როგორ აღვადგინოთ „დაღლილი“ სახის კანი

საკნატუნო ამბები

24 ნოემბერი 09:00, 2018 წელი

ტერმინი „გადაღლილი კანი“ უფრო ყოფითი ტერმინია, ვიდრე სამედიცინო, რომლის „მკურნალობა“ ნებისმიერ ქალს შეუძლია სახლის პირობებში. 

 

ის, რომ კანს აუცილებლად სჭირდება დასვენება, შესამჩნევია შემდეგი სიმპტომებით: კანის სიმკვრივის შემცირება, კანის გაუხეშება, კანის ფერის შეცვლა და აშკარა შეშუპება თვალების გარშემო. 


გადაღლილი სახის კანის მიზეზი, ხშირად, კოლაგენის რაოდენობის არასაკმარისი რაოდენობაა, რაც იწვევს კანის ზედმეტ სიმშრალეს და, ზოგადად, კანის მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, „დაღლილობა" სულაც არ არის დამოკიდებული ასაკზე. ხშირად, ასაკოვანი ადამიანის სახის კანი ძალიან ჯანმრთელად გამოიყურება, ანათებს და მის მდგომარეობას ნაოჭებიც კი ვერ აფუჭებს. სახის გადაღლის ნიშნები ახალგაზრდა გოგოებშიც ხშირია, რასაც ცხოვრების არასწორი წესი, მავნე ჩვევები და არასაკმარისი ძილი იწვევს. ეს უსიამოვნო პრობლემა იმ ქალებშიც შეინიშნება, რომლებსაც ხშირად უწევთ სტრესულ სიტუაციებში ყოფნა და ნერვიულობა. ასევე, სახის კანის გადაღლის მიზეზებია: ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობა, კოსმეტიკის გადაჭარბებით გამოყენება, კანის არასწორი მოვლა და მლაშე პროდუქტების მიღება (განსაკუთრებით, ძილის წინ).


როგორ მოვუაროთ გადაღლილ კანს სახლის პირობებში იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრე იღვიძებთ და ცოტა გძინავთ? გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს. შეეცადეთ, გამონახოთ დრო სახის კანის პროცედურების ჩასატარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაღლილობის ნიშნები თქვენს სახეზე აუცილებლად დაგროვდება და გამრავლდება. მაგალითად, შეგიძლიათ, მოამზადოთ სახის ნიღბები, კიტრის, ლიმონის, ხაჭოს, ატმის ან მარწყვის დახმარებით. ასევე, შესანიშნავია სახის გაწმენდა ყინულის კუბებით. ეს სახის კანის ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ასევე, შეგიძლიათ, სცადოთ სახის კონტრასტული დაბანა, რაც თქვენს კანს აუცილებლად დაეხმარება აღდგენაში.


აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ. ამ პროცედურისთვის სპეციალისტები ლოსიონების, ტონიკების ან მიცელარული წყლის გამოყენებას გვირჩევენ. ასევე, სასარგებლოა სახის მასაჟი, რომელიც სწრაფად ხსნის დაღლილობას და სახის კანს სინაზეს უბრუნებს.


ჯანმრთელი სახის კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვება. კარგი იქნება, თუკი უპირატესობას მიანიჭებთ ცილოვან პროდუქტებს, თუმცა, გაითვალისწინეთ, იმისთვის, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს, მხოლოდ კვება საკმარისი არ არის. საჭიროა, გადახედოთ ცხოვრების წესს და შეასრულოთ ყველა აუცილებელი პროცედურა.


გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. ჯანსაღი ძილი - უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც სახის მდგომარეობაზე მოქმედებს. შეეცადეთ, გამოიძინოთ, თუნდაც, დასვენების დღეებში. 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?