ვარსკვლავები, რომლებიც გადაღებებზე უგონოდ თვრებიან

საკნატუნო ამბები

21 იანვარი 13:00, 2019 წელი

ჰოლივუდური ხუმრობა: „თუ მსახიობები სვამენ ვისკის, ეს ცივი ჩაია, და თუ სვამენ ცივ ჩაის, ეს ვისკია“.

ფილმ „თარგმანში დაკარგულებში“ ბილ მიურეი კინოვარსკვლავს თამაშობს, რომელმაც რეკლამა უნდა გაუკეთოს ვისკის. ერთ-ერთ სცენაში ის რეჟისორს ეუბნება: „ეს ვისკი არ არის, ეს ცივი ჩაია. აი, ჩემთვის რომ ნამდვილი ვისკი დაესხათ...“ ახლა თავად წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა შემდეგ. აქედანაა ეს ხუმრობაც. საინტერესოა, მსახიობებიდან ვინ მოიხმარს ალკოჰოლს გადაღებებისას?



1. დენის რიჩარდსი და ნივ ქემპბელი, „ველურობა“ (1999)



თუ შენ პირველად უნდა აკოცო გოგოს, როცა ორივე აუზში ხართ და თანაც მთელი გადამღები ჯგუფი გიყურებს, ძნელია, ეს კოქტეილის გარეშე გააკეთო (იქნებ 8 კოქტეილისაც).


დენის რიჩარდსი ამ სცენის გადაღებაზე: „ღამე ვიღებდით. ვიჯექი და ვფიქრობდი: დილის ოთხი საათია და მე, თითქმის შიშველი, აუზში ვკოცნაობ ნივ კემპბელთან“. და საერთოდ, რას ვაკეთებ აქ?“ მოგვიანებით ავტობიოგრაფიაში მან დაამატა: „პროდიუსერებმა მკითხეს, შემეძლო თუ არა კამერების წინ ფრანგული კოცნა. მათ უნდოდათ არა იმიტირებული კოცნა, არამედ ნამდვილი. ვიფიქრე, რა მოხდა, ლამაზი ტუჩები აქვს... მე და ნივი მის ტრეილერში წავედით და ორ-ორი კოქტეილი გადავკარით გადაღების წინ. ადრე არცერთს არ გვიკოცნია ქალისთვის“.


კემპბელი ამას ასე იხსენებს: „სახალისო იყო... ჩვენ, უბრალოდ, ავდექით და ეს გავაკეთეთ. ჰო, ორ-ორი „მარგარიტა“ დავლიეთ და ერთი ბოთლი ღვინოც მივაყოლეთ, სანამ გადაღებები დაიწყებოდა“.


2. დენიელ რედკლიფი ჰარი პოტერის ბოლო ფილმებში (2007-2011)



იმ მომენტისთვის, როცა დენიელი 18 წლის გახდა და ჰარი პოტერის მეექვსე ფილმს იღებდნენ, მსახიობი ალკოჰოლს ხშირად სვამდა: „ალკოჰოლი აუცილებლად მჭირდებოდა, რათა თავი ბედნიერად მეგრძნო... იყო დრო, როცა ძალიან მინდოდა, ცნობილი ადამიანი ვყოფილიყავი, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩემთვის არ იყო. არც ისე იშვიათად გავთიშულვარ სასმელისგან... მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გადაღებებისას არასოდეს დამილევია. ზოგჯერ ნაბახუსევი მივსულვარ სამუშაოზე და სულ ეს იყო“.


3. ოლივია უაილდი და ანა ჰენდრიკი, „ლოთები“ (2013)



თუკი შენს ფილმს „ლოთებს“ დაარქმევ, მაშინ მსახიობებისგან სიფხიზლეს ნუღარ მოითხოვ. ოლივია უაილდი ჰყვებოდა, რომ გადაღებებზე სმა არა მარტო სასიამოვნო იყო, არამედ პრაქტიკულიც. ზოგიერთ სცენას ლუდხანაში იღებდნენ და უფრო მარტივი იყო, ნამდვილი ლუდი დაელიათ და არა წყალი.


