯანმრთელი“, - ფიქრობს მშობლების უმეტესობა, მაგრამ ეს არ გამოდგება არგუმენტად. გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს წესები და აკრძალვები, რომლებიც განსაკუთრებით მრავლადაა 3 წლამდე და მათ შესახებ, მშობლებმა, როგორც წესი, არ იციან.

წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვებს, მინიმუმ, 6 წლამდე არ უნდა მისცეთ. 


მაშ ასე:


1. 6 წლამდე ბავშვისთვის არ შეიძლება ცხიმიანი და შემწვარი ხორცის მიღება, ასევე, ნახევარფაბრიკატები. ძეხვი, სოსისი და მარილიანი ხორცი.
სრულიად საკმარისია მოუმზადოთ ფრინველის ხორცი ორთქლზე ან ღუმელში. თუკი კერძს ნაღებით ან ნატურალური, სახლში დამზადებული ტომატის სოუსით შეაზავებთ, ძალიან გემრიელი გამოგივათ. დაამატეთ მას ბოსტნეული, ოღონდ არა უმად. 



 


2. ნუ გადაამეტებთ მაღალი ცხიმის შემცველობის რძის პროდუქტებს, მოერიდეთ 3,6% და ზევით ცხიმიანობას. 2,5% ცხიმიანობა სრულიად საკმარისია. ზედმეტი ცხიმიანობა ჭარბ წონასა და კუჭის გაღიზიანებას იწვევს.



3. ცხარე სანელებლები და შებოლილი პროდუქტები აუცილებლად უნდა აუკრძალოთ 6 წლამდე ბავშვებს, რადგან ისინი აღიზიანებს ახალგაზრდა და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ კუჭს და იწვევს გულძმარვას, ტკივილსა და კიბოსაც კი. 



4. რაციონიდან გამორიცხეთ შაქრის შემცველი, გაზირებული სასმელები, ყავა და მსგავსი დასალევები. ხოლო წვენები, რძიანი კაკაო, ჩაი ან რძიანი კოქტეილები შეგიძლიათ შეიტანოთ რაციონში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს სასმელები არ არის საჭმელზე მისაყოლებელი. ისინი ბავშვებს საუზმეზე, სამხარზე ან ვახშმად ცალკე უნდა მიართვათ. გამოიჩინეთ სიფრთხილე ყველაზე სასარგებლო ტკბილ სასმელებთანაც კი. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კალორიები ისევე საზიანოა ბავშვის ორგანიზმისთვის, როგორც მოზრდილი ადამიანისთვის. 



5. სწრაფი კვება - ერთმნიშვნელოვნად უნდა აიკრძალოს! ამგვარი საკვების მავნებლობაზე ბევრს საუბრობენ, რადგან ბავშვის ორგანიზმი მგრძნობიარეა და თან ადვილად ეჩვევა ამგვარ საკვებს. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი სულ მალე ის სწრაფი კვების საჭმელებს ხშირად მოგთხოვთ. შედეგად კი თქვენს პატარას კუჭისა და ზედმეტი წონის პრობლემები შეექმნება.



6. აუკრძალეთ ჩიფსები, „სუხარიკები“ და სხვადასხვა სნეკები - ეს არ არის საკვები, უბრალოდ, სასუსნავია, რომელიც კუჭის გაღიზიანების პოტენციური წყაროა და ბავშვებში ხშირად ალერგიულ რეაქციას იწვევს.



7. უარი თქვით სანელებლებზე! ფიქრობთ, რომ მათი მიღებით ბავშვის ორგანიზმი არ დაზიანდება? გახსოვდეთ, რომ სანელებლები შეიცავს დიდი რაოდენობით გამაძლიერებლებს, რომლებიც ალერგიული რეაქციის წარმოქმნის რისკს ამაღლებს სხვადასხვა პროდუქტებზე. 



8. რაც შეეხება თაფლსა და თხილს - მათაც სიფრთხილით უნდა მიუდგეთ და თანდათანობით შეიტანოთ ბავშვის რაციონში, სასურველია 6 წლის შემდეგ, რათა შეამოწმოთ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგიული რეაქცია ამ პროდუქტებზე. რადგან, მაგალითად, თხილითა და ნუშით გამოწვეული ალერგია შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს.



9. ზღვის პროდუქტები - საკმაოდ სასარგებლო და აუცილებელია, მაგრამ მათშიც არსებობს ძლიერი ალერგენები, ამიტომ რაციონში სიფრთხილითა და თანდათანობით შეიტანეთ.



დაბოლოს, აუცილებლად აუხსენით თქვენს პატარას, რატომ არ უნდა ჭამოს ესა თუ ის პროდუქტი, რათა აკრძალვამ ინტერესი არ გაუძლიეროს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?