მაშ ასე, გაინტერესებთ რატომ ვერ იკლებთ წონაში?
უარს ამბობთ რძის პროდუქტების მიღებაზე
მაკმასტერის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქალები, რომლებიც დღეში სამიდან შვიდ პორციამდე რძის პროდუქტს იღებენ, საბოლოოდ, უფრო სწრაფად და ადვილად წვავენ ცხიმებს და ამაგრებენ კუნთებს. იოგურტი, ხაჭო, კეფირი და მსგავსი რძის პროდუქტები თქვენს რაციონში ყოველდღიურად უნდა შევიდეს - რა თქმა უნდა, თუკი სერიოზულად ზრუნავთ საკუთარ ფიგურაზე.
თქვენს საძინებელში ძალიან თბილა
რაც უფრო გრილი ტემპერატურაა საძინებელში, მით უფრო კარგად მუშაობს მეტაბოლიზმი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ღამით უნდა გაიყინოთ, მაგრამ 18 გრადუსი იდეალური ვარიანტია. სწორედ ასეთ ტემპერატურაზე თქვენი თეთრი ცხიმი აქტიურად გარდაიქმნება მუქ ცხიმად, რასაც უკვე თქვენი ორგანიზმი აქტიურად გამოიყენებს ენერგიის მისაღებად.
უარს ამბობთ ნახშირწყლებზე
კიდევ ერთი ცუდი იდეა - რაციონიდან ნახშირწყლების ამოღებაა. სინამდვილეში, რთული ნახშირწყლები აუცილებელია ორგანიზმისთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში, სხეული ვერ მიიღებს საკმარის ენერგიას ვარჯიშის დროს. ვარჯიშის შემდეგ კი ნაკლები კალორია დაიწვება. ამიტომ, აკონტროლეთ საკუთარი რაციონი და შეეცადეთ, დღეში ერთხელ მაინც მიიღოთ ისეთი პროდუქტი (თუნდაც, ძალიან მცირე რაოდენობით), რომელიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავს.
სადილში ზღვის მარილს ამატებთ
ან მოიხმართ კულინარიულ მარილს იოდის შემცველობის გარეშე. სხვათა შორის, იოდი ის მიკროელემენტია, რომელზეც დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა. იოდი, ასევე, აკონტროლებს მეტაბოლიზმის შესაძლებლობებს. საკმარისი რაოდენობით იოდის მიღების ყველაზე მარტივი შესაძლებლობაა - ისარგებლოთ იოდიზირებული მარილით ან მიირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია იოდით: ზღვის კომბოსტო, კვერცხი, კრევეტები და ვირთევზა.
ძალიან გვიან იღვიძებთ
მზის სხივი - აუცილებელი პირობაა სწრაფი მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლის ჯანსაღი მუშაობისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა დილის სინათლე. კვლევები ერთმნიშნვნელოვნად ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც დილის საათებში ქუჩაში დიდ დროს ატარებენ, სხეულის მასის უფრო დაბალი ინდექსი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დილის საათებს სახლში ატარებს. დღის განმავლობაში მზის სხივების ქვეშ გატარებული ნახევარი საათი - აუცილებელი ყოველდღიური მინიმუმია მათთვის, ვინც ნამდვილად ზრუნავს საკუთარ ჯანრმთელობაზე.