როგორ იცვლებოდა ნაძვის ხისა და სათამაშოების მოდა 100 წლის განმავლობაში

საკნატუნო ამბები

1 იანვარი 13:00, 2019 წელი

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინაც კი, როცა უკვე დიდი ხანია ბავშვობას დაემშვიდობე...

დეკორატორები ამბობენ, რომ ნაძვის ხის მორთვის მოდა ყოველი ოთხი წლის შემდეგ ბრუნდება, აი, რეტრო სტილი კი არასოდეს გადადის მოდიდან. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ, ძველი „საოჯახო“ სათამაშოები დაკიდოთ ნაძვის ხეზე თუ ახლები იყიდოთ.


ცოტა რამ საახალწლო ნაძვის ხის ისტორიიდან



ნაძვის ხის მორთვის მოდა ევროპაში მე-16 საუკუნეში შემოვიდა. მას ტკბილეულით რთავდნენ: შაქარყინულით, ხილით, ორცხობილებითა და ვაფლით. გირლანდებად სანთლებს იყენებდნენ. მე-17 საუკუნეში გაჩნდა დღევანდელის მსგავსი სათამაშოები: მოოქროვილი გირჩები, ლატუნის ფიგურები.


პირველი საახალწლო ბურთები მე-17 საუკუნეში გერმანიაში გააკეთეს. სათამაშოების წარმოება დაიწყეს ჩეხეთშიც, პოლონეთშიც, რუსეთშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მოდაში იყო სათამაშოებით დამძიმებული, მდიდრული ნაძვის ხეები.


მე-20 საუკუნიდან მინიმალიზმი და ტექნოლოგიური სიახლეები შესთავაზა გერმანიამ მომხმარებელს. გერმანული ქარხნები დირიჟაბლის, ეკიპაჟის, მუსიკალური ინსტრუმენტების ფორმის სათამაშოებს ამზადებდნენ. რუსეთში პოპულარული იყო ბურთები, მძივები, ნაჭრისა და ბამბის სათამაშოები.


30-40-იანი წლების ნაძვის ხე



პირველი მსოფლიო ომის პერიოდში რუსეთში ნაძვის ხეებს არ რთავდნენ. ეს ტრადიცია გერმანიიდან მოდიოდა, გერმანია კი მტერი იყო. არც 20-იან წლებში მიესალმებოდნენ დიდად ნაძვის ხის მორთვას - მას „ბურჟუაზიულ გადმონაშთად“ მიიჩნევდნენ. ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნა საბჭოთა სივრცეში 30-იანი წლებიდან დაიწყეს, და მას უკვე არა საშობაო, არამედ საბჭოთა დღესასწაულს უწოდებდნენ. ნაძვის ხის მორთვის კულტურა დაბრუნდა, ოღონდ თემატიკა შეიცვალა. აქტუალური იყო ბურთები რევოლუციის ბელადთა პორტრეტებით, რევოლუციური სიმბოლოების სათამაშოები, პარაშურისტები და ჩრდილოეთის დამპყრობლები. ევროპასა და ამერიკაში კი ამ პერიოდში პოპულარული იყო კლასიკური საშობაო სიმბოლოები, მსხვილი ნათურები.



მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საახალწლო დღესასწაული გამარჯვების იმედს უსახავდა საბჭოთა ადამიანებს და ყველა ცდილობდა, ნაძვის ხე მოერთო. ამ „საომარ“ ნაძვის ხეებზე ეკიდა სათამაშო ჯარისკაცები, ტანკები, პისტოლეტები, ხუთქიმიანი ვარსკვლავები.



ომისშემდგომ მძიმე პერიოდში საბჭოეთში ნაძვის ხეებს ხილითა და ბოსტნეულით რთავდნენ. გამოჩნდნენ ზღაპრული პერსონაჟები: თოვლის ბაბუა და ფიფქია, ექიმი აიბოლიტი, ტყის მხეცუკები და ჩიტები.




ევროპაში პოპულარული იყო მუყაოს ორმხრივი სათამაშოები. ასევე, არომატული თაფლაკვერები.



50-60-იანი წლების საახალწლო მოდა



ევროპაში მინიმალიზმის ერა დადგა, პოპულარული გახდა უბრალო ბურთები, წარმოებაში ჩაუშვეს ახალი მასალა - პარალონი. და სწორედ ამ დროიდან დაიწყეს მინის სათამაშოების პლასტიკურით შეცვალა. ამერიკასა და საბჭოთა კავშირში მოდაში შემოვიდა ვერცხლისფერი ნაძვები, მინიმალური დიზაინით.



