1. როდესაც პარტნიორი ორგაზმის შემდეგ გარბის
სექსი არ არის მარათონი. გასაგებია, რომ ვიღაც შეიძლება ფინიშამდე პირველი მივიდეს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ სექსის შემდეგ დაუყოვნებლივ დაემშვიდობოთ პარტნიორს ან დაიძინოთ. მოეფერეთ მას, შემდეგ კი ახალი ძალებით ჩაებით „ბრძოლაში". პროცესის დაშლა და მხოლოდ საკუთარი სიამოვნების მიღება - ეს არა მხოლოდ ეგოისტობა, არამედ, უხეშობაა.
2. როდესაც პარტნიორი ორალურ სექსს გაიძულებთ
არ არსებობს კანონი, რომელიც პირში რამის ჩადებას გაიძულებთ, მაგრამ არსებობს უსიტყვო წესი: სექსში უნდა მიიღო და გასცე, თანაც სიხარულით. თუკი პარტნიორს არ სურს მინეტის ან კუნილინგუსის გაკეთება, იმიტომ რომ „ეს გენიტალიები რაღაცნაირია", მაშინ თვითონაც ნუ ექნება ორალური სექსის იმედი.
3. როდესაც პარტნიორი უარს ამბობს პრეზერვატივის მოხმარებაზე
გჯერათ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია. იცით, რომ პრეზერვატივის გარეშე სექსი უფრო სასიამოვნოა, მაგრამ ისიც მუდმივად გახსოვთ, რომ დაავადების შანსი დიდია ან შესაძლოა, მოულოდნელად მშობლები გახდეთ. ამიტომ თუკი დისკუსია დაგიწყოთ ამ თემაზე, გირჩევთ, მიანიშნოთ გზა კარებისკენ.
4. როდესაც არასაჭირო გრძნობები წარმოიშვება
რამდენიც გინდათ ამტკიცოთ, რომ „ეს უბრალოდ სექსია", ყველაზე პრაგმატულ ადამიანსაც კი ორგაზმის შემდეგ სიყვარულის მსგავსი გრძნობა დაეუფლება. საბოლოოდ, ურთიერთობა, რომლის მიზანი თავიდან სასიამოვნო გართობა იყო, რთულ და მტკივნეულ საკითხად გადაიქცევა. გამაღიზიანებელია, არა?
5. როდესაც პარტნიორი არ იცინის
ადამიანის სხეული უამრავ აბსურდულ ხმას გამოსცემს და ამაში საშინელება არაფერია. ხოლო, აი, თუკი ვინმეს არ შეუძლია ამგვარი ბუნებრივი მომენტები ნორმალურად აღიქვას, ეს უკვე გვძაბავს. არადა, ერთობლივი სიცილი და გართობა ადამიანებს აერთიანებს, ადუნებს და ახალი ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს.
6. როდესაც პარტნიორი ორგაზმს იმიტირებს
ჯერ ერთი, ყალბი ორგაზმის არავის სჯერა. ეს არ არის საოპერო არიის შესრულება. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ძალიან გულუბრყვილო ადამიანი ხართ, რომელიც იაფფასიანი სპექტაკლით კმაყოფილდება. და მეორე, ყველაზე ნიჭიერი იმიტაციაც კი საბოლოოდ მაინც გამოვლინდება, რომ ტყუილი და ფარსია.
7. როდესაც პარტნიორი არ ზრუნავს ჰიგიენაზე
ნუ იქნებით ოფლიანი სექსის წინ (მაინცდამაინც ვარჯიშის შემდეგ სპონტანურად თუ არ მოგაწვათ ვნებები). ბევრს ავიწყდება ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დაბანა აუცილებელია, განსაკუთრებით, თუკი თქვენს სხეულს უნდა შეეხოს ადამიანი, რომელიც ძალიან მოგწონთ.
8. როდესაც პარტნიორი პორნოში ნანახ შეცდომებს იმეორებს
არა, ეს პოზები, სინამდვილეში, მოუხერხებელია. არც წყვილები ხურდებიან უკანალზე ხელის წამორტყმით, თითზე დაფურთხებაც არ არის საკმარისი ღრმა და წარმატებული შეღწევისთვის. ისინი, ვისაც პორნოფილმებში ნანახი ამ მითების სჯერა, პარტნიორის გაოცებას იწვევენ: ნუთუ ისინი უყურებდნენ მხოლოდ პორნო-ფილმს და არასდროს ჰქონიათ სექსი?
9. როდესაც პარტნიორი „შემთხვევით" აკეთებს იმას, რაზეც არ შეთანხმებულხართ
შემთხვევით არავინ გადადის ანალურ სექსზე ან ბდსმ სესიაზე. არსებობს პოზები, რომლებზეც პარტნიორები წინასწარ თანხმდებიან. ამიტომ, ამ „შემთხვევითობებს" გამართლება არ აქვთ.
10. როდესაც პარტნიორს არ ესმის და ვერ ხედავს
კარგი საყვარელი ცდილობს, გაიგოს, რა მოგწონთ. ცუდი პარტნიორი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს პროცესი, თქვენი სიტყვებისა და სახის უკმაყოფილო გამომეტყველების მიუხედავად.
პარტნიორის სურვილების მიმართ უყურადღებობა ყველაზე რომანტიკულ შეხვედრასაც კი ჩაშლის.
ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პუნქტი ჩამონათვალში?
მაშინ დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში.