იდეები, რომლებიც საქართველოშიც არ გვაწყენდა!

საკნატუნო ამბები

6 ოქტომბერი 13:00, 2018 წელი

ევროპის ქვეყნებში ბევრი ისეთი რამ აქვთ პრაქტიკაში, რასაც ქვეყნისთვისაც მოაქვს სარგებელი და ხალხისთვისაც.... რაც მთავარია, არც დიდ ფინანსებს მოითხოვს და არც მასშტაბურ ძალისხმევას... 

1. ჯარიმების სისტემა



ფინეთსა და შვედეთში ჯარიმის რაოდენობა პირდაპირაა დამოკიდებული კანონდამრღვევის შემოსავალზე. შესაბამისად, საშუალოსტატისტიკური მოსამსახურე მინიმალური ხელფასით გაცილებით ნაკლებს იხდის, ვიდრე ბიზნესმენი. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი არსებობს ასეთი ცნება: „ყოველდღიური ჯარიმა“. დღეების რაოდენობა კი განისაზღვრება დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე. თანხა გამოიანგარიშება დამრღვევის ერთი დღის შემოსავლიდან.


2. პატიმრობის ვადის შემცირება



მართალია, ბრაზილია ევროპაში არ არის, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ საინტერესო სისტემა მოიფიქრა, რომელიც პატიმრებს წიგნების კითხვისკენ წაახალისებს. თითოეულ წაკითხულ წიგნზე (პატიმარმა წიგნის მიმოხილვაც უნდა გააკეთოს) პატიმრობის ვადას 4 დღე აკლდება, მაგრამ არაუმეტეს 48 დღისა წელიწადში. ასე ბრაზილიის ხელისუფლება პატიმრებს ეხმარება, განათლებაც მიიღონ და სიმშვიდეც შეინარჩუნონ. სპეციალისტების აზრით, კითხვის მოყვარული ადამიანი ნაკლებადაა მიდრეკილი კანონდარღვევისკენ, განსხვავებით მათგან, ვისაც წიგნები არ უყვართ. უნდა ითქვას, რომ სისტემა ნამდვილად მუშაობს. სტატისტიკის თანახმად, საპატიმროებში დანაშაულების რაოდენობა 30%-ით შემცირდა.


3. „კარგი“ მძღოლების წახალისება



შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ყოველწლიურად იმართება ლატარია, $3000-იანი საპრიზო ფონდით, „კარგი“ მძღოლებისთვის. საპრიზო ფონდი კი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გადახდილი ჯარიმებიდან ივსება. ლატარიის მონაწილეები ავტომატურად ხდებიან ისინი, ვინც მთელი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად იცავდა საგზაო მოძრაობის წესებს და არცერთხელ არ დაჯარიმებულა. რამდენიმე ათეული მძღოლი, რომლებიც კენჭისყრის შედეგად გამოვლინდებიან, ჯილდოდ ჩეკს იღებენ.


 


4. ყუთი ახალშობილებისთვის



ფინეთის ხელისუფლება საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებულ ყველა ახალშობილს თანაბარი სასტარტო პირობები შეუქმნას. ამიტომაც ნებისმიერი ქალი, სამშობიაროდან გაწერისას საჩუქრად იღებს Maternity Box-ს. ეს არის საკმაოდ მოზრდილი და ნათელი ყუთი, რომელშიც დევს ლეიბი, ლოგინის თეთრეული, საძილე ტომარა საბავშვო ეტლისთვის, საფენები, წინდები, რამდენიმე ბოდე, თბილი კომბინეზონი, სათამაშოები, ჭურჭელი და სხვა აუცილებელი წვრილმანი პატარასთვის. ყუთის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს დედის ოჯახური მდგომარეობიდან და ოჯახის კეთილდღეობიდან გამომდინარე. ჰო, მართლა, თავად ამ ყუთის საწოლად გამოყენებაც შეიძლება, ის სრულიად შეესაბამება ჩვილის ზომებს.



5. საახალწლო ლგოტები



ნორვეგიის ხელისუფლებამ იცის, რამხელა ხარჯი აქვთ ადამიანებს წინასაახალწლოდ. ამიტომაც საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად, მათ რომ ზამთრის დღესასწაულები სათანადოდ აღნიშნონ და არ გაკოტრდნენ, მთავრობა ნოემბერ-დეკემბერში საშემოსავლო გადასახადს 2-ჯერ ამცირებს. ამგვარად ბოლო 2 თვის ხელფასი საგრძნობლად იმატებს, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ახლობლებსაც უყიდონ საჩუქრები და ახალი წლის შემობრძანებასაც ღირსეულად შეხვდნენ.



