სილამაზე/ჯანმრთელობა

რა მოხდება, თუკი თაფლს ყოველდღიურად მიირთმევთ?

fun time

12:00 სამ. 27 ივლისი, 2021 წელი

თაფლის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

თაფლის სასარგებლო თვისებები ალბათ, ბავშვებმაც კი იციან, მაგრამ შეიძლება თუ არა ამ პროდუქტის მიღება ყოველდღე და როგორ აისახება ორგანიზმზე?

 

ვისთვის არ შეიძლება თაფლის მიღება?

ექიმები განმარტავენ, რომ რაციონიდან თაფლის სრულად ამოღება მოუწევთ მათ, ვისაც ალერგია აწუხებთ და პირველი ტიპის დიაბეტი აქვთ.

მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ, გაათამამონ საკუთარი თავი თაფლით, თუმცა, მკაცრად შეზღუდული რაოდენობით და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების შემთხვევაში და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს თაფლის მიღება მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.

ბავშვებისთვის თაფლის მიღება სასურველია სამი წლის შემდეგ, რადგან თაფლი ალერგიული პროდუქტია.

მათ, ვისაც სასუნთქი სისტემის პრობლემები აქვთ ან ბრონქული ასთმა აწუხებთ, ასევე, ფრთხილად უნდა იყვნენ თაფლის მიღების დროს, რადგან შესაძლოა, თაფლმა ცრუ კრუპის პროვოცირებას შეუწყოს ხელი.

რა რაოდენობის თაფლი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად?

თუკი მეფუტკრეებსა და თაფლის მოყვარულებს დავუჯერებთ, დღე-ღამეში შესაძლებელია 150 გრ თაფლის მიღება. მედიცინა კი სხვა მოსაზრებას ითვალისწინებს.

ექიმები თაფლის მიღების სადღეღამისო ნორმას შემდეგნაირად განსაზღვრავენ:

  • ზრდასრული ადამიანები - 50 გრ; 2,5-3 ს/კ;
  • ბავშვები და მოზარდები - 2 ჩ/კ;
  • ხანშიშესული ადამიანები - 1-1,5 ჩ/კ;

გარდა ამისა, ყველაზე მთავარი: თუ გსურთ, თაფლისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

როგორ მივიღოთ თაფლი სწორად?

👉 დილას, საუზმემდე 30 წუთით ადრე დალიეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 2 ჩ/კ თაფლი (ეს არა მხოლოდ ენერგიას შეგმატებთ მთელი დღის მანძილზე, არამედ ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი და ნივთიერებათა ცვლის მუშაობის პროცესებსაც დააჩქარებს).

👉 თაფლი უზმოზე რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით თუკი უახლოესი ნახევარი საათი საუზმეს, სადილს ან ვახშამს არ გეგმავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმი დიდი რაოდენობით ინსულინს გამოყოფს.

👉 ძილის წინ ერთი ჭიქა თბილი რძე ან ჩაი თაფლით მოგიხსნით დაღლილობას, დაძაბულობას და სხეულს ძილისთვის განაწყობს.

👉 არ გახსნათ თაფლი ცხელ წყალში (45 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა თაფლს სასარგებლო თვისებებს უკარგავს). გარდა ამისა, 60 გრადუსზე ადუღებულ წყალში გახსნილი თაფლი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს (ამ შემთხვევაში თაფლი არა სასარგებლო, არამედ, პირიქით, ორგანიზმისთვის საზიანოა).

👉 თაფლის მიღების შემდეგ გამოირეცხეთ პირის ღრუ, რადგან თაფლი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ტკბილი პროდუქტი, კბილის ემალს აზიანებს.

რა დაემართება სხეულს ყოველდღიურად თაფლის მიღებით?

🔸თაფლი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და იცით, რომ ტოქსინები ფორების გაჭედვას, ფერიმჭამელების წარმოქმნას და კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს.

🔸თაფლის ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისება კანის სიწითლესა და ანთებით პროცესებს აჩერებს.

