კრიმინალი ვარსკვლავები, რომლებმაც ციხეებში წლები გაატარეს

საკნატუნო ამბები

14 იანვარი 13:00, 2019 წელი

ვარსკვლავთა შორისაც არიან ნამდვილი კრიმინალები, როლებმაც სასჯელის სერიოზული ვადები მოიხადეს ციხეებში, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეძლეს, სამუშაოსა და „კანონიერ“ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.

მარკ უოლბერგი
მსახიობი, 47 წლის



მარკის თქმით, ახალგაზრდობაში ის დაახლოებით 25-ჯერ მოხვდა პოლიციის განყოფილებაში ჩხუბისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის, 1988 წელს კი 16 წლის მარკი მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს და 2 წელი მიუსაჯეს: მომავალმა ვარსკვლავმა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ აფთიაქი გაძარცვა და ორი ადამიანი დაჭრა. „მე დავიმსახურე ციხე და როგორც იქნა, მივხვდი, რომ ეს სულაც არ იყო ის, რაც მინდოდა. ეს იყო ყველაზე უარესი ადგილი, სადაც შეიძლება მოხვდე, და მე არ მინდოდა იქ დაბრუნება“, - ჰყვებოდა მსახიობი Daily Mail-თან ინტერვიუში. მაგრამ მარკს წარსული მაინც ახსენებდა თავს: ვადაზე ადრე განთავისუფლების შემდეგ (ის 45 დღე იჯდა ციხეში) უოლბერგი რამდენჯერმე ჩხუბში ისევ ჩაითრიეს.


რობერტ დაუნი-უმცროსი
მსახიობი, 53 წლის



გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, როცა კრიტიკოსები დაუნი-უმცროსს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა მსახიობად ასახელებდნენ, რობერტი, ცნობილი მამის მსგავსად, ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული. 1996 წელს მსახიობს სამწლიანი პირობითი სასჯელი და იძულებითი მკურნალობა შეუფარდეს. ერთი წლის შემდეგ კი, როცა სავალდებულო შემოწმებაზე (ტესტი ნარკოტიკებზე) არ გამოცხადდა, ნახევარი წელი ციხეში გაატარა. 1999 წელს მსახიობმა ახალი სასჯელი მიიღო და ამ შემთხვევაში უკვე რეალური. თუმცა სანიმუშო ყოფაქცევისთვის სამწლიანი პატიმრობიდან მხოლოდ ერთი წელი იჯდა ციხეში.


„ჩემი აზრით, ჰოლივუდში ჯობია. ახლა ძნელად გაიხსენებს ვინმე, რომ მე ოდესღაც ციხეში ვიჯექი, - იუმორით იხსენებს მსახიობი წარსულს, - სინამდვილეში ციხეში ყველაფერი ნორმალურად იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ ზედამხედველს, რომელმაც მაიძულა, მისი სცენარი წამეკითხა მარტორქებზე“.


ლილ კიმი
რეპის შემსრულებელი, 43 წლის



10 წლის წინათ ლილ კიმს 1 წელი მიუსაჯეს ცრუმოწმეობისთვის: გოგონამ დამალა ფაქტი 2001 წელს მომხდარი სროლების შესახებ, რომელშიც მისი კოლეგები მონაწილეობდნენ - D-Roc-ის მენეჯერი და Gutta-ის პირადი მცველი.


მაიკ ტაისონი
მოკრივე, 52 წლის



1991 წელს ტიტულოვანი სპორტსმენი „მის შავი ამერიკის“, 18 წლის დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. იმ დროისთვის ტაისონი დეპრესიაში იყო პროფესიული წარუმატებლობის გამო - ის ჯეიმს დუგლასთან ბრძოლაში დამარცხდა. სასამართლომ ტაისონი გაამტყუნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ბევრი საკამათო მომენტი იყო, რომლებიც მიუთითებდა, რომ სექსი ორმხრივი თანხმობით მოხდა. მოკრივეს 6-წლიანი ციხე მიუსაჯეს, საიდანაც სამი გისოსებსმიღმა გაატარა. განთავისუფლების შემდეგ მაიკ ტაისონმა ისლამი მიიღო. „როცა ციხიდან გამოვედი, არაფერი მინდოდა, აბაზანის მიღების გარდა. მინდოდა მთელი ეს ჭუჭყი ჩამომერეცხა“, - აღიარა მოკრივემ ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ.


ტუპაკ შაკური
რეპერი, 1971-1996



საკულტო რეპერი ტუპაკ შაკური პირველი მუსიკოსი იყო, ვინც ალბომი (Me Against the World, 1995 წელი) ციხეში მყოფმა გამოსცა. პატიმრობაში ტუპაკმა დაქორწინებაც მოასწრო - მან ცოლად მოიყვანა კეიშა მორისი, რომელსაც განთავისუფლებისთანავე გაშორდა. მაიკ ტაისონის მსგავსად, ტუპაკზეც იყო საქმე აღძრული გაუპატიურების ბრალდებით. ციხიდან გამოსვლიდან ერთ წელში შაკური გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.


ტომი ლი
დრამერი, 56 წლის



1998 წელს მუსიკოსმა 4 თვე გაატარა ციხეში ცოლის, პამელა ანდერსონის ცემისთვის. მიუხედავად ამისა, ტომის განთავისუფლების შემდეგ მეუღლეები შერიგდნენ.


უესლი სნაიპსი
მსახიობი, 56 წლის



„ბლეიდისა“ და „შეუჩერებელნის“ ვარსკვლავი, სულ რაღაც, 2 ლის წინათ გამოვიდა ციხიდან: მსახიობმა სამწლიანი სასჯელი გადასახადების გადაუხდელობისთვის მოიხადა. სპეისმა სახელმწიფოს 15 მილიონი დოლარი დაუმალა, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელი მიიღო.


50 ცენტი
რეპერი, 43 წლის



1994 წელს მომავალი რეპერი ნარკოტიკების შენახვისთვის დააპატიმრეს და სამი წელი მიუსაჯეს, საიდანაც ციხეში 6 თვე გაატარა. კრეკის გაყიდვის „საოჯახო ბიზნესი“ კერტის ჯეკსონმა (რეპერის ნამდვილი სახელი და გვარი) დედისგან საბრინასგან „მემკვიდრეობით მიიღო“, რომელმაც ის 15 წლისამ გააჩინა და 23 წლისა გარდაიცვალა.


დენი ტრეხო
მსახიობი, 74 წლის



„მაჩეტეს“ ვარსკვლავი ამ ჩამონათვალში ყველაზე სერიოზული „ზეკია“. ძარცვისა და ნარკოტიკებისთვის ტრეხომ ციხეში, მთლიანობაში, 11 წელი გაატარა. სანამ თავის „კრიმინალურ კარიერას“ დაიწყებდა, ტრეხო მოკრივეობას გეგმავდა, თუმცა ბედისწერამ სხვაგვარად ინება. 1985 წელს ნაცნობმა ანონიმური ნარკომანების ჯგუფიდან ტრეხოს ბოევიკ „ლტოლვილ მატარებელში“ ერთ-ერთი პატიმრის როლი შესთავაზა. აღმოჩნდა, რომ ამ ფილმის სცენარისტი ედვარდ ბანკერი ტრეხოს თაყვანისმცემელი იყო იმ დროიდან, როცა ის რინგზე გამოდიოდა. მომავალი მსახიობი ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ერიკ რობერტსისთვის პირად მწვრთნელად დაიქირავეს. და მას შემდეგ ქარიზმატულმა ტრეხომ უამრავი წინადადება მიიღო. თავის მხრივ, მსახიობი არასოდეს ამბობს უარს კოლეგების დახმარებაზე და ნარკოტიკების მავნებლობაზე სკოლებში ლექციის წაკითხვაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?