ორი კვერცხი და გრეიპფრუტი - დიეტა, რომლითაც ნებისმიერი დაიკლებს წონაში

საკნატუნო ამბები

26 ივლისი 09:00, 2018 წელი

თუკი კვერცხი გიყვართ და ალერგია არ გაწუხებთ, სცადეთ კვერცხისა და გრეიპფრუტის დიეტა, რომლის დახმარებითაც თვეში 5-დან 25 კილომდე დაიკლებთ. გაითვალისწინეთ, რომ დიეტის შედეგი დამოკიდებულია საწყის წონაზე. 

კვერცხისა და გრეიპფრუტის დიეტის ეფექტიანობა


პირველ რიგში, კვერცხი ამდიდრებს ორგანიზმს ცილებით, რომელთა მონელებაც ადვილია და დიდი ხნით გვანაყრებს. მეორე: დღევანდელ მენიუში წარმოგიდგენთ ოთხკვირიან რაციონს და მისი გაკონტროლება გაგიადვილდებათ. გაიკარით მენიუ მაცივარზე ან ნებისმიერ სასურველ ადგილას. თვალი ადევნეთ ინსტრუქციას. მოინიშნეთ, რა გეჭმევათ და რომელი პროდუქტის მიღებისგან უნდა შეიკავოთ თავი. და მესამე, მარტივი ნახშირწყლები, ტკბილეული, ცხიმიანი და ცხარე კერძები დაივიწყეთ!


მიუხედავად იმისა, რომ ამ დიეტას „კვერცხისა და გრეიპფრუტის დიეტა“ ჰქვია, არ იფიქროთ, რომ მთელი კვირა მხოლოდ ამ ორი პროდუქტის ჭამა მოგიწევთ. მენიუ გამდიდრებულია თევზით, ქათმით, ძროხის ხორცით, ბოსტნეულითა და ხილით.


დიეტის 1-ლი კვირა:



დიეტის პირველ კვირას საუზმე ყოველდღე ერთი და იგივეა: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და ნახევარი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.


ორშაბათი


სადილი: ნებისმიერი ხილი ნებისმიერი რაოდენობით. აქ გაითვალისწინეთ, რომ უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი სახეობის ხილი. მაგალითად, მხოლოდ ვაშლი, მხოლოდ მსხალი ან მხოლოდ ფორთოხალი. ხილის ასორტი დაუშვებელია!


ვახშამი: უცხიმო ხორცი, მოხარშული ან გრილზე მომზადებული.


სამშაბათი


სადილი: კანგაცლილი მოხარშული ან გრილზე მომზადებული ქათმის ხორცი.


ვახშამი: კიტრი-პომიდვრის სალათი, ბულგარული წიწაკით. ამას დამატებული, სტაფილო, ორი ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი ტოსტი (უცხიმოდ). კიდევ ერთი გრეიპფრუტი ან ფორთოხალი. 


 


ოთხშაბათი


სადილი: უცხიმო ნაკლებმარილიანი ყველი. 1 ნაჭერი ტოსტი და 1 ცალი პომიდორი.


ვახშამი:  მოხარშული ან გრილზე მომზადებული უცხიმო ხორცი.


 


ხუთშაბათი


სადილი: ნებისმიერი ხილი, ნებისმიერი რაოდენობით.


ვახშამი: უცხიმო ხორცი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული) და სალათის ფურცლები.


 


პარასკევი


სადილი: ნებისმიერი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (რეკომენდებულია სტაფილო, ბროკოლი ან ყაბაყი) და ერთი ცალი მოხარშული კვერცხი.


ვახშამი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული თევზი, სალათის ფურცლები, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.


შაბათი


სადილი: ნებისმიერი ხილი ნებისმიერი რაოდენობით.


ვახშამი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული ხორცი და სალათის ფურცლები.


კვირა


სადილი:  ნებისმიერი ხილი ნებისმიერი რაოდენობით.


ვახშამი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული ხორცი და სალათის ფურცლები.



შაბათ-კვირის მენიუ, როგორც ხედავთ, ერთნაირია.


დიეტის მეორე კვირა 


საუზმე, პირველი კვირის მსგავსად, დიეტის ყოველ დღეს ერთი და იგივეა: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და ნახევარი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.


ორშაბათი


სადილი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული ხორცი და სალათის ფურცლები.


ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები და გრეიპფრუტი.