🔸თაფლში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლის ათეროსკლეროზის უჯრედების ფორმირებას, ხელს უწყობს „ცუდი" ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას და არტერიის შევიწროებას, რაც დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

🔸B ჯგუფის ვიტამინები, კალცი, ასკორბინის მჟავა - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ელემენტებისა, რომლებიც თაფლის შემადგენლობაშია.

🔸თაფლის ყოველდღიურად მიღებით უფრო ენერგიული და პროდუქტიული გახდებით. გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაციაც.

🔸თაფლს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს უწოდებენ და მისი მუდმივი მოხმარება დადებითად აისახება ნერვულ სისტემაზე;

🔸თაფლის მიღების პროცესში ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ სეროტონინს, რომელიც კარგი განწყობის შექმნას უწყობს ხელს. თავის მხრივ, სეროტონინი გარდაიქმნება მელატონინად, რომელიც არეგულირებს ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს. შედეგად უფრო ღრმად და მშვიდად გძინავთ.

🔸ძილის წინ მიღებული ერთი ჭიქა თბილი რძე თაფლით - ეფექტური ნატურალური დამამშვიდებელია მათთვის, ვისაც დაძინება უჭირს. სცადეთ და დარწმუნდებით.

თაფლი კუჭისთვის

თაფლის ანთების საწინააღმდეგო თვისებებიდან გამომდინარე, ეს პროდუქტი შესანიშნავია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აწუხებს. თაფლი საჭმლის მომნელებელი გზის გავლით არა მხოლოდ ანეიტრალებს მავნე მიკრობებს, არამედ ლორწოვან გარსზე მდებარე მცირე იარებსაც აშუშებს.

ასევე, თაფლი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ძალიან სწრაფად აღადგენს სასარგებლო მიკროფლორას, რადგან ის ბუნებრივი პრობიოტიკია, რომლის შემადგენლობაში შედის ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები.

თაფლი იმუნიტეტისთვის

თაფლი ვირუსებისა და გაციების ეფექტური საშუალებაა. და ეს არ არის გასაკვირი, თუკი თაფლის შემადგენლობას გავითვალისწინებთ - ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავასა და ფლავონოიდებს. სხვათა შორის, სწორედ ფლავონოიდები ებრძვის აქტიურად ვირუსებს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ასე რომ, ყოველდღიურად თაფლის მიღებით, დიდი ხნით დაივიწყებთ, რა არის გაციება ყველაზე ცივ ზამთარშიც კი.

თაფლი წონაში კლებისთვის

ზედმეტი კილოგრამების მოშორების დროს დიეტოლოგები პაციენტებს რაციონიდან შაქრის ამოღებას ურჩევენ. ამ შემთხვევაში სწორედ თაფლია ალტერნატიული პროდუქტი. ის არა მხოლოდ შაქრის შემცვლელია, არამედ წონაში კლებასაც უწყობს ხელს. როგორ?

თაფლის შემადგენლობიდან გამომდინარე, ის ასწრაფებს მეტაბოლიზმს და აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს, რაც შესანიშნავად აისახება თქვენი სხეულის გარშემოწერილობაზე. მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისა და რაციონალური კვების მეთვალყურეობის შემთხვევაში.

წონაში კლების ეფექტის გასაუმჯობესებლად თაფლი სასურველია მიიღოთ ჯინჯერით ან ლიმონით.

გახსოვდეთ, რომ ყველაფერში საჭიროა ზომიერება. ამიტომ თაფლის კილოგრამობით მიღება არ არის საჭირო. ნუ გექნებათ ილუზია, რომ თაფლის სასარგებლო თვისებები უფრო გაიზრდება, თუკი ამ პროდუქტს დიდი რაოდენობით მიიღებთ!

🔰🔰🔰:

ნაწლავების გაწმენდა - თაფლის და სელის თესლის კოქტეილი

ტვინის მუშაობის გაუმჯობესება - 12 შეუცვლელი პროდუქტი!

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი - 10 რჩევა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი