რატომ აახლოებს სექსი? სპეციალისტებმა 4 მიზეზი დაასახელეს

საკნატუნო ამბები

6 აგვისტო 23:00, 2018 წელი

ახლა ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ სექსი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილად გვაახლოებს პარტნიორთან ინტიმური კავშირი? როგორ? მოდით, მოვუსმინოთ მეცნიერებს...

 

ოქსიტოცინი


როგორც ცნობილია, ოქსიტოცინი ამცირებს სტრესის დონეს და გვანიჭებს უსაფრთხოების განცდას. ასევე, ოქსიტოცინი დაკავშირებულია სიყვარულთან, სექსუალურ გატაცებებთან და პარტნიორთან ურთიერთობის გამყარების სურვილთან. სექსუალური აქტივობა და ორგაზმი ოქსიტოცინის გამომუშავებას მნიშვნელოვნად ზრდის როგორც კაცებში, ისე ქალებში, რაც ხელს უწყობს მჭიდრო ემოციურ ურთიერთობას წყვილში. 


საუბრები სექსის შემდეგ


ამგვარი დიალოგები ტყუილად არ ასოცირდება სასიამოვნო ურთიერთობასა და სიახლოვესთან. საინტერესოა, რომ ქალი ორგაზმის მიღების შემდეგ უფრო მოწადინებულია ამგვარი საუბრებისთვის, ვიდრე კაცები ან ის ქალები, რომლებიც ორგაზმს ვერ განიცდიან. გარდა ამისა, ქალები ყოველთვის გულწრფელები არიან სექსის შემდეგ კაცებთან დიალოგში. რა თქმა უნდა, სექსუალური აქტი არ ზრდის ნდობას, მაგრამ პარტნიორებს შეუძლიათ, ერთმანეთს საიდუმლოებები გაუზიარონ ან ისეთ ამბავს მოუყვნენ, რომელსაც ჩვეულებრივი საუბრის დროს საიდუმლოდ დაიტოვებდნენ. 


 


ხანგრძლივი სიამოვნება


ამ საინტერესო ტერმინით მკვლევარები მოიხსენიებენ სექსუალურ დაკმაყოფილებას, რომელიც სექსუალური აქტიდან გარკვეული დროის განმავლობაში არ ნელდება. უფრო მეტიც, ეს შეგრძნება, შესაძლოა, ორი დღეც გაგყვეთ. და, რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი სიამოვნება პარტნიორებს ერთმანეთთან უფრო აახლოებს, თან - ღალატის რისკს ამცირებს. 


ტვინის ერთი და იგივე ნაწილის აქტივობა


როდესაც შეყვარებული ხართ და ვინმესთან სექსუალური კავშირის ძლიერი სურვილი გაქვთ, ორივე შემთხვევაში ადამიანის ტვინის ერთი და იგივე ნაწილი აქტიურდება: თალამუსი და ჰიპოკამპი. ასევე, ადამიანის ტვინის ეს ორივე ნაწილი აქტიურდება მაშინაც, როდესაც ჯერ უცნობი ადამიანის ეროტიკულ ფოტოს შეხედავთ, ხოლო შემდეგ თქვენთვის სასურველი ადამიანის არა ეროტიკულ, არამედ ჩვეულებრივ ფოტოს ნახავთ. გამოდის, რომ გრძნობასა და სექსუალურ სურვილზე თავის ტვინის ერთი და იგივე ნაწილი აქტიურდება. კიდევ გეპარებათ ეჭვი, რომ სექსი აახლოებს ადამიანებს?


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?