16 გასაოცარი საახალწლო ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

საკნატუნო ამბები

6 იანვარი 19:00, 2019 წელი

ყვითელი ტრუსები, ქვაბების ხმაური, სახელების შეცვლა - ახალი წელი ნამდვილად ინტერნაციონალური დღესასწაულია და მას ყველა ქვეყანა თავისებურად აღნიშნავს. 

  • 1. კოლუმბია

    კოლუმბიაში მოგზაურობის მოყვარულები შუაღამისას გადიან ქუჩებში სასეირნოდ ცარიელი ჩემოდნებით. მათ სჯერათ, რომ ამგვარად მთელ წელს სასიამოვნო მოგზაურობაში გაატარებენ.
     

  • 2. ფილიპინები

    ახალი წელი ფილიპინებზე ერთ დიდ ფოიერვერკს ჰგავს. 31 დეკემბრის ღამეს ყველა ოთახში ანთებენ შუქს და საზეიმო ილუმინაციებს. გარდა ამისა, 31 დეკემბრის საღამოს აღებენ კარადებსა და კარებს. მათ სჯერათ, რომ ამგვარად სახლში იღბალი შემოდის. 
     

  • 3. ელ-სალვადორი

    აქ კი ახალ წელს კვერცხის დახმარებით მკითხაობენ. ქათმის კვერცხს ტეხენ თასში, ტოვებენ მთელი ღამით ფანჯრის რაფაზე, ხოლო დილას აკვირდებიან, რა ფიგურები გამოისახა. ელ-სალვადორის მოსახლეობას სჯერა, ყველაფერი, რაზეც თასში გამოსახული ფიგურები მიანიშნებს, მთელი წლის განმავლობაში ასრულდება.

     

     

  • 4. ბრაზილია

    ახალი წლის ღამეს ბრაზილიელები თეთრ ტანისამოსს იცვამენ. ამგვარად, ბოროტ სულებს განდევნიან. ასევე, ტალღებს ახტებიან და მიიჩნევენ, რომ, თუკი 7 ტალღას გადაახტებიან, მთელი წელი იღბალი არ მიატოვებთ.

     
  • 5. ავსტრალია

    ავსტრალიაში ახალ წელს ხმაურიანად და მხიარულად ეგებებიან. როგორც კი საათი 12-ს მიუახლოვდება, მოსახლეობა ხმამაღლა ულოცავს ერთმანეთს, ახმაურებენ ქვაბებსა და დოლებს, სტვენენ ან, უბრალოდ, ყვირიან. ამგვარად ავსტრალიელები ახალ წელს სტუმრად ეპატიჟებიან.

     

     

  • 6. არგენტინა

    არგენტინის მოსახლეობას სჯერა - მას, ვინც ახალ წელს ვარდისფერ საცვალში შეხვდება, აუცილებლად გაუმართლებს სიყვარულში. ხოლო იმისთვის, რომ მთელი წელი კარგი განწყობა ჰქონდეთ, აუცილებლად უნდა გადადგან მარჯვენა ფეხი წინ.

     

  • 7. ჩილე

    იმისთვის, რომ ჩილეს მოსახლეობას მთელი წელი ფინანსურად და სამსახურებრივად წარმატებული ჰქონდეს, აუცილებლად მიირთმევენ ახალი წლის ღამეს ერთ კოვზ ოსპს.  

  • 8. შოტლანდია

    შოტლანდიურ ფოლკლორში არსებობს ასეთი ფრაზა - „First foot“, რაც ითარგმნება, როგორც „პირველი ნაბიჯი“. საუბარია პირველ სტუმარზე, რომელიც სახლის კარს შეაღებს ახალი წლის ღამეს. სტუმარი აუცილებლად უნდა იყოს საჩუქრებით დატვირთული, რომ ოჯახს მთელი წელი იღბლიანი ჰქონდეს. საჩუქრებს შორის არის ფული, პური, ნახშირი, მარილი ან ვისკი.

      

  • 9. თურქეთი

    თურქეთში ახალი წლის ღამეს აივნიდან ბროწეულებს ისვრიან. რაც უფრო წვნიანი აღმოჩნდება ბროწეული, მით უფრო მდიდრული და ნაყოფიერი წელი ელოდება ოჯახს. 

     
  • 10. კუბა

    კუბის მოსახლეობამ შუა ღამემდე უნდა მოასწროს სახლში არსებული ყველა ჭურჭლის წყლით ავსება, რათა ახალი წლის პირველივე წუთებში სახლის კართან წყალი მოასხან. ასეთივე ტრადიციაა ურუგვაიშიც.

