ქალის ვირტუოზულად გახდის 6 წესი

ქალის ვირტუოზულად გახდის 6 წესი

საკნატუნო ამბები

25 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

გგონიათ, რომ იცით, როგორ უნდა გახადოთ ქალს სწორად სამოსი? აბა, გადაამოწმეთ თქვენი „ცოდნა“.

ყველა თქვენგანს, ალბათ, ერთხელ მაინც გაუხდია ქალისთვის სამოსი, ხომ მეთანხმებით? ეს პროცესი, ხშირად, ან კატასტროფად გეჩვენებათ ან შეიძლება, ის ერთ-ერთი საუკეთესო ეროტიკული თავგადასავალი იყოს თქვენთვის - მთავარია, ამ დროს ქალის სამოსში არ გაიხლართოთ. ამიტომ დღეს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სამოსის ვირტუოზულად გახდის შესახებ. 


1. ჩააქრეთ შუქი
გახდის ნებისმიერი პროცესი მაღალი განათების ფონზე, ალბათ, უფრო ექიმთან ვიზიტთან ასოცირდება და ქალებში შფოთვას იწვევს. ამიტომ, თუკი გადაწყვიტეთ, ქალს სამოსი გახადოთ, იზრუნეთ რომანტიკულ განათებაზე. კაშკაშა მზის შემთხვევაში, ოთახი ფარდებით დააბნელეთ, ხოლო ჭერზე დამონტაჟებული ელექტროგანათება მაგიდაზე დასადგამი განათებით ან სულაც, სანთლებით ჩაანაცვლეთ.


2. გაუფრთხილდით სამოსს

ფილმებში ძალიან ხშირად გვინახავს, როგორ გლეჯენ სხეულიდან სამოსს „დამშეული წყვილები“ ერთმანეთს (არა, არ ვგულისხმობთ ფილმებს ზომბებზე, საუბარია ეროტიკულ ფილმებზე) ისე, რომ საერთოდ არ უფრთხილდებიან სამოსის ნაკერებს, ელვა შესაკრავებს ან ღილებს. აღმოჩნდა, რომ რეალობაში ეს ხერხი აბსოლუტურად არ მუშაობს. იშვიათად შეხვდებით ქალს, რომელსაც გაუხარდება ტანსაცმლის ველურად გახდა და იმ კაბის გაფუჭება, რომლის შესაძენად ის მთელი თვე, ფაქტობრივად, „წელებზე ფეხს იდგამდა“. ამიტომ იყავით განსაკუთრებით აკურატული, როდესაც ქალს სამოსის გახდას დაუწყებთ. ნუ დაიზარებთ და ყურადღებით გაუხსენით ყველა ღილი... ბოლომდე.

 
3. ნუ გახდით ქალს საცვალს

როდესაც ქალს სვიტერს, როლინგს, ჯემპრს, შარვალს, რეიტუზსა და წინდებს გახდით, დაინახავთ, რომ ის საცვლისამარა დარჩა. და თუკი მას ელეგანტური საცვალი აცვია (და ამას მარტივად მიხვდებით), ნუ დაიწყებთ მის დაუყოვნებლივ გახდას. სავარაუდოდ, ეს ელეგანტური საცვალი მან სპეციალურად თქვენთვის ჩაიცვა. ამიტომ სჭირდება გარკვეული დრო თქვენთვის თავის მოსაწონებლად. ასე რომ, როდესაც ქალი მხოლოდ მიმზიდველ და საოცრად სექსუალური საცვლისამარა დარჩება, შეგიძლიათ, გახდის პროცესი ოდნავ შეანელოთ. ისარგებლეთ პაუზით, აკოცეთ, აჭამეთ კატას (აჭამეთ-თქო, სასეირნოდ კი არ წაიყვანოთ) ან უყურეთ რამდენიმე საინტერესო ვიდეორგოლს Youtube-ზე.


4. გაიხადეთ წინდები!


ის, რომ სექსის დროს კაცს წინდები არ უნდა ეცვას, ამაზე ადრე ვისაუბრეთ და შევთანხმდით. მაგრამ ახლა კაცებზე არ ვსაუბრობთ. გახადეთ წინდები ქალსაც. ზოგიერთი ენთუზიასტი ჩქარობს ქალზე სამოსის გახდას, მაგრამ წინდები ავიწყდება. ალბათ, ყოფილხართ სიტუაციაში, როდესაც ქალს შარვალს ხდით და წინდა ქუსლზე გაეჭედება, შემდეგ კი, სახეზე გაწითლებულები, ორივე ცდილობთ იხსნათ ტყვეობიდან საცოდავი, გაჭედილი წინდა. ამიტომ, თუკი ქალს ჯინსის შარვალი აცვია, დადექით მუხლებზე, ჯერ წინდები გახადეთ, შემდეგ კი, აუჩქარებლად ჩამოაცურეთ მისი სხეულიდან შარვალი. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს მთავარია, ქალს თვალებში უყურებდეთ.

5. ნუ იქნებით ჭკვიანი ბიჭის როლში

თუკი ქალს აცვია საცვალი სერიიდან „კვირის დღეები“ (ეს არის ტრუსი, რომელსაც კვირის დღეები აწერია, თუკი, შემთხვევით არ იცით, რაზეა საუბარი) წარწერით „სამშაბათი“, თუმცა, დანამდვილებით იცით, რომ დღეს ხუთშაბათია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ამ თემაზე ხუმრობას არ გირჩევთ: პარტნიორს რომანტიკულ განწყობას გაუფუჭებთ. იგივე შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ, თუკი ქალის წინდაზე ნახვრეტს აღმოაჩენთ, ნუ შეიმჩნევთ, დაიჭირეთ თავი ისე, თითქოს არაფერი დაგინახავთ.


6. დაუთმეთ ბიუსტჰალტერს

თუკი უკვე 15 წუთია, ცდილობთ, გახსნათ ქალის ბიუსტჰალტერის შესაკრავი, წადით კომპრომისზე მასთან. დიახ, ბიუსტჰალტერთან შეწინააღმდეგება არ ღირს. დაუთმეთ ეს პროცესი ქალს, სანამ იმ კაცების სიაში შეხვალთ, რომლებზეც ქალები მეგობრებს უყვებიან: „მთელი ღამე უშედეგოდ ცდილობდა ჩემი ბიუსტჰალტერის გახსნას, დილას კი ძალაგამოლეულს ჩაეძინა“. 

წყარო
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?