სახის კანის სწორად მოვლა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

საკნატუნო ამბები

13 ნოემბერი 09:00, 2018 წელი

იცოდით, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგიძლიათ, განსაზღვროთ, თქვენს სახის კანს როგორი მოვლა სჭირდება და რომელი პროდუქტები უხდება ყველაზე მეტად? 

ვერძი

ეს ზოდიაქოს ძლიერი და ცეცხლოვანი ნიშანია. ვერძები ბუნებით ვნებიანები და აქტიურები არიან. ასეთი პირადი თვისებები, ბუნებრივია, მათი სახის კანზეც აისახება - ის უფრო მიდრეკილია სიწითლეების, აკნესა და ანთებისკენ. სწორედ ამიტომ, ვერძებო, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად გქონდეთ სახლში დამამშვიდებელი ტონიკები. ვარდის წყალი, ალოეს ფოთლების წვენი, გვირილის ნახარში, კიტრისა და ლავანდის ექსტრაქტი - ყველა ეს მცენარეული საშუალება თქვენს კანს სირბილესა და აბრეშუმის ეფექტს შემატებს.

კურო

კეთილი, თავდაჯერებული და ზოგჯერ ძალიან ჯიუტი - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კუროებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ადამიანები რთულად ეგუებიან ცვლილებებს, ამიტომ, როგორც წესი, თვეებისა და წლების განმავლობაში ერთი და იმავე სახის კრემებითა და კოსმეტიკური საშუალებებით სარგებლობენ. კუროებო, თუკი სახის მოვლის დღევანდელი მეთოდი შედეგს არ მოგიტანთ, ნუ შეგაშინებთ, მიმართოთ ექსპერიმენტებს. სახის დამუშავებისთვის თქვენთვის იდეალურია ტკბილი ნუშის, ქოქოსისა და სეზამის ზეთი. შედეგად თქვენი კანი რბილი, ჰაეროვანი და ვარდისფერი გახდება.

ტყუპები

ტყუპები რთული არსებები არიან და სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სხვებზე ხშირად ივიწყებენ, რომ სახის კანი და, ზოგადად, სხეული რეგულარულ მოვლას საჭიროებს. სწორედ ამიტომ უნდა ისწავლოთ სახის კანის მოვლა იმ საშუალებებით, რომლებიც თქვენთვის აუცილებელია. ტყუპებისთვის შესაფერისია ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის ვარდის წყალი, ნუშის ზეთი, ალოეს ექსტრაქტი და ჟოჟობას ზეთი. ამ ნივთიერებებს აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი და მკვებავი თვისებები, სწორედ მათი დახმარებით სახის კანს ტონუსს მაქსიმალურად სწრაფად დაუბრუნებთ. 

კირჩხიბი

კირჩხიბებს ასტროლოგები ყველაზე არაპროგნოზირებად ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევენ. არიან მზრუნველები, აპათიურები, თუმცა, მეორე წუთს, შესაძლოა, მკაცრები და აუტანლები გახდნენ. დარწმუნებით ვერასდროს იტყვით, როგორ ხასიათზეა კირჩხიბი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სახის კანიც ისეთივე ტემპერამენტიანი აქვთ, როგორებიც თვითონ არიან. სწორედ ამიტომ მათთვის უბრალოდ აუცილებელია კოსმეტიკა, რომელიც კანის ქსოვილებს ამშვიდებს, უზრუნველყოფს მის კვებასა და დატენიანებას. კირჩხიბებო, მოიმარაგეთ ჟოჟობას, სეზამისა და მაკადამიის ზეთი, რომლებიც თქვენი სახის კანს ტენიანობის ბალანსს შეუნარჩუნებს და დაამშვიდებს. კირჩხიბების კანი ხშირად დეჰიდრატაციას განიცდის, ამიტომ ისარგებლეთ ნემსიწვერას ზეთით. რეგულარულად მიიღეთ ზემოჩამოთვლილი საშუალებები და დაუბრუნეთ თქვენს კანს ახალგაზრდობა, დაემშვიდობეთ შეშუპებას და შეინარჩუნეთ კანის სიმკვრივე.

 

ლომი

ზოდიაქოს ამ ძლიერი ნიშნისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გარეგნობა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ლომებს საკუთარი თავის მოვლა ფანატიზმში გადასდით და ნარცისიზმისკენ არიან მიდრეკილები. მუდმივად ითვალისწინებენ მოდის ტენდენციებს და არ გამოეპარებათ კოსმეტიკურ ბაზარზე უახლესი საშუალებების გამოჩენა. ლომებო, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანისთვის სულ ერთია, რამდენად ცნობილი ბრენდის კოსმეტიკური საშუალებით ისარგებლებთ. ამიტომ მათი შერჩევის დროს ნუ მიაქცევთ ყურადღებას მასობრივ რეკომენდაციებს. აირჩიეთ ის კოსმეტიკური საშუალება, რომლის შემადგენლობაში შედის ვარდის წყალი, ჟოჟობა და ქაცვის ზეთი.

ქალწული

ქალწულები პრაქტიკულობით გამოირჩევიან და მუდმივად ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. მათი პერფექციონიზმი ხშირად სტრესის მიზეზია, რომელიც მათი სახის კანზე აისახება. მიეცით საკუთარ თავს შიგადაშიგ მოდუნების უფლება და იზრუნეთ სახის კანის ხარისხიან მოვლაზე. აირჩიეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის გვირილის, ვარდის, ლავანდისა და ფორთოხლის ექსტრაქტი.