     
  • 11. ვენესუელა

    ამ ქვეყნის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ის, ვინც ახალი წლის ღამეს ყვითელ საცვალში შეხვდება, მთელი წლის მანძილზე ნებისმიერ სფეროში წარმატებული იქნება. 

  • 12. გვატემალა

    გვატემალას მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ ახალი წლის ღამეს შეუძლიათ, ფინანსური სიძლიერე მიიზიდონ. ამისთვის, შუაღამისას გადიან ქუჩაში და ზურგს უკან 12 მონეტას ისვრიან.

     

  • 13. ბულგარეთი

    ტრადიციულად, ახალი წლის ღამეს, 12 საათის შემდეგ სახლებში აქრობენ შუქს 3 წუთით. ამ სამი წუთის განმავლობაში არ წარმოთქვამენ სადღეგრძელოებს, უბრალოდ, ერთმანეთს კოცნიან. თუკი ამ დროს ვინმე მაგიდასთან დააცემინებს, ბულგარეთის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ ეს წარმატებისა და კეთილდღეობის ნიშანია. 

  • 14. ინგლისი

    ახალ წელს ტრადიციულად ინგლისში სახლებს სპეციალური მცენარით - ფითრით ალამაზებენ. ახალი წლის ღამეს კაცს შეუძლია, აკოცოს ნებისმიერ ქალს, რომელიც ფითრის ქვეშ დგას. 

     
  • 15. ესპანეთი

    ამ ქვეყნის მოსახლეობა ახალი წლის ღამეს მიირთმევს 12 მარცვალ ყურძენს. თითო ზარის დარეკვაზე თითო ცალს.  

  • 16. მიკრონეზია

    ამ ქვეყანაში კი ახალი წლის ღამეს მიღებულია სახელის შეცვლა, ოღონდ ეს ყველაფერი საიდუმლოდ ხდება, რათა ბოროტმა სულებმა შეცვლილი სახელი არ გაიგონ. ოჯახის წევრები თავიანთ ახალ სახელებს ახალი წლის ღამეს ერთმანეთს ყურში უჩურჩულებენ.  

წყარო
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სად თამაშობს ყველაზე მეტი მომხმარებელი ნარდს, ბურას, და დომინოს ონლაინ

ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.
იცით თუ არა...

„ისპანკა“ ფოტოებში - ვირუსი, რომელიც ახალგაზრდებს „ერჩოდა“

ერთ დღეს, აშშ-ს არმიის ფორტ-რაილის ბაზაზე (კანზასის შტატი) სამხედრო ჰოსპიტალს რიგითმა ჯარისკაცმა ალბერტ გიტჩელმა ყელის ტკივილით, ხველით და შემცივნებით მიაკითხა. 
დღის ჰოროსკოპი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

რატომ დადიან ნიღბით ზოგ ქვეყანაში მასიურად და ზოგან - იშვიათად?

სცადეთ და გაიარეთ ნიღბის გარეშე ჰონგ-კონგში, სეულსა ან ტოკიოში - ყველგან იგრძნობთ მტრულ და არამეგობრულ მზერას.
ურთიერთობა

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში დისტანციურად მუშაობამ?

ამ გამოკითხვამ, რომელიც „ფანთაიმმა“ თავის მეგობრებსა და მკითხველებს შორის ჩაატარა, დისტანციური მუშაობის საინტერესო მხარეები დაგვანახა...
ამბები

უმსხვილესმა ფეისბუქ-ჯგუფმა „მოგზაურთა კლუბმა“ StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში StopCov 20 000-მდე ლარი ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ფეისბუქ-ჯგუფმა მოგზაურთა კლუბმა (Cheap Travel Georgia) გადარიცხა.
დღის ჰოროსკოპი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აპრილილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

დღეიდან ,,მაგნიტის“ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

„მაგნიტში“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვით, მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრულ პროდუქტს შეიძენს და სპეციალურად გამოყოფილ კალათში მოათავსებს.
ამბები

„არქიმ“ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა

დღეს „არქი“ მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 1000 ცალი N95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა. გარდა ამისა, დამატებით „არქიმ“ კიდევ 1000 რესპირატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადასცა.
კინო

კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს - ნახეთ ფილმის ტრეილერი (ვიდეო)

ფილმი გადაიღო ირანული წარმოშობის კანადელმა რჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ, რომელმაც დრამას „Corona“ უწოდა.