ეს სიყვარულია თუ უბრალოდ კარგი სექსი?

საკნატუნო ამბები

26 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

ურთიერთობების დასაწყისში - არა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ყველა გოგო იწყებს იმაზე ფიქრს, „ეს სიყვარულია თუ უბრალოდ სექსი?“ მოდი, გავარკვიოთ...

 

 

მაშ ასე - სექსისა და სიყვარულის განმასხვავებელი 5 ნიშანი:


თუკი უწყვეტი სექსი გაქვთ


ეს უბრალოდ სექსია: ის მუდმივად გეუბნებათ, რომ უნდიხართ და ტელეფონზე მოსვენებას არ გაძლევთ? სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ მისთვის ხართ ჩვეულებრივი სექსი ტელეფონით. თქვენს პარტნიორს მუდმივად სურს თქვენი ნახვა, მაგრამ შეხვედრას მხოლოდ საძინებელში გეგმავს. ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს - მას მხოლოდ სექსისთვის სჭირდებით.


ეს სიყვარულია: თუკი ის კინოში, თეატრში, კონცერტზე ან უბრალოდ, იმპროვიზებულ უიქენდზე გეპატიჟებათ, ეს ნიშნავს, რომ მას უფრო ღრმა ინტერესი აქვს თქვენდამი. პიკანტური მესიჯების, ზარებისა და საძინებელში შეხვედრის გარდა, თქვენი ერთად გატარებული დრო მიანიშნებს, რომ მის ფიქრებში ხართ, მაშინაც კი, როდესაც სექსით დაკავებული არ ხართ.


თუკი ის აღტაცებულია თქვენი სიამოვნებით

ეს უბრალოდ სექსია: ის შეიძლება აღფრთოვანებული იყოს, რომ თქვენთან ორალური სექსით დაკავდა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს უანგარო საქციელია. თქვენი აღტაცებული და აღელვებული სახე მას კიდევ უფრო აღაგზნებს! გარდა ამისა, ჭკვიანმა კაცმა ყოველთვის იცის, რომ, რაც უფრო ძლიერად ხართ ვნებებს აყოლილი, მით უფრო მაღალი ალბათობაა სექსის. ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე: თუკი ის მხოლოდ ღამით რჩება თქვენთან, ეს ნიშნავს, რომ მას დილის სექსის სურვილიც აქვს.

ეს სიყვარულია: ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდეთ და დაითვალოთ, რამდენჯერ გასიამოვნათ, ყურადღება მიაქციეთ, სურს თუ არა მას თქვენთან ჩახუტება. კაცები ეხუტებიან მათ, ვინც უყვარდებათ. თუკი ის თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს და სექსის შემდეგ ნასიამოვნებია, ორგაზმის შემდეგ საწოლიდან დაუყოვნებლივ არ წამოხტება, მას, დიდი ალბათობით, თქვენ მიმართ გრძნობები აქვს.


თუკი კომპლიმენტებით გავსებთ  

ეს უბრალოდ სექსია: სექსის პროცესში გიჩურჩულებთ: „ვგიჟდები შენს სხეულზე“ ან „როგორ მომწონს შენში შეღწევა“, რაც ადასტურებს, რომ ის ზრუნავს თქვენს სიამოვნებაზე. მაგრამ ნუ იჩქარებთ მოდუნებას, ის საუბრობს თქვენს სხეულზე და არა თქვენზე. იმიტომ გეუბნებათ კომპლიმენტებს, რომ იცის, ამ სიტყვების შემდეგ თავს კარგად იგრძნობთ. ამაღლებს საკუთარ ეგოს და უმტკიცებს, რომ კარგი საყვარელია. თუკი ის ხაზს უსვამს თქვენს გარეგნობას და არა პირად თვისებებს, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენთან მხოლოდ სექსი აინტერესებს.


ეს სიყვარულია: 
არ აქვს მნიშვნელობა, საძინებელში თუ ამ ოთახის გარეთ, თუკი ის საქებარ სიტყვებს არ იშურებს თქვენთვის, თანაც ისეთებს, რომლებიც თქვენს სხეულს არ უკავშირდება, ეს კარგი ნიშანია. თუკი ის შემდეგი სიტყვების ნაცვლად - რა კარგად გამოიყურები შიშველი, როგორ გიხდება ახალი ტუში - გაქებთ ბრწყინვალე სტატიისთვის, რომელიც დაწერეთ ან კერძისთვის, რომელიც მოამზადეთ, მას უდავოდ უყვარხართ.


თუკი ვერ ელევა თქვენთან კოცნას

ეს უბრალოდ სექსია: რა თქმა უნდა, ვნებიან კოცნას სექსის დროს - არაფერი სჯობს, მაგრამ თუკი სექსი ერთადერთი დროა, როდესაც ის გკოცნით, გადახედეთ მასთან ურთიერთობას. აღგზნების დროს ის აკეთებს იმას, რაც მას კიდევ უფრო ასიამოვნებს.


ეს სიყვარულია: გკოცნით, რადგან იცის, რომ ეს ჟესტი არ გულისხმობს აუცილებლად სექსს. ხოლო კიდევ უფრო უკეთესი, თუკი კოცნის დროს თქვენი ხელი უჭირავს, როდესაც საზოგადოებრივ ადგილას იმყოფებით. ამგვარად, ის ყველას მიანიშნებს, რომ მისი ხართ.


თუკი გაიძულებთ, დაინახოთ ვარსკვლავები

ეს უბრალოდ სექსია: შესაძლოა, მასთან ყოველი სექსის დროს გქონდეთ ორგაზმი, მაგრამ ნუ აჰყვებით გრძნობებს და ნუ მისცემთ ორგაზმს სიყვარულის გამოწვევის უფლებას. ჭკვიანმა კაცმა იცის, რაც უფრო ხშირად მიაღწევთ კულმინაციას, მით უფრო მალე მოგინდებათ პროცესის კვლავ გამეორება.


ეს სიყვარულია: სასიამოვნოა, რომ მისი პრიორიტეტი ხართ, ოღონდ არა მხოლოდ საწოლში. მას სურს, დაგინახოთ ბედნიერი, გიმზადებთ მცირე სასიამოვნო მოულოდნელობებს, მაგალითად, ყიდულობს თქვენს საყვარელ ნაყინს ან სამსახურის შემდეგ სახლში მიჰყავხართ, იმიტომ, რომ თქვენი ბედნიერება - მისი საბოლოო კმაყოფილებაა.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?