სამშაბათი


გაიმეორეთ ორშაბათის მენიუ


სადილი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული ხორცი და სალათის ფურცლები.


ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები და გრეიპფრუტი. 



ოთხშაბათი


სადილი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული ხორცი. კიტრი მარილისა და სანელებლების გარეშე.


ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და გრეიპფრუტი.


ხუთშაბათი


სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი + მოხარშული ბოსტნეული და უცხიმო ხაჭო.


ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი.


პარასკევი


სადილი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული ხორცი + 2 ცალი პომიდორი.


ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი.


შაბათი


სადილი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული ხორცი. 2 ცალი პომიდორი და გრეიპფრუტი.


ვახშამი: ხილის სალათი (ვაშლი, მსხალი ან კივი).


კვირა


სადილი: კანგაცლილი მოხარშული ქათმის ხორცი + ბოსტნეული (მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული) + 1 ცალი გრეიპფრუტი.


ვახშამი: მიირთვით იგივე მენიუ, რაც სადილად გქონდათ.


დიეტის მესამე კვირა
შეგიძლიათ, მიირთვათ ყველა დაშვებული პროდუქტი ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ დროს.



 


ორშაბათი: ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა).


სამშაბათი: ნებისმიერი ბოსტნეული (კარტოფილის გარდა) - მიირთვით უმად, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.


ოთხშაბათი: ხილი+ბოსტნეული.


ხუთშაბათი: თევზი (ორთქლზე ან გრილზე მომზადებული)+კომბოსტო (თეთრთავიანი, ბროკოლი ან ბრიუსელის კომბოსტო).


პარასკევი: გრილზე ან ორთქლზე მომზადებული ქათმის ხორცი და ასევე, ორთქლზე ან გრილზე მომზადებული ბოსტნეული.


შაბათი: ერთი სახეობის ხილი.


კვირა: ერთი სახეობის ხილი, ოღონდ შაბათი დღეს მიღებული ხილის სახეობიდან განასხვავეთ.



დიეტის მეოთხე კვირა


დიეტის ბოლო კვირას მნიშნველოვანია ულუფების გაკონტროლება: დაშვებული პროდუქტები მიიღეთ დღის ნებისმიერ დროს, მთავარია - არ ჭამოთ ძალიან ბევრი რაოდენობით. 


ორშაბათი


4 ნაჭერი (თითო - 0,75 გრ) გრილზე მომზადებული ძროხის ხორცი ან 1/4 მოხარშული ქათმის ხორცი (კანგაცლილი). 1 ქილა კონსერვირებული თინუსი თავისავე წვენით, 4 ცალი კიტრი, 3 ცალი პომიდორი, 1 ნაჭერი გახუხული პური და 1 ცალი გრეიპფრუტი.


 სამშაბათი


მოხარშული ძროხის ხორცი - 300 გრ; 4 ცალი კიტრი, 1 ნაჭერი გახუხული პური, 1 ცალი გრეიპფრუტი, 1 ცალი ვაშლი ან მსხალი.


ოთხშაბათი


მოხარშული ბოსტნეული - 300 გრ, 2 ცალი კიტრი, 2 ცალი პომიდორი, 1 ს/კ ხაჭო, 1 ნაჭერი გახუხული პური და 1 ცალი გრეიპფრუტი.


ხუთშაბათი


მოხარშული ქათამი (კანგაცლილი) - 300 გრ, 3 ცალი პომიდორი, 1 ცალი კიტრი, 1 ს/კ ხაჭო, 1 ნაჭერი გახუხული პური და 1 ცალი გრეიპფრუტი ან ფორთოხალი. 


პარასკევი


3 ცალი პომიდორი, 10 ცალი სალათის ფურცელი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ცალი გრეიპფრუტი.


 შაბათი


მოხარშული ქათმის მკერდი, 1 ნაჭერი გახუხული პური, 2 ცალი კიტრი, 2 ცალი პომიდორი, 120 გრ ხაჭო, 1 ცალი გრეიპფრუტი და 1 ჭიქა კეფირი.


 


კვირა


1 ქილა კონსერვირებული თინუსი, თავისავე წვენით, 20 გრ მოხარშული ბოსტნეული, 2 ცალი კიტრი, 2 ცალი პომიდოტი, 1 ს/კ ხაჭო, 1 ნაჭერი გახუხული პური და 1 ცალი გრეიპფრუტი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?