სასწორი

სასწორები მუდმივად ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ აბსოლუტურად ყველაფერში და იდეალის ძიებაში ხშირად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. სხვათა შორის, ეს ეხება კოსმეტიკურ პროცედურებსაც. გახსოვდეთ, კარგი შედეგი მხოლოდ რეგულარული მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების სწორი შერჩევის დროს მიიღება. თქვენი კანისთვის იდეალურია მაკადამიის ზეთი, ასევე, მსხლისა და ბროწეულის ექსტრაქტი. ამგვარი „წამალი“ თქვენი კანის დაბალანსებულ კვებასა და დატენიანებას უზრუნველყოფს.

 

მორიელი

ხშირად, მორიელები ვნებიანები და ენერგიულები არიან, თუმცა, ზოგჯერ აპათიურობითა და დეპრესიულობითაც გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, ამგვარი ცვალებადი ხასიათი მათი ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახება და ცხოვრების გარკვეულ მომენტებში მორიელები უარს ამბობენ სახისა და სხეულის მოვლაზე, თუმცა, ტყუილად. მორიელებო, თქვენს კოსმეტიკურ ნაკრებში მუდმივად უნდა იყოს ისეთი საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის ლავანდისა და სანდლის ხის ზეთები. ეს ნივთიერებები არა მხოლოდ სახის კანის მოვლას უზრუნველყოფს, არამედ, შინაგანი სიმშვიდისა და ემოციური ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

 

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ბუნებით ძლიერები არიან და ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავება შეუძლიათ, თუმცა, მათ ერთი ნაკლი აქვთ - ზოგჯერ ზედმეტად მოუთმენლები არიან. მშვილდოსნებს შედეგის ნახვა მოქმედებამდე სურთ, აქ და ახლა. თუკი წამიერი ეფექტი არ არის, იმედგაცრუებულები ხდებიან და ქმედებებზე უარს ამბობენ. ეს ეხება სხეულის მოვლასაც. მშვილდოსნებო, გახსოვდეთ, რომ შედეგი მხოლოდ კოსმეტიკის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში მიიღება. ნუ დაელოდებით გლობალურ ცვლილებებს ახალი საცხის ორ-სამჯერ გამოყენების შემდეგ. ისწავლეთ მოთმინება. სხვათა შორის, თქვენი კანისთვის იდეალურია ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა არგანის, ქოქოსის, ყურძნისა და ზეითუნის ზეთი. 

თხის რქა

ზოდიაქოს საკმაოდ წარმატებული ნიშანი - ასე ახასიათებენ თხის რქებს ასტროლოგები. ისინი მუდმივად მოძრაობასა და მოქმედებაში არიან. როგორც კი კონკრეტულ მიზანს მიაღწევენ, დაუყოვნებლივ გადადიან შემდეგ მიზანზე. სწორედ ამიტომ თხის რქებისთვის რთულია, გამონახონ დრო საკუთარი თავის მოსავლელად. გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი სხეული და ლამაზი კანი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ არ ღირს კანის მოვლაზე ზრუნვის უგულებელყოფა. თხის რქების კანისთვის იდეალურია ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა ლავანდის, ნემსიწვერასა და პიტნის ეთერზეთები. სხვათა შორის, ეს საშუალებები შინაგანი შფოთვის შეგრძნების მოხსნაში დაგეხმარებათ. 

 

მერწყული

მერწყულები - ეს კრეატიული ადამიანები, მუდმივად ძიებაში არიან, მიუხედავად იმისა, ეძებენ თუ არა ცხოვრებაში ახალ გზას, ახალ სამსახურს ან ახალ საშუალებას კანის მოვლისთვის. ექსპერიმენტები კარგია, მაგრამ სახის მოვლის პროცედურების სიმრავლე თქვენს გარეგნობაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ აირჩიეთ კოსმეტიკური საშუალების ის ხაზი, რომელიც ზუსტად თქვენს კანს შეეფერება და ისარგებლეთ ამ საშუალებებით რეგულარულად. ხშირად მერწყულებს მშრალი კანი აქვთ, ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ, ისარგებლოთ ზეითუნისა და ყურძნის წიპწების ზეთით. ასევე, თქვენი კანისთვის შესანიშნავია ხორბლის, ფორთოხლისა და ლეღვის ექსტრაქტები.

 

თევზები

არაფერია უცნაური იმაში, რომ წყლის ეს ნიშანი უპირატესობას წყლის პროცედურებს ანიჭებს. თევზებო, ნუ იტყვით უარს სიამოვნებაზე, რადგან თქვენთვის ხშირად აბაზანის ჩვეულებრივი მიღება დაუვიწყარი რიტუალია. სახის კანის მოვლისთვის ისარგებლეთ ნესვისა და საზამთროს ექსტრაქტებით. სხვათა შორის, ზოდიაქოს ამ ნიშნის სახის კანზე ხშირად ჩნდება მკვდარი ეპითელური უჯრედები - ეს თევზების მტკივნეული მხარეა. ამიტომ ნუ იტყვით უარს სკრაბებსა და გამწმენდ ნიღბებზე.

არ აქვს მნიშვნელობა, ზოდიაქოს რომელ ნიშანს მიეკუთვნებით, გახსოვდეთ, რომ კანი მუდმივად საჭიროებს რეგულარულ და დროულ მოვლას, რადგან სახე ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?