სილამაზე/ჯანმრთელობა

როდის უნდა მივიღოთ შხაპი - დილას თუ საღამოს?

fun time

12:00 ორშ. 30 აგვისტო, 2021 წელი

როდის უნდა მივიღოთ შხაპი?

14
დაკოპირებულია

რას ამბობენ ექსპერტები?!

✔️შხაპის მიღება დილით

დილის შხაპი, უპირველეს ყოვლისა, გაღვიძებაში გვეხმარება. ექიმების მტკიცებით, თუკი შხაპს დილაობით მივიღებთ, ამგვარად აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და უმჯობესდება ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, შხაპის მიღების დროს შეგვიძლია, თამამად დავგეგმოთ მთელი დღე.

✔️შხაპის მიღება საღამოს

შხაპის მიღება საღამოობით ძალიან მნიშვნელოვანია და ამის იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
დღის მანძილზე ქალაქში გვიწევს გადაადგილება, ხან ფეხით, ხან ტრანსპორტით. მტვერი, ალერგია და ქალაქის დანარჩენი „სიკეთეები“, პირველ რიგში, კანზე აისახება და ჯანმრთელობას ვნებს. თუ ამას საცხებს, ლოსიონებსა და სხვადასხვა ზეთებს დავუმატებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა ემართება კანს დღის ბოლოს. ამიტომ ექიმების რჩევა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ შხაპი საღამოსაც მივიღოთ.

თანაც, თუკი დილის შხაპი გაღვიძებაში გვეხმარება, საღამოს შხაპი ძილს აუმჯობესებს. თუმცა, ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ ძილის წინ შხაპის მიღებით ფხიზლდებიან და დაძინება უჭირთ. ეს მითია. ძილის წინ წყლის გადავლება მშვიდ და ტკბილ ძილს ნამდვილად უზრუნველყოფს.

ასე რომ, როდის უნდა მიიღოთ შხაპი, დილას თუ საღამოს, თავად უნდა გადაწყვიტოთ, საკუთარი ცხოვრების წესიდან და გრაფიკიდან გამომდინარე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო...

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარ...

რა მოხდება, თუ მარილის
მიღებაზე უარს იტყვით?

რომელი ხიზილალაა უფრო სასარგებლო?

ხიზილალას სასარგებლო
თვისებები

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მო...

ფეხშიშველი სიარული

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს

მარტივი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახ...

მარტივი ჩვევა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს