+18

რაზე ფიქრობს ქალი ორალური სექსის დროს?

fun time

23:00 პარ. 9 ივლისი, 2021 წელი

რაზე ფიქრობს ქალი
კუნილინგუსის დროს

14
დაკოპირებულია

გგონიათ, რომ ქალი კუნილინგუსისგან ფიქრის უნარს კარგავს? სულ ტყუილად.

 

„უფრო მაღლა, არა, ასე არა, ეს ჭიპია! ცოტა დაბლა, კიდევ ოდნავ... ახლა ცოტა მაღლა, ჰოო, ეგ არის...“

რა თქმა უნდა, ყველა ქალი ინდივიდუალურია და ამ შემთხვევაში ასტროლოგიურ პროგნოზზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ანატომიურ აგებულებაზე. დიდი ალბათობით: ის, რაც ეფექტიანი ერთთან, სრულიად უადგილოა სხვასთან. ამიტომ, ნუ დაიბნევით, თუკი გრძნობთ, რომ ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა ვერ მოახერხეთ. სცადეთ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენება.

„შემოსასვლელი კარი ჩავკეტე?“

ქალებს გაცილებით ხშირად ეფანტებათ ყურადღება სექსის დროს, ვიდრე კაცებს, - ამტკიცებს ექიმი ლუან ბრიზენდინი, რომელიც წიგნების „ქალის ტვინის" და „კაცის ტვინის" ავტორია.
ამიტომ, კაცებო, ნუ იგრძნობთ თავს დამცირებულად, როდესაც ქალის ქვედა ნაწილში „დასახლდებით“, ის კი ამ დროს იფიქრებს, გამორთო თუ არა გაზქურა ან ჩაკეტა თუ არა კარი.
ამიტომ, უნდა იზრუნოთ, თქვენი შეხვედრა მაქსიმალურად კომფორტულ ადგილას მოხდეს და ვერაფერმა შეუშალოს ხელი ვირტუოზულ ორალურ სექსს თქვენი შესრულებით.

„უჰ, ზუსტად იცის, რა გააკეთოს“

ზოგიერთი კაცი შესანიშნავად აკეთებს კუნილინგუსს. ქალს კი ისღა დარჩენია, მხოლოდ მოდუნდეს და ისიამოვნოს...

„ერთი წუთით... საიდან იცის ასე კარგად კუნილინგუსის კეთება?!“

შესანიშნავად აკეთებს კუნილინგუსს - გამოდის, რომ ეს ბევრჯერ გაუკეთებია, ე.ი. ბევრი პარტნიორი ჰყავდა, როგორ ვიპოვო ისინი „ფეისბუკზე“?
გადამეტებული ეჭვიანობა, პირველ რიგში, ჩვენ გვიფუჭებს ცხოვრებას და ამიტომაც ეს უაზრო და უადგილო ფიქრები აბსოლუტურად გამორიცხავს წარმოუდგენელი სიამოვნების მიღებას.

„რატომ ავიწყდება, რომ ხელები აქვს?!“

გმადლობ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ თავდაუზოგავად დასეირნობ ჩემი თეძოების გარშემო, მაგრამ, სხვათა შორის, სხეულის სხვა ნაწილებიც მაქვს. მაგალითად, მკერდი. შენ კი ხელები გაქვს.

„ახლა მისთვის სამაგიეროდ იმავეს გაკეთება მომიწევს..."

თუკი მასიამოვნეს, საპასუხოდ მეც უნდა ვასიამოვნო, თუმცა, მეზარება. იქნებ, სექსის შემდეგ თავი მოვიმძინარო? იდეა!

„არ დაიღალა ქვემოთ ყოფნით?“

ხშირად, სამყაროში ყველაზე სასიამოვნო რამეებიც ადრე თუ გვიან მოსაბეზრებელი ხდება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით, 15 წუთის შემდეგ ქალი კულმინაციას თუ ვერ მიაღწევს, ეს პროცესიც მისთვისაც მოსაბეზრებელი ხდება. მგრძნობელობა იკლებს, წამოძახილებიც მცირდება, კედელზე გაკრული შპალერის ხაზები ან ახალი ფარდა კი უფრო იქცევს ქალის ყურადღებას.

„მოდი, ახლა, ჩვეულებრივი სექსით დავკავდეთ!“

ორალური სექსი შესანიშნავია, მაგრამ ძველ, ტრადიციულ ვაგინალურ სექსს ვერაფერი შეცვლის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში