კაცების 10 სექსუალური ჩვევა, რომლებიც ქალებს აღიზიანებთ

კაცების 10 სექსუალური ჩვევა, რომლებიც ქალებს აღიზიანებთ

საკნატუნო ამბები

28 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

თუკი გერიდებათ, პარტნიორს გამოუტყდეთ, რა არ მოგწონთ საწოლში მასთან ერთად, უბრალოდ, წააკითხეთ ეს სტატია. აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ეს მხოლოდ თქვენი კაპრიზი არ არის და კაცების ზოგიერთი ჩვევა ქალების უმეტესობას აღიზიანებს... 

 

1. როდესაც კაცი სექსის დროს წინდებს არ იხდის

ეს ჩვევა უპირობოდ ლიდერობს - გამოკითხვაში თითქმის ყველა ქალმა აღნიშნა კაცების ეს უცნაური თვისება. ჩვენთვისაც საინტერესოა: ნუთუ, თუკი სექსი წინდებით აქვთ, თავს უფრო დაცულად, თბილად და კომფორტულად გრძნობენ? 


 


2. როდესაც ზედმეტად იცავენ თავს იქ, სადაც საჭირო არ არის

უსაფრთხო სექსი მნიშვნელოვანია, მაგრამ კაცური პარანოია ზოგჯერ არა მხოლოდ სასაცილო, არამედ უსარგებლოცაა. ორი, სამი და მეტი პრეზერვატივი ერთი სექსუალური აქტის დროს - საშინლად გამაღიზიანებელია და კაცების უგუნურობაზე მიანიშნებს. ყოველთვის არ ამართლებს ფრაზა: „რაც მეტი, უკეთესი“. 
 


3. როდესაც კაცი არ უსმენს პარტნიორ ქალს და თავისებურად მოქმედებს

ეს ჩვევა, ისევე როგორც ურთიერთობებში, სექსშიც გამაღიზიანებელი. საშოში კაცის თითის აგრესიული მოძრაობები G წერტილის საძიებლად - სასტიკად მტკივნეულია. ძვირფასო კაცებო, თითი არ არის პენისი! ქალებს ყოველ ჯერზე არ უნდა უწევდეთ ახსნა, რომ მანუალური (ხელით) მოფერება სხვანაირია.


4. სირბილით საშხაპეში სექსის შემდეგ

არსებობენ კაცები, რომლებიც სექსის პროცესის დასრულებისთანავე გიჟებივით გარბიან საშხაპეში. ამგვარ კაცებს ვუსურვებ, ისეთი პარტნიორი შეხვდეთ, რომელიც ყველა კოცნის შემდეგ კბილების გასახეხად გაიქცევა. რა თქმა უნდა, სექსის შემდეგ შხაპი შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს, რომ არაფერი ვთქვათ ჰიგიენურ ნორმებზე, თუმცა, გაუგებარია, რატომ უნდა თქვან კაცებმა უარი იმ სიამოვნებაზე, რომელიც ორგაზმის შემდეგაც თუნდაც რამდენიმე წუთი გრძელდება. ხომ შეიძლება, ჩაეხუტონ პარტნიორს, მოეფერონ მკლავებზე და მერე, ერთად გადაივლონ წყალი. 


 


5. შეკითხვის დასმა: „გაათავე?“

უკვე რამდენჯერ დავუმტკიცეთ სამყაროს, რომ ორგაზმი არ არის სექსის არსი და იმ შემთხვევაშიც, თუკი ორგაზმი ვერ განვიცადეთ, პლანეტა არ მოწყდება ღერძიდან. თანაც ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ხომ ორივეს გაუფუჭებს განწყობას და კაცი ამ დროს თავს უხერხულად იგრძნობს.


6. გააოცოს ქალი

სიურპრიზები ყველას უყვარს... თუ არა? მოკლედ, ზოგიერთ რამეზე სასურველია, თავიდანვე შეთანხმდეთ.  ბევრ კაცს სურს სექსუალურ თამაშში ოდნავი „ცეცხლი“ შეიტანოს და სექსის დროს მოულოდნელად მთელი ძალით ჩაავლებს ქალს ხელს თეძოებში ან უკანალს გაუწითლებს, რაც ქალებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია!


7. უსაქმურობა

ზარმაცი ადამიანი არავის უყვარს, განსაკუთრებით საწოლში. სამწუხაროდ, დღემდე შემორჩნენ ისეთი ეგზემპლარები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ. აქ მხოლოდ ერთი რჩევა შემიძლია მოგცეთ: თუკი გაიცნობთ სიმპათიურ, საყვარელ ბიჭს, მასთან სექსუალურ ურთიერთობას დასთანხმდებით, ის დაიწყებს გახდას, დაწვება ზურგზე, ზღვის ვარსკვლავივით მოკალათდება საწოლზე და გეუბნებათ: „მარტო ის მომწონს, როცა ქალი ზემოდანაა“, შეგიძლიათ, უპასუხოთ: „ზუსტად მესმის შენი, მეც ვგიჟდები, როდესაც კაცი ზემოდანაა“. 


 
8. „ჩაქუჩით კაკუნი“

კაცები, რომლებსაც უყვართ „ჩაქუჩით კაკუნი“, პარტნიორის სურვილს არ „უსმენენ“: უბრალოდ, გაუჩერებლად აკაკუნებენ, აკაკუნებენ და აკაკუნებენ. თან დარწმუნებულები არიან, თუკი დიდხანს გააგრძელებენ კაკუნს, ქალი აუცილებლად განიცდის ორგაზმს, შემდეგ კი დასვამენ შეკითხვას: „გაათავე?“ და ნასიამოვნები დაიძინებენ. 


ასეთ კოდალას ტიპის კაცებს უნდა ვუთხრათ, რომ სექსში მხოლოდ მისიონერული პოზა არ არსებობს. არის, მაგალითად, „დოგი სთაილი“ და კიდევ ის, რომ სექსუალური აქტი სამი საათი არ გრძელდება. 


9. გაუჩერებლად ლაპარაკი

აქ, პრინციპში, ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული. ვიღაცას მოსწონს „ბიძნური საუბრები“ სექსის დროს, ზოგს კი ყურში ჩაჩურჩულება ურჩევნია, ისიც - კომპლიმენტების. ქალს სექსის დროს გაუჩერებელი საუბარი აღიზიანებს და კონცენტრირებაში უშლის ხელს. კაცებო, არ შეიძლება წამში ერთხელ ახალი შეკითხვა დასვათ: მოგწონს? მითხარი, გინდივარ? გრძნობ, როგორ შემოვდივარ შენში? გახსოვდეთ, რომ სექსის დროს ამდენი შეკითხვის დასმა შეგრძნებებს ბლოკავს. ამიტომ დახურეთ პირი და აცადეთ ქალს სიამოვნების მიღება.


10. როცა კაცი „სექსმანქანას“ განასახიერებს


ამგვარი კაცები თითქოს მუდმივად რომელიღაც პორნოფილმის კასტინგში მონაწილეობენ. იზელენ სხეულზე ზეთებს, რომ კანი უბზინავდეთ, ისე კვნესიან სექსის დროს, თითქოს რევმატიზმი აწუხებთ და პარტნიორს ისე ატრიალებენ, როგორც ქათამს შამფურზე. ეს ყველაფერი სახალისო, მისაღები და საინტერესო, შესაძლოა, ერთხელ იყოს, მაგრამ მუდმივად - ნამდვილად არა!


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?