7 რამ, რაც 40 წლის შემდეგ სექსზე უნდა იცოდეთ

7 რამ, რაც 40 წლის შემდეგ სექსზე უნდა იცოდეთ

საკნატუნო ამბები

23 იანვარი 23:00, 2019 წელი

ბევრი ამტკიცებს, რომ არასდროს განუცდია სიახლოვისგან ისეთი სიამოვნება, როგორც 40 წლის შემდეგ.

 

1. სექსუალური აქტის რაოდენობა არ შემცირდება


Sexual Behavior-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედი ვაგინალური სექსით 70 წლამდე კავდება. 40 წლის ასაკის ქალებში ეს მაჩვენებელი 70%-ია, ხოლო კაცებში - 74%.


რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, ნამდვილად უცნობია: ჩვენს ქვეყანაში სექსუალური განათლების პრობლემაა, მით უმეტეს, 40 წლის შემდეგ. თუმცა, თუკი ერთადერთ და მასშტაბურ კვლევას დავეყრდნობით, 65-67 წლის ასაკში სექსი მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობას აქვს, ხოლო ამ ასაკის ზემოთ, 79 წლამდე მხოლოდ 2%-ს. 80 წლის ასაკში კი სექსუალური ცხოვრება დავიწყებულია. კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ნამდვილი სექსი მხოლოდ 50 წლის შემდეგ იწყება.


2. თავდაცვაზე ფიქრი მაინც მოგიწევთ


ვერანაირი ასაკი ვერ დაგიცავთ იმ დაავადებებისგან, რომელიც გადამდებია სექსუალური აქტის საშუალებით. ასე რომ, 40 წლის შემდეგაც და 60 წლის შემდეგაც ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა სიფილისი, გონორეა, ქლამიდიური გენიტალიური ინფექცია, გენიტალიური ჰერპესი, B ჰეპატიტი და ტრიქომონიოზი, მაინც მაღალია.
 
3. მასტურბირებაც გრძელდება


National Survey of Sexual Health and Behavior-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აშშ-ში 16-დან 59 წლის ქალებში მასტურბირების პროცენტი არ მცირდება და მათი რაოდენობა დაახლოებით 60%-ია. ასევე, მასტურბირებს 70 წელს გადაცილებული ქალების მესამედი. საშუალო, 69 წლამდე კაცების 70% მიმართავს ამ „პროცესს“, ხოლო 69 წლის შემდეგ მაჩვენებელი 46%-მდე მცირდება.


4. სექსუალური აქტის პროცესი უფრო რთულდება


ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე. ქალებში მენოპაუზის დროს (40-50 წელი) ესტროგენის დონე მცირდება, მენსტრუაციული ციკლი ნაკლებად რეგულარული ხდება, საშო და საშოს კედლებიც ვიწროვდება. ქალების უმეტესობაში ვაგინალური გამონადენი მცირდება, რის გამოც სექსუალური აქტის დროს ტკივილის შეგრძნება ეუფლებათ. 


კაცებში 40 და 50 წლის ასაკში იწყება ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები. ეროტიკული ოცნება უკვე არასაკმარისია პენისის ერეგირებისთვის და დამატებით გენიტალიურ მოფერებას მოითხოვს, თანაც ამ ასაკში ერექცია ნაკლებად სტაბილურია. 


ყურადღების ელემენტარულმა გაფანტვამაც კი შესაძლოა ერექცია დაასრულოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ერექციულ დისფუნქციას, ეს არის საშუალო ასაკში ახალი ერექციით დაუკმაყოფილებლობა, რაც, პრინციპში, პრობლემას არ წარმოადგენს და თუკი ამგვარი ფაქტის წინაშე დგახართ, დამოუკიდებლად პრეპარატების მიღებამდე, სასურველია, მიმართოთ ექიმს, რომელიც ამ უსიამოვნებას ძალიან მარტივად მოგიგვარებთ.


5. თუმცა, სექსის ხარისხი გაუმჯობესდება


40 წელს გადაცილებული ქალების უმეტესობა გაცილებით კმაყოფილია საკუთარი სექსუალური ცხოვრებით ამ ასაკში, ვიდრე ახალგაზრდობაში. მიზეზები, რომლებსაც ქალები ასახელებენ:


„40 წლის შემდეგ კაცები საწოლში გაცილებით გამოცდილები არიან და მათი ფიქრები მიმართულია მხოლოდ იმაზე, როგორ მიანიჭონ ქალს სიამოვნება“;


„55 წლის ვარ და კარგად ვიცი საკუთარი სხეული, შემიძლია ვუთხრა და მივანიშნო პარტნიორს, როგორ მოექცეს ჩემს სხეულს“;


„გასაოცარია, მაგრამ თავდაჯერებულობა სიამოვნების მიღებას ამარტივებს“;


სამწუხაროდ, ბევრი მიიჩნევს, რომ სექსი არის მხოლოდ „შიგნით და გარეთ“ და როგორც კი პრობლემები წარმოიქნება, ფიქრობენ, რომ მათთვის სექსუალური ცხოვრება დასრულდა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ასაკი ინტიმურ სიახლოვეს უფრო ამარტივებს: წყვილი აღარ ფიქრობს „სწორ“ სექსზე და  ექსპერიმენტებს მიმართავს. ორალური სექსი, სექსსათამაშოები, როლური თამაშები - ჩვეულებრივი, ნორმალური პრაქტიკა ხდება.


6. ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები კაცის ორგაზმს ხელს არ უშლის


კაცს ორგაზმისთვის არ სჭირდება ერექცია. ყველაზე ზარმაცი პენისისთვისაც კი საკმარისია კომფორტული გარემო, ეროტიკული ფანტაზიები და ქალის ენერგიული მოფერება. შეგრძნება კი ისეთივე სასიამოვნო იქნება, როგორც ადრე, 40 წლამდე.


7. აი, გულის დაავადება კი სიამოვნების მიღებას ართულებს


არტერიის შევიწროება სისხლძარღვებზე უარყოფითად მოქმედებს და ორგანიზმში სისხლის მიწოდებას ართულებს. შედეგად კი კაცებშიც და ქალებში ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიქმნება. აღგზნებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ხოლო კაცებს ორგაზმის შეკავება უჭირთ.


40 წლის ასაკში მსგავსი უსიამოვნება არ გემუქრებათ, მაგრამ უმჯობესია, წინასწარ იზრუნოთ ორგანიზმზე: სწორად იკვებოთ, ფიზიკურად იაქტიუროთ და თუკი გული შეგაწუხებთ, ექიმთან ვიზიტი არ დაიზაროთ.


ასე რომ, ნუ შეგაშინებთ სექსი 40 წლის შემდეგ, ის უკეთესი გახდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საუკეთესო სექსი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ სექსის ხარისხი ნებისმიერ ასაკში საუკეთესო გქონდეთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

„კონფუცის წერტილი“ - განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი ჩვენს სხეულზე

ჩინელები ამბობენ, რომ „ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას 3 წერტილით მართავს: საჭმლის მონელება - „ჩინგისხანის წერტილი“, დროის მართვა - „ცზუ-სან-ლის წერტილი“ და გონების მართვა - „კონფუცის წერტილი“.