როგორ გამოიყურებიან უმდიდრესი სპორტსმენების ცოლები

საკნატუნო ამბები

18 ოქტომბერი 16:00, 2018 წელი

აღმოჩნდა, რომ მსოფლიო დონის სპორტსმენებს საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვთ...

დი დევლინი (ქმარი - კონორ მაკგრეგორი, შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი)





დისა და კონორის სასიყვარულო ისტორია რომანის სიუჟეტადაც გამოდგებოდა. ისინი უკვე 10 წელზე მეტია, ერთად არიან. და ეს სკანდალური მებრძოლი შანსს არ უშვებს ხელიდან, ყოველ ხელსაყრელ მომენტში შეაქოს თავისი ცოლი და თანაც სიყვარულშიც გამოუტყდეს. გრძელი მუქი თმა, დიდი ცისფერი თვალები და უთბილესი ღიმილი - ეს არის ის, რითაც ასე მოიხიბლა თავის დროზე თანამედროვე სპორტის „ცუდი ბიჭი“.


ანტონელა როკუციო (ქმარი - ლიონელ მესი, ფეხბურთელი)





ანტონელა და ლიონელი ერთმანეთს ადრეული ბავშვობიდან იცნობდნენ, თუცა შეხვედრები 2009 წლიდან დაიწყეს. ამ წყვილის ფოტოების დათვალიერებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ხომ თავისი სიდაბლითა და წითური წვერით გამოირჩევა, ეს მინიატურული და ყავისფერთმიანი ქალბატონი კი საოცრად შეეფერება ლიონელს!


მიროსლავა ვავრინეცი (ქმარი - როჯერ ფედერერი, ჩოგბურთელი)




2000 წელს (როჯერი მაშინ 18 წლის იყო) მსოფლიოს მომავალი პირველი ჩოგანი სიდნეის ზაფხულის ოლიმპიადაზე გაემგზავრა და იქ შეხვდა თავის სიყვარულს, რომელთანაც დღემდე ბედნიერად ცხოვრობს. მიროსლავაც, ისევე როგორც მისი მეუღლე, პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო, მაგრამ ფეხის მოტეხის შემდეგ იძულებული გახდა, სამუდამოდ დამშვიდობებოდა ჩოგბურთელის კარიერას. მიუხედავად იმისა, რომ მიროსლავა გარეგნულად საუკეთესო ფორმაში აღარ არის, ეს მას ხელს არ უშლის, იყოს საოცრად ელეგანტური და კარგად მოვლილი ქალბატონი.


სავანა ჯეიმსი (ქმარი - ლებრონ ჯეიმსი, კალათბურთელი)





არც ისე მინიატურული სავანა (მისი სიმაღლეა 173 სმ) ქმრის ფონზე ცეროდენად გამოიყურება. ლებრონს ხომ ნამდვილი „კალათბურთული“ სიმაღლე აქვს - 2 მეტრი და 3 სანტიმეტრი. ლებრონმა და სავანამაც ბავშვობაში გაიცნეს ერთმანეთი და უკვე 16 წელია, „ერთ სულ და ერთ ხორც“ არიან.  მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის ცოლი ხშირად იცვლის იმიჯს, არ ერიდება ექსპერიმენტებს ჩაცმულობაში, ვარცხნილობებსა და მაკიაჟში. აი, გრძელ ფრჩხილებს კი სავანა, უბრალოდ, აღმერთებს!


ნიკოლ ჯონსონი (ქმარი - მაიკლ ფელპსი, მოცურავე)






ეს დიდყურებიანი მამაკაცი უზარმაზარი მხრებით მსოფლიო სპორტის ნამდვილი ლეგენდაა. ფელპსი ოლიმპიური თამაშების ერთადერთი 19-გზის(!!!) ჩემპიონია. არანაკლებ იღბლიანად აეწყო მოცურავის პირადი ცხოვრებაც. აგერ უკვე 8 წელია, მაიკლი 2010 წლის „მის კალიფორნიაზე“ - ნიკოლ ჯონსონზეა დაქორწინებული. უყურებ ნიკოლს და სულაც არ გიკვირს, რომ სწორედ ის გახდა „ოქროს შტატის“ ყველაზე ლამაზი გოგონა. სქელი ყავისფერი თმა, ქათქათა ღიმილი, იდეალური სხეული - აბა, რით არის ნიკოლი 19 ოქროს მედალზე ნაკლები?


ანასტასია შურბსკაია (ქმარი - ალექსანდრ ოვეჩკინი, ჰოკეისტი)





ჰოკეისტისა და მისი მომავალი მეუღლის ურთიერთობა ელვის სისწრაფით განვითარდა. მათ ერთმანეთი 2015 წლის მარტში გაიცნეს, უკვე 2016 წლის აგვისტოში კი ოფიციალურად შეუღლდნენ. ალექსანდრი ცნობილია თავისი ბრუტალური, მამაკაცური და ცოტა ველური გარეგნობით. აი, ანასტასია კი ძალიან ქალურია: მას ლამაზი სახის ნაკვთები, გრძელი სქელი თმა და მუქი ყავისფერი თვალები აქვს. ასე განსხვავებულები, ისინი ინისა და იანივით ავსებენ ერთმანეთს.


ჰანა პრატერი (ქმარი - სებასტიან ფეტელი, ავტომრბოლელი)




მართალია, ჰანასა და სებასტიანს ოფიციალურად ჯერ არ დაუკანონებიათ ურთიერთობა, მაგრამ ისინი დიდი ხანია, ერთად ცხოვრობენ და ორ საერთო შვილს ზრდიან. დიახ, ეს მინიატურული, ცისფერთვალა და ქერა გოგონა უკვე ორგზის დედაა! ალბათ, დროა, სებასტიანმა მას, გულთან ერთად, ხელიც სთხოვოს - ასეთი გოგონები ხომ ნამდვილი ბაჯაღლო ოქროები არიან.

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?