აი, ანა ჰენდრიკი კი, - ამბობს ოლივია, - არავის გაუფრთხილებია ალკოჰოლის შესახებ. და როცა პირველი სცენის გადაღებისას დიდი ყლუპი მოსვა ჭიქიდან, სადაც წყალი ეგულებოდა, სული ძლივს მოითქვა. უაილდი იხსენებს, რომ ანამ დაიყვირა: „რა არის ეს? რას აკეთებთ?“ და ყველამ თავის მართლება დაიწყო: დაგვავიწყდა, გაგვეფრთხილებინე, რომ ლუდი ნამდვილია და ყველა სვამს.


4. მარგო რობი, „უოლ სტრიტის მგელი“ (2013)



მარგო რობისთვის უბრალოდ აუცილებელი იყო სასმელი, რათა ღირსეულად ეთამაშა ზოგიერთ სცენაში. „ერთ-ერთ კადრში სრულიად შიშველი ვდგავარ მისაღებ ოთახში... და ამის ძალიან მეშინოდა. როცა გადასაღებ მოედანზე გავედი, ავკანკალდი და ვთქვი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი“.


„ჩემთან მაშინვე მოირბინა ვიღაცამ გადამღები ჯგუფიდან ტეკილას ჭიქით. ვეუბნები, ახალ ხომ დილის 9 საათია, - იხსენებს მარგო, - ის კი მპასუხობს: მერე რა მოხდა, ეს ხომ ნიუ-იორკია“. საბოლოოდ რობიმ სამი ჭიქა ტეკილა დალია, გაიხადა და გადასაღებ მოედანზე გავიდა. „ხელები აღარ მიკანკალებდა და საკუთარი თავისაც ვირწმუნე. ასე რომ, სამი ჭიქა ტეკილა და თავს კარგად იგრძნობთ!“


5. ჯენიფერ ლოურენსი, „მგზავრები“ (2016)



ეროტიკული სცენის გადაღება, თუნდაც ის ნამდვილი არ იყოს, მსახიობებს დიდ ძალისხმევად უჯდებათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას პირველად აკეთებენ. ასე დაემართა ჯენიფერ ლოურენსსაც, რომელიც ჰყვებოდა, რომ კრის პრატთან შიშველი სცენის გადაღების წინ გვარიანად გამოთვრა.


მიზეზი იყო არა ის, რომ მან არ იცოდა, როგორ ეთამაშა, და არც ის, რომ პრატი არ უნდოდა პარტნიორად. უბრალოდ, ლოურენსი იმის გამო ნერვიულობდა, რომ კრისი ცოლიანი იყო: „ვფიქრობდი: რას ვაკეთებ? ის ხომ ცოლიანია. პირველად ვკოცნიდი ცოლიან მამაკაცს და წუთითაც არ მტოვებდა დანაშაულის გრძნობა“. ჯენიფერი თავს ისე უხერხულად გრძნობდა, რომ დედას დაურეკა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ეთამაშა ღია სცენა სხვის ქმართან!


6. ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი, „მებრძოლთა კლუბი“ (1999)



ფილმის გადაღებებზე რამდენიმე მოულოდნელი მომენტი იყო. როცა ნორტონის პერსონაჟმა პიტის პერსონაჟს დაარტყა, ბრედი ტკივილისგან მოიკრუნჩხა და დაიყვირა: „პირდაპირ ყურში დამარტყი!“. ასე იმიტომ მოხდა, რომ რეჟისორი პიტს შეჰპირდა, რომ სცენას ფიზიკური კონტაქტის გარეშე გადაიღებდნენ, ედვარდი კი დაითანხმა, მთელი სერიოზულობით დაერტყა.


მეორე სცენაში კი, რომელიც სცენარშიც კი არ ყოფილა გათვალისწინებული, მსახიობები მთვრალები თამაშობენ გოლფს. ბრედი და ედვარდი გადაღებებზე დამეგობრდნენ, დალიეს და საველე სამზარეულოში ბურთის სროლა დაიწყეს. როცა რეჟისორმა ეს დაინახა, გადაწყვიტა, ფილმში ეს ეპიზოდი დაემატებინა.


