ფოტოგრაფი სონია სიეფი უკვე 20 წელია, გატაცებულია ფოტოგრაფიით. მუშაობს მოდურ, პორტრეტულ და ნიუ ჟანრებში. კარიერა სხვადასხვა გაზეთებთან თანამშრომლობით დაიწყო. თანდათანობით კი მისი ნამუშევრები ისეთ ცნობილ ჟურნალებში იბეჭდებოდა, როგორებიცაა „ვოგი“ და „ელე“.
2017 წლის გაზაფხულზე სონიამ გამოაქვეყნა ფოტოპროექტი სახელწოდებით „ფრანგი ქალები“ (Les Françaises), რომელიც 155 ნიუ ფოტოსგან შედგებოდა. ფოტოებზე მოდელები დახურულ და ღია სივრცეში შიშვლები პოზირებდნენ.
ფოტოგრაფმა თავისი ნამუშევრები ზოგადად ქალებს, სხეულის სილამაზესა და სიშიშვლეს მიუძღვნა.