6. ხელფასი მოსწავლეებისთვის



სწავლისადმი სიყვარული რომ გაუღვივოს, შვედეთის ხელისუფლება მოსწავლეებს ფულს უხდის. ნებისმიერი მოსწავლე ყოველთვიურად $187-ს იღებს საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭიროებებისთვის. ასეთმა მიდგომამ პრაქტიკულად 100%-იანი დასწრება უზრუნველყო შვედეთის საჯარო სკოლებში.


7. ბონუსი სულიერებისთვის



ნებისმიერი „ახალგამომცხვარი“ კანადელი იღებს მთელი წლის აბონემენტს, რომლითაც შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს ყველა მუზეუმი, გამოფენა და სხვა კულტურული ცენტრები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასეთი პოლიტიკა გუშინდელ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, უკეთესად გაეცნონ კანადის ისტორიასა და კულტურას.


8. ნაგავი წონით



არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ნაგვის გადამუშავება - ეს ძვირად ღირებული ბიზნესია. როგორმე ეს ხარჯები რომ შეამციროს და მოსახლეობა ბუნებაზე ზრუნვას მიაჩვიოს, გერმანიის მთავრობამ 450 გრამ ნაგავზე 2-დოლარიანი გადასახადი დააწესა. ასეთმა მიდგომამ ადამიანები აიძულა, გამოსავალი ეპოვათ. ბევრმა მაცხოვრებელმა ნაგვის კომპოსტირება და მისი გადამუშავება თავად დაიწყო.


9. კაპიტალი „შავი დღისთვის“



აღმოჩნდა, რომ ნორვეგია ყველაზე მსხვილი დაგროვებითი ფონდის მფლობელია. და ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მომავალზე და გადასახადებს სწორად ანაწილებს. აი, თუნდაც, გადასახადები ბენზინსა და ნავთობზე მთლიანად მიდის სახელმწიფო ფონდში, რომელშიც 2014 წლისთვის 828 ტრილიონი დოლარი იყო. ეს კაპიტალი გათვლილია მომავალი თაობების დასახმარებლად, ქვეყნის კეთილდღეობის გასაზრდელად და, ასევე, ერთგვარი ბუფერია ფორს-მაჟორის შემთხვევაში.


10. არჩევნები ავსტრალიაში



შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ავსტრალიაში ამომრჩეველთა აქტივობა 95%-ია. და ეს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ჯარიმა დააწესა არჩევნებზე გამოუცხადებლობისთვის. ასე რომ, ავსტრალიელები არ ზარმაცობენ და ყოველთვის ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე. მათ კი, ვინც თავისი ფავორიტი ვერ აირჩიეს, ყოველთვის შეუძლიათ, თავიანთი ბიულეტენები გააბათილონ.


11. ინტიმი შშმ პირებისთვის



შშმ პირების ცხოვრებას ნამდვილად ვერ უწოდებ ადვილსა და ბედნიერს. უმრავლესობა მათგანისთვის ძალიან ძნელია პირადი ურთიერთობის აწყობა, ზოგიერთისთვის კი ასეთი სიახლოვე მხოლოდ ოცნებაა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს რომ როგორმე ცხოვრება გაულამაზოს, ნიდერლანდების ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო ხარჯები მათი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ასეთმა პოლიტიკამ საგრძნობლად შეამცირა დეპრესიის შემთხვევები შშმ პირებში.


12. ველოსიპედები მანქანების ნაცვლად



დღეს ნიდერლანდები მსოფლიოში ლიდერია გზებზე ველოსიპედების რაოდენობით. და ეს იმიტომ, რომ ქალაქების მერიები ყოველმხრივ ხელს უწყობენ და ახალისებენ ამ ტრანსპორტისადმი სიყვარულს. ამ ქვეყანაში „ორფეხა ცხენების“ მძღოლებს ისე ეპყრობიან, როგორც საგზაო მოძრაობის სრულფასოვან მონაწილეებს. მეტიც, ნებისმიერ სადავო სიტუაციაში ველოსიპედისა და ავტომანქანის მძღოლებს შორის დამნაშავე მანქანის მძღოლია. ქალაქების ლანდშაფტიც მთლიანად ველოსიპედებზეა მორგებული. სკოლებში მოსწავლეები ვალდებულნი არიან, თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩააბარონ ველოსიპედის მართვაში. ასეთი პოლიტიკა ველოსიპედს ლამის ძირითად სატრანსპორტო საშუალებად აქცევს სახელმწიფოში, ეს კი სასიკეთოდ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ასევე, ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?