თუკი სექსუალური ცხოვრება სიხარულს არ განიჭებთ

საკნატუნო ამბები

11 იანვარი 23:00, 2019 წელი

პირადი სექსუალური ცხოვრება არ გაბედნიერებთ? ნუ იჩქარებთ გამოუცდელი პარტნიორის დადანაშაულებას. შესაძლოა, თქვენი დაუკმაყოფილებლობის მიზეზი ჰორმონალური ფონის დარღვევა იყოს.

ესტროგენი


ესტროგენი - ეს არის ყველაზე „ქალური“ ჰორმონი, რომელიც კაცების ორგანიზმშიცაა, მაგრამ ქალებთან შედარებით ბევრად ნაკლები კონცენტრაციით. სწორედ ესტროგენია პასუხისმგებელი სექსუალურ აღგზნებასა და ბავშვის გაჩენის უნარზე. მენსტრუალურ ციკლამდე ესტროგენის რაოდენობა ყოველთვის მცირდება და წარმოიქმნება ე.წ. პრემენსტრუალური სინდრომი: როდესაც ქალი გაღიზიანებულია და სექსისკენ მიდრეკილებას კარგავს. ჯანმრთელ ორგანიზმში ესტროგენის დონე ციკლის ოვულაციის ფაზაში კვლავ იმატებს. თუკი დაკუნთული მამაკაცის შიშველი სხეული უკვე დიდი ხანია თქვენში ემოციებს არ იწვევს, იქნებ ესტროგენის დონე გადაიმოწმოთ? სწორედ მისი შემცირებაა მიზეზი ლიბიდოს დაქვეითებისა და სექსუალური აქტის დროს სიმშრალისა. ამასთანავე, არსებობს ერთი საინტერესო კანონზომიერება: რაც უფრო რეგულარულია სექსუალური ცხოვრება, მით უფრო მცირდება ესტროგენის დონე. ამ ჰორმონზე მოქმედებს თქვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. სტრესი და შფოთვა იწვევს ადრენალინისა და კორტიზოლის გამოდევნას ორგანიზმიდან, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უშლის ესტროგენის გამომუშავებას. ასე რომ, აიღეთ დაუგეგმავი შვებულება თუნდაც რამდენიმე დღით, გაიკეთეთ სხეულის მოსადუნებელი მასაჟი და გაიხსენეთ ყველაზე ცხელი ღამეები.


დოფამინი


ეს ის ჰორმონია, რომელიც ჩვენს მოტივაციასა და მიზნების მიღწევას ხელს უწყობს. მისი დახმარებით შეყვარებული ქალი მზად არის, საყვარელ კაცს სამყაროს დასალიერამდე გაეკიდოს და ციდან ვარსკვლავები მოუწყვიტოს. რაც უფრო გაურკვეველია მოქმედების შედეგი, მით უფრო მეტ დოფამინს გამოიმუშავებს ორგანიზმი. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, თუკი ფიქრობთ, რომ ზედმეტად მოეშვით ან თუკი ღამის კლუბში ბრუტალურ უცნობთან ფლირტი იმაზე მეტად აღგაგზნებთ, ვიდრე ცოლქმრული სექსი. დოფამინის „აფეთქების“ მომენტში აუცილებლად იგრძნობთ აღგზნებას და სითბოს მუცლის ქვედა არეში, რადგან ამ დროს სისხლის ნაკადი ძლიერად მიეწოდება ორგანოებს. ამ ჰორმონის დონის შემცირება ინტერესის დაკარგვასა და ემოციურ ჩაკეტვას იწვევს. საყვარელი ადამიანის მორალური მხარდაჭერა, აღტაცება და თქვენი სოციალური წარმატებების აღიარება - ყველაზე საიმედო საშუალებაა დოფამინის ნორმაში მოსაყვანად.


ოქსიტოცინი


მას სიახლოვის ჰორმონსაც უწოდებენ, რადგან ოქსიტოცინის დახმარებით განვიცდით ნაზ გრძნობებს ახლობელი ადამიანების მიმართ და... ორგაზმს. ოქსიტოცინის დონის მომატება მეგობრულმა ხელის ჩამორთმევამ ან მეგობრის ლოყაზე კოცნამაც შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ეს ჰორმონი ასტიმულირებს ენდორფინის გამომუშავებას, რომელსაც „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. ის, თუ რამდენად ახლოს ხართ სულიერად პარტნიორთან, პირდაპირ დამოკიდებულია, შეძლებთ თუ არა სიამოვნების პიკს მიაღწიოთ მასთან სექსის დროს. ამიტომ, პირველ რიგში, მოაწესრიგეთ თქვენი ემოციური კავშირი. დაიწყეთ ჩვეულებრივი შეხებით დღის განმავლობაში: ჩაეხუტეთ საყვარელ მამაკაცს, სანამ ის არომატულ ყავას ხარშავს, აკოცეთ, სანამ ის სამსახურში წავა. ოქსიტოცინის გამომუშავებას ხანგრძლივი გულახდილი საუბრებიც უწყობს ხელს. მოკლედ, რაც უფრო მეტად განიხილავთ კანტის ფილოსოფიას ბოკალ ღვინოსთან, მით უფრო სასწაული ორგაზმი გაქვთ, და სხვათა შორის, სწორედ ოქსიტოცინის დამსახურებაა ის, რომ სექსის შემდეგ პარტნიორის ჩახუტებისა და მასთან გაუჩერებელი საუბრის სურვილი გიჩნდებათ. კაცებში ორგაზმის შემდეგ ოქსიტოცინის დონე, პირიქით, მცირდება, ამიტომ სიამოვნების პიკის შემდეგ მათ მხოლოდ სიგარეტის მოწევა და სიჩუმე აბედნიერებთ.


ენდორფინები


თუკი სექსის დროს დისკომფორტს განიცდით და ტკივილის შეგრძნება გაქვთ, ხოლო ექიმთან ხშირი ვიზიტი უშედეგოა, იქნებ „ბედნიერების ჰორმონს“, იგივე ენდორფინებს დაუთმოთ ყურადღება. ოქსიტოცინისა და ენდორფინის კოქტეილი ეხმარება ქალს სექსის დროს სიამოვნების მიღებაში. ასევე, ენდორფინი იწვევს ეიფორიისა და ბედნიერების შეგრძნებას. გასაკვირი არ არის, რომ სექსის დროს ასე ძალიან გვსურს, გამოვტყდეთ სიყვარულში და ვიყოთ ნაზები. ენდორფინის დონეზე სტრესი და ცუდი განწყობა ნეგატიურად აისახება. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება ენდორფინის დონეს მკვეთრად აგდებს, მაგრამ ენდორფინი იწვევს შეჩვევასაც: დოპინგის გარეშე „ბედნიერების ჰორმონი“ თავისთავად აღარ გამომუშავდება. ცეცხლოვანი ღამის წინ ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება არ არის საუკეთესო იდეა, თუმცა სასიამოვნო სიახლეც გვაქვს: სპორტით რეგულარული დაკავება, სიცილი და სწორი კვება ჰორმონალური ფონის მოწესრიგებას უწყობს ხელს. დაამატეთ რაციონში შოკოლადი, ავოკადო, ბანანი, მარწყვი, მოხვიეთ საყვარელ ადამიანს ხელი და ეწვიეთ კინოთეატრს კომედიური ჟანრის ფილმის სანახავად.


ადრენალინი


თუკი თქვენი ინტიმური ცხოვრება მხოლოდ მისიონერული პოზით შემოიფარგლება, ხოლო სექსის დროს ელექტრონულ ფოსტასა და ანგარიშებზე ფიქრობთ, იქნებ ჰორმონალურ კოქტეილს უფრო მეტი ადრენალინი დაამატოთ. მისი დახმარებით  ემოციების ზღვას მიიღებთ. სხვათა შორის, თუკი ორგაზმს ვერ განიცდით, ადრენალინის დონე მაინც მოიმატებს, ხოლო თქვენ აგრესიული და განერვიულები დარჩებით. სცადეთ სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება და შეეცადეთ, ყველაზე ფარული ეროტიკული სურვილები განახორციელოთ. მაგალითად, თუკი სექსით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაკავდებით, ადრენალინის აფეთქებას იგრძნობთ და შესაბამისად, მძაფრი შეგრძნებების ქარიშხალში გაეხვევით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?