შესანიშნავი სექსი: 7 მომენტი, რომელთა დავიწყება არ შეიძლება

საკნატუნო ამბები

16 დეკემბერი 23:00, 2018 წელი

რა უნდა ვიცოდეთ სექსზე? საკუთარი პასუხი ყველას გვაქვს, მაგრამ არის გარკვეული პრინციპები, რომლებსაც სექსოლოგები ხშირად გვახსენებენ. აი, მაგალითად...

 

1. სექსი არ არის მხოლოდ ორგაზმი, მაგრამ...


ცნობილია, რომ კაცები, ქალებთან შედარებით, იშვიათად განიცდიან ორგაზმს, მაგრამ ბევრი კაცი ამ ფაქტს უკვე შეეგუა. ყოველთვის შესაძლებელია სტატისტიკის გაუმჯობესება. მაგალითად, ნუ მოახდენთ ფოკუსირებას მხოლოდ ორგაზმზე. გაამრავალფეროვნეთ სექსუალური ცხოვრება და ნუ იმოქმედებთ მუდმივად ერთი და იმავე სცენარით. სექსი ერთი პარტნიორის ორგაზმის შემდეგ არ სრულდება. 


2. ტკივილი - ეს ნორმაა


ზოგიერთი ქალი მიიჩნევს, რომ ტკივილი - სექსუალური გამოცდილების ნაწილი და ვაგინალური სექსის თანამგზავრია. თუმცა, ჯანსაღ ინტიმურ ცხოვრებაში ტკივილის ადგილი არ არის! თუკი არ გსიამოვნებთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს და გაესინჯეთ ინფექციებზე. არსებობს ფსიქოლოგიური ტკივილიც, რომელსაც შიში ან სხვა მიზეზები იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ფაქტორთან გამკლავება შესაძლებელია.


3. სექსში დასაშვებია ბევრი რამ


სექსუალურ ინტერესებში, ფანტაზიებსა და თამაშებში ნორმის პოვნა დროის ტყუილად კარგვაა. არსებობს ტაბუდადებული თემები, რომლებსაც საზოგადოება არ მიესალმება, ხოლო სხვა ყველაფერი დასაშვებია. ამიტომ, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს და მიიღეთ ახალი შეგრძნებები!



4. იკონტაქტეთ


არ არის აუცილებელი პარტნიორებს შორის სიტყვიერი კომუნიკაცია იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი სურვილები. ზოგიერთი წყვილისთვის ურთიერთობა მარტივია, ზოგიერთისთვის - რთული, თუმცა, სექსზე ხმამაღლა საუბრის არ უნდა გეშინოდეთ. სწორედ ამ კომუნიკაციის დახმარებით გაიუმჯობესებთ ინტიმურ ცხოვრებას.


5. არ არის აუცილებელი სექსი შეღწევით


ჩვეულებრივი სექსი - წყვილის ინტიმური გამოცდილების მხოლოდ მცირედი ნაწილია და ის აუცილებლად არსებობს ნებისმიერი სექსუალური აქტის დროს. უმჯობესია, მოახდინოთ სხვადასხვა ტექნიკის კომბინაცია, რომელიც ორივეს მოგწონთ და არ ინერვიულოთ, თუკი სექსი ყოველთვის არ იქნება სექსი ჩვეულებრივი გაგებით. 



6. „კარგი საწოლში“ - გაუგებარია


რთულია, წარმოუდგენლად კარგი იყოთ ისეთ საქმეში, რომელიც ორ ადამიანზეა დამოკიდებული, მათ კავშირზე, გამოცდილებაზე, ცოდნასა და ნდობაზე. სინამდვილეში - კარგი სექსი - ეს არის საკუთარი სხეულის მიღება, საკუთარი სექსუალურობით სიამაყე, ფანტაზიების სიმრავლე და საკუთარი სურვილების პარტნიორამდე მიტანა. 


7. ზოგჯერ შეიძლება „გადახვევა“


სექსუალური აქტის დროს კონცენტრირება შესანიშნავია და ხშირად, ამგვარი სესიები სასიამოვნო სექსუალურ გამოცდილებას გვაძლევს. თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც სექსის დროს ერთ-ერთი პარტნიორი კონცენტრირებას ვერ ახდენს და ფიქრობს, როგორ გამოიყურებიან, როდესაც პარტნიორი ორგაზმს განიცდის და ა.შ. და ესეც ნორმალურია! დროთა განმავლობაში ალბათ, მოგბეზრდებათ თავში მსგავსი ფიქრების შეშვება და როგორც კი შენიშნავთ, რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის სექსუალური აქტი სულელური ფიქრების გარეშე, მხოლოდ პროცესზე კონცენტრირდებით და სხვა დანარჩენზე სხვა დროს იფიქრებთ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?