ვარსკვლავთა საშობაო ტრადიციები

საკნატუნო ამბები

25 დეკემბერი 14:00, 2018 წელი

ვარსკვლავებიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და მათაც აქვთ თავიანთი ტრადიციები. განსხვავება ისაა, რომ ზოგჯერ მათი ტრადიციები ცოტა უცნაურად გამოიყურება.

კრისტი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი



მოდელ კრისტი ტეიგენს არაერთხელ მოუწონებია თავი ინსტაგრამზე თავისი კულინარიული მიღწევებით. და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვჯერა, რომ ის სამზარეულოშიც ისეთივე დედოფალია, როგორც კამერების წინ. თუმცა ლამაზმანს საშობაოდ ძალიან არ უყვარს გაზქურასთან ტრიალი, ამიტომაც საკვებს „მაკდონალდსში“ უკვეთს, როგორც ეს მისმა მეუღლემ ჯონ ლეჯენდმა ერთ-ერთ ინტერვიუში მოყვა.


ჯენიფერ გარნერი



ჯენიფერი ნაძვის ხის გვერდით ყოველ წელს დგამს კიდევ ერთ ხეს - ასე ვთქვათ, „მადლიერების ხეს“. ოჯახის წევრები პატარა ჩანაწერებს აკეთებენ, სადაც „მადლობას“ უხდიან გასულ წელს ყველაფრისთვის და შემდეგ ამ ფურცლებს „მადლიერების ხეზე“ კიდებენ. გარნერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, გახსოვდეს კარგი ამბები და მადლიერი იყო ამისთვის.


მიშელ და ბარაკ ობამები



ეს ტრადიცია მიშელმა დეიდებისგან „ისესხა“. ყოფილი პირველი ლედი იხსენებდა, რომ მის მრავალრიცხოვან ოჯახში ძნელი იყო ყველასთვის საჩუქრის გაკეთება, ამიტომაც მისმა დეიდებმა ეშმაკობას მიმართეს: პატარა საჩუქრები იყიდეს და მხოლოდ მათ ჩუქნიდნენ, ვინც დაიმსახურებდა. საჩუქრის დამსახურება კი არც ისე რთული იყო - ამისთვის უნდა გეცეკვა, გემღერა, ლექსი გეთქვა და ა.შ. მიშელი გამოტყდა, რომ ერთხელ სპორტული რგოლიც კი ატრიალა, ქმრისგან სანუკვარი ზარდახშა რომ მიეღო.


ემილი ბლანტი და ჯონ კრასინსკი



მეზობლების გამასხარავება ამ წყვილს ტრადიციად არც ისე დიდი ხნის წინათ ექცა - მას შემდეგ, რაც მათ მეზობლად ჯიმი კიმელი და მისი მეუღლე მოლი გადმოვიდნენ. ერთხელ კრასინსკიმ კიმელის მანქანა სასაჩუქრე ქაღალდით შეფუთა და თავის საჩუქრად გაასაღა, ვალში არც ტელეწამყვანი დარჩა - მომავალ წელს მანაც იგივე ტრიუკი გაიმეორა, ოღონდ ამჯერად ჯონისა და ემილის სახლი შეიფუთა სასაჩუქრე ქაღალდით.


ბლეიქ ლაივლი



მსახიობის საყვარელი საახალწლო ტრადიციაა, შეკრიბოს თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი ერთ დიდ საწოლზე და მათთან ერთად მთელი ღამე იქაქანოს. ზოგჯერ მათი ეს ჭორაობა დილის 7 საათამდე გრძელდება. ბლეიქი კი გაოცებული რჩება, რანაირად ეტევა ამდენი ადამიანი ერთ საწოლზე და რანაირად შეუძლიათ ამდენ ხანს ლაპარაკი, მაგრამ ის აღმერთებს ამ საშობაო ტრადიციას.


მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი



ამ ვარსკვლავურ წყვილს საშობაოდ კეთილი საქმის კეთების ტრადიცია აქვს. ისინი არ ჩუქნიან საკუთარ შვილებს საჩუქრებს და ნათესავებსაც სთხოვენ, მათ მიბაძონ. მილა და ეშტონი იმის ნაცვლად, რომ უაიტსა და დიმიტრის სათამაშოები, ტკბილეული და ათასგვარი სუვენირი უყიდონ, ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავენ.


ევა ლონგორია



დღესასწაულებზე ევა ლონგორიას თავისი დიდი მექსიკური ოჯახი ელის. მსახიობი, ახლობლებთან ერთად, ყოველწლიურად ამზადებს „ტამალესს“ - ერთგვარ მექსიკურ კერძს, რომელიც ძალიან ჰგავს შიგთავსიან რულეტს. ევა ამბობს, რომ ეს საქმიანობა რაღაცით კონვეიერს ჰგავს, სადაც მეგობრული და შეთამაშებული გუნდის გარეშე ვერაფერს გახდები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?