7. მარტინ შინი, „აპოკალიფსი დღეს“ (1979)



თავიდან მარტინ შინს არ უნდა ეთამაშა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში. გადაღებები მანილას ჯუნგლებში მიდიოდა. ჩასვლისთანავე შინმა იქ სრული ქაოსი აღმოაჩინა და კოლეგებთან ერთად მხიარულებას მიეცა. თავის 36-ე დაბადების დღეს ის ისეთ მდგომარეობაში შეხვდა, რომ ლოგინიდანაც კი ვერ დგებოდა. გარდა ამისა, ზოგიერთი სცენის წინ კოპოლა სპეციალურადაც კი ათრობდა მსახიობს, რომ თამაში ბევრად დამაჯერებელი ყოფილიყო. გასაკვირი არ არის, რომ მარტინმა მალევე გულის შეტევა გადაიტანა.


8. ბილი ბობ ტორნტონი, „ცუდი სანტა“ (2003)



ეს პერსონაჟი მუდმივად მთვრალი სანტა-კლაუსია. ეს როლი რომ სათანადოდ ეთამაშა, მსახიობი საკმარისზე მეტს სვამდა. „კომედიაშიც კი, თუ ასეთი პერსონაჟის განსახიერება გიწევს, უნდა დალიო“. მართალია, ის ბავშვების რეაქციაზე ნერვიულობდა, მაგრამ კინოსტუდიისთვის საჩივრით არავის მიუმართავს.


9. პიტერ ო’ტული და ომარ შარიფი, „ლოურენს არაბი“ (1962)



პიტერ ო’ტული ცნობილი იყო ალკოჰოლის სიყვარულით. ერთხელ მან თავის დუბლიორ მაიკლ კეინსაც შესთავაზა, ერთად დაელიათ. როცა მათ დილას უცხო ბინაში გაიღვიძეს ორი ქალბატონის კომპანიაში, პიტერმა თქვა, წინ  მძიმე კვირა დღე ელოდათ, ერთ-ერთმა ქალმა კი დააზუსტა, რომ უკვე ორშაბათი იყო.


„ლოურენს არაბზე“ მუშაობის დაწყებისას პიტერ ო’ტული უკვე გადაღებებზე სმის ოსტატი იყო. მის პარტნიორს ფილმში ომარ შარიფს ძალიან უჭირდა პიტერთან მუშაობა. აქლემების სცენაში შარიფს ისე ეშინოდა, უნაგირიდან არ გადმოვარდნილიყო, რომ თავს ზედ იბამდა. მთელი სცენის განმავლობაში ისინი სვამდნენ ვისკის რძით, გადაღებების დასრულების შემდეგ კი პიტერ ო’ტული იხსენებდა, რომ ომარ შარიფი აქლემზე გაწვა და კისერზე ეფერებოდა.


10. რობერტ შოუ, „ყბები“ (1975)



შოუმ არაერთხელ განაცხადა, რომ იზიარებს რიჩარდ ბარტონის აზრს: ალკოჰოლი ცხოვრებას პოეტურობას სძენს. „როგორ შეიძლება იყო კინოვარსკვლავი და სერიოზულად მიიღო ეს უალკოჰოლოდ?“


ერთხელ რობერტ შოუს გრძელი მონოლოგი უნდა ჩაეწერა. და გადაღებების დაწყებამდე გადაწყვიტა, სიმხნევისთვის დაელია. ფილმის რეჟისორი სტივენ სპილბერგი ამბობდა, რომ მსახიობი გადასაღებ მოედანზე გალეშილი მივიდა. იმ დღეს გადაღებები ჩავარდა. სპილბერგი ამ სცენას ასე იხსენებდა: „ღამის ორ საათზე ზარის ხმა გაისმა და რობერტმა, რომელსაც აღარაფერი ახსოვდა, მკითხა, მივცემდი თუ არა კიდევ ერთ შანსს. მეორე დილას ის მოვიდა და შესანიშნავად ითამაშა“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?