სხვადასხვა ფერის მინის გირლანდები - 50-იანების მოდა.



საბჭოთა კავშირში ფილმ „საკარნავალო ღამის“ გამოსვლის შემდეგ პოპულარული გახდა საათის ფორმის სათამაშოები, რომლებზეც დრო 23:55-ზე იყო გაჩერებული.



60-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა მოქალაქეები ნაძვის ხეზე სიმინდისა და რაკეტის ფორმის სათამაშოებს კიდებდნენ - სოფლის მეურნეობა და კოსმოსი მთავარი და მუდმივად განხილვადი თემები იყო.




გამოჩნდა პირველი ელექტრონული გირლანდები - ფერადი და მოციმციმე მსხვილი ნათურები.



70-80-იანი წლების მოდა



ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში სათამაშოების ახალ-ახალი ფაბრიკები იხსნებოდა და ამიტომაც ინდივიდუალიზმი სადღაც დაიკარგა... ყველა ერთნაირ ბურთებსა და გირჩებს, ყინულის ლოლუებსა და ზანზალაკებს უშვებდა.




მოდური გახდა სათამაშოები თავისავე საკიდით, სხვადასხვა ფერის „წვიმები“, ფუმფულა სათამაშოები. დაბრუნდა მე-20 საუკუნის დასაწყისის მოდა, იმ გაგებით, რომ ისევ დაიწყეს ნაძვის ხეების მდიდრულად მორთვა - ამდენ სათამაშოში ნაძვის ხე აღარც კი ჩანდა.



80-იანი წლების ბოლოს ადამიანები ჰოროსკოპებმა გაიტაცა და არ შეიძლება, ეს სათამაშოებზეც არ ასახულიყო. გამოჩნდა სათამაშოები ზოდიაქოს ნიშნებითა და წლის სიმბოლოებით, რომლებიც ახლაც მოდურია.



90-იანებისა და მილენიუმის ნაძვის ხე



90-იან წლებში გამოჩნდა ხელნაკეთი სათამაშოები.



მოდაში შემოვიდა რეტრო და ბებიების სკივრებიდან ამოალაგეს 40-იანი წლების ბამბისა და მინის სათამაშოები. შედარებით თანამედროვეებიდან პოპულარული იყო ბურთები „შუაგულით“.



2000 წლიდან მოდაში შემოდის ნაძვის ხის ორ ფერში მორთვა, მაგალითად, ოქროსფერი და წითელი ბურთებით, ან ლურჯით და ვერცხლისფერით. მოდიდან გადავიდა საბჭოთა თემატიკის სათამაშოები, თუმცა ბოლომდე მაინც არ გამქრალა.



ევროპაში პოპულარული იყო „ყინულის სათამაშოები“ და უბრალო, გამჭვირვალე ბურთები. ამერიკაში კვლავაც შენარჩუნდა ტრადიცია: ფერადი მსხვილი ბურთები, ტკბილეული და რაც შეიძლება ბევრი გირლანდა.



თანამედროვე ტენდენციები: მოდაშია ყველაფერი



თანამედროვე ტენდენციით აბსოლუტური თავისუფლება ცხადდება - ყველას შეუძლია, საკუთარ შემოქმედებით ფანტაზიას გასაქანი მისცეს. თუმცა მინიტრენდები მაინც ყოველ წელსაა. ეს უკვე სათამაშოს ან სტილის არჩევაზეა დამოკიდებული. 2019 წლისთვის მოდურია სპირალური ნაძვის ხე, ერთ ფერში.



საინტერესოა, რომ მოდის ცვალებადობა გავლენას არ ახდენს ტრადიციულ სათამაშოებზე, რომლებიც ყველა ქვეყანას თავისი აქვს. და ასევე, ისეთებზე, რომლებიც ბედნიერების მომტანებად მიიჩნევა.



მაგალითად, გერმანიაში ასეთია მაკნატუნა, სკანდინავიის ქვეყნებში - საახალწლო თხა, ფინეთში - სანთლები და დროშები, ბრაზილიაში - ბამბის ქულა, ამერიკაში - ანგელოზის ფიგურა, იაპონიაში - ხელით შეკერილი ტემარის ბურთები.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?