ამბობენ, რომ ქერები ქარაფშუტები არიან - როგორ ფიქრობთ, ეს მითია თუ რეალობა?

ამბობენ, რომ ქერები ქარაფშუტები არიან - როგორ ფიქრობთ, ეს მითია თუ რეალობა?

საკნატუნო ამბები

6 სექტემბერი 14:00, 2018 წელი

მოდით, ერთად გავარკვიოთ, საიდან იღებს სათავეს ქერა ქალების შესახებ გავრცელებული ანეკდოტები და ზოგადად, მათი „ქარაფშუტა იმიჯი“...

ქერებზე ანეკდოტების პირველწყაროს მოძიება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.


ფსიქოლოგებისთვის დღემდე გამოცანად რჩება, საიდან იღებს სათავეს ხუმრობები ქერათმიანებზე.
საქმე ისაა, რომ ქვეცნობიერის დონეზე ჩვენში ღია ფერი სიბრძნესთან, სიწმინდესთან და სისუფთავესთან ასოცირდება - მაგალითად, გავიხსენოთ ოქროსკულულა და ცისფერთვალა ანგელოზები...


აი, რაც შეეხება ახალგაზრდა ქერა გოგონებს, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ხშირად ქერები ბევრად მტკიცენი და თავდაჯერებულნი არიან, ვიდრე მათი მუქთმიანი და წითური დები.


მიიჩნევა, რომ მითი ქერების ქარაფშუტობის შესახებ მოდის ცნობილი ნაწარმოებიდან  - „ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს“. ალბათ, გახსოვთ ამ წიგნის ყველაზე პოპულარული ეკრანიზაცია მერილინ მონროს მონაწილეობით. თუმცა ლორელი ლი ნამდვილად არ არის სულელი, ის გონიერი უფროა, ვიდრე ქარაფშუტა, მაგრამ მისი ოცნება, გარეგნობის ხარჯზე მოიწყოს იოლი ცხოვრება, სულ სხვა იმიჯს სძენს მას... მოკლედ, ამ ფილმის შემდეგ ქარაფშუტა ქერას სახე ლამის საკულტოდ იქცა.



სამაგიეროდ, ახლა ინგრევა ეს სტერეოტიპი. მართალია, ძალიან ნელა, მაგრამ დამაჯერებლად.
ქერები ხდებიან წარმატებული მსახიობები, მართავენ უზარმაზარ კორპორაციებს და სახელმწიფოებსაც კი, წერენ ბესტსელერებს და ამტკიცებენ, რომ იყო ქერა და, ამასთანავე, ჭკვიანიც, სავსებით შესაძლებელია. ყველაზე ცნობილი ნატურალური ქერები არიან: ანგელა მერკელი, შერონ სტოუნი, ჰილარი კლინტონი, დალია გრიბაუსკაიტე, ანა გავალდა, ჯოან როულინგი, მერი ქეი, ჯოდი ფოსტერი და მადონა.


თუკი ადრე ყველაზე ცნობილი ქერათმიანი ლამაზმანი მერილინ მონროს პერსონაჟი იყო, დღეს მათ შორის უდავოდ დეინერის ტარგარიენი ლიდერობს, იგივე დეინერის ქარიშხალშობილი ტარგარიენების სახლიდან, ანდალთა, როინართა და პირველყოფილთა დედოფალი, დიდი ბალახის ზღვის კჰალისი, დაუწველი, ბორკილების მმუსვრელი და დრაკონების დედა. ყველა მნიშვნელობით დიდებული ქალი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია თქვენი სტერეოტიპული შეხედულებები ქერებზე.

NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?