10 ჰოლივუდური წყვილი, რომლებიც განშორების შემდეგაც ერთად მუშაობდნენ

10 ჰოლივუდური წყვილი, რომლებიც განშორების შემდეგაც ერთად მუშაობდნენ

საკნატუნო ამბები

26 იანვარი 13:00, 2019 წელი

როცა სიყვარული სადღაც ქრება, ძნელია, გააგრძელო მუშაობა მასთან, ვინც თავდავიწყებით გიყვარდა, თუმცა ზოგიერთები ამას ახერხებენ და საუკეთესო მეგობრებადაც კი რჩებიან...

ამანდა სეიფრიდი და დომინიკ კუპერი



მათ ფილმ „მამა მიას“ გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი 2008 წელს და ერთად სამი წელი გაატარეს. 2018 წელს კი ცოლ-ქმრის როლი ითამაშეს ამ ფილმის გაგრძელებაში. როგორც აღმოჩნდა, მათი დაშორების მიზეზი ღალატი იყო. მოკლედ, ამანდა 2017 წელს ტომას სადოსკის გაჰყვა ცოლად, დომინიკი კი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ რუთ ნეგს დაშორდა.


ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი



მათი ქორწინება 2004 წლიდან 2011 წლამდე გრძელდებოდა. თუმცა განქორწინებას კიდევ სამი წელი დასჭირდა. მათ ჰყავთ ტყუპები - მაქსი და ემი. განშორების შემდეგ ჯენიფერი და მარკი ერთად მუშაობდნენ საცეკვაო შოუში, 2016 წელს კი ესპანურენოვანი ალბომი ჩაწერეს.


ლოპესმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროფესიული თანამშრომლობის წყალობით: „თავიდან ვფიქრობდი: კარგი მშობლები კი ვართ, მაგრამ შევძლებთ კი გვერდიგვერდ მუშაობას ისე, რომ არ ვიჩხუბოთ? მაგრამ ყველაფერი კარგად აეწყო. ამან კიდევ უფრო გააუმჯობესა ჩვენი ურთიერთობა“. გაყრის შემდეგ ენტონმა ცოლად მოიყვანა მსახიობი შენონ დე ლიმა (თუმცა 2017 წელს დაშორდა), ლოპესი კი ყოფილ ბეისბოლისტს ალექს როდრიგესს ხვდება.


კორტნი კარდაშიანი და სკოტ დისიკი



კორტნი და სკოტი ცხრა წელი იყვნენ ერთად, რაზეც სერიალ „კარდაშიანების ოჯახშიცაა“ მოთხრობილი. დაშორების შემდეგ, 2015 წლიდან მათ ერთობლივი გადაღებები გააგრძელეს. კორტნისა და სკოტის სამი შვილი ჰყავთ: მეისონი, პენელოპა და რეინი.


ჯენიფერ ლოურენსი და ნიკოლას ჰოლტი



მათ ერთმანეთი ფილმ „იქს-ადამიანები: მომავლის განვლილი დღეების“ გადაღებებზე გაიცნეს და თითქმის სამი წელი (შესვენებებით) ხვდებოდნენ. დაშორდნენ ფილმ „იქს-ადამიანები: აპოკალიფსის“ დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და პრომოტურის დაწყებამდე ბევრად ადრე, სადაც იძულებულნი იყვნენ, დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთად გაეტარებინათ.


ჰაიდი კლუმი და სილი



მსახიობი და მომღერალი 9 წელი იყვნენ ცოლ-ქმარი: 2005-დან 2014 წლამდე, ჰყავთ სამი შვილი. 2012 წელს განშორების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს, მაგრამ სილი კიდევ დიდხანს ატარებდა ჯვრისწერის რგოლს. ისინი გაყრის შემდეგაც აგრძელებდნენ ურთიერთობას და ერთად ისხდნენ ტალანტების შოუს ჟიურიში. 2018 წელს ჰაიდი გიტარისტ ტომ კაულიტცემზე დაინიშნა.


შარლიზ ტერონი და შონ პენი



შარლიზი და შონი ფილმ „უკანასკნელი სახის“ გადაღებების დროს შეხვდნენ ერთმანეთს 2014 წელს, სადაც ტერონი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა, პენი კი რეჟისორი იყო. ისინი ისე საჯაროდ ახდენდნენ გრძნობების დემონსტრირებას, რომ ხმები დაირხა, თითქოს საიდუმლოდ იქორწინეს. მაგრამ ერთი წლის შემდეგ შარლიზი და შონი დაშორდნენ, ოღონდ ამჯერად ჭორაობდნენ, რომ პენი ტერონის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა და, უბრალოდ, მოჩვენებასავით გაქრა მისი ცხოვრებიდან. მიუხედავად ამისა, შარლიზი და შონი ერთად გაემგზავრნენ ფილმის პრომოტურში.


კემერონ დიასი და ჯასტინ ტიმბერლეიკი



ისინი 2003-დან 2007 წლამდე ხვდებოდნენ და ყოველგვარი სკანდალის გარეშე დაშორდნენ, 4 წლის შემდეგ კი ერთად ითამაშეს ფილმში „ცუდი მასწავლებელი“. დიასი ტიმბერლეიკზე მხოლოდ კარგს ამბობდა: ჩვენ ხშირად ვიცინოდით და დროს მხიარულად ვატარებდით. ამ როლს მასზე უკეთესად ვერავინ შეასრულებდა“.


ავრილ ლავინი და ჩად კრიუგერი



ცნობილმა მომღერალმა და ჯგუფ Nikelback-ის სოლისტმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს, ერთი წლის შემდეგ იქორწინეს და კიდევ ორი წლის შემდეგ დაშორდნენ. ავრილი მიიჩნევს, რომ ისინი საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ: ერთად ჩნდებიან „გრემის“ დაჯილდოებაზე და ერთობლივ სიმღერებსაც წერენ. 2018 წლიდან ლავინი ფილიპ საროფიმს ხვდება, მილიარდერ ფეიზ საროფიმის შვილს.


კაილი კუოკო და ჯონი გალაცკი



სერიალ „დიდი აფეთქების თეორიის“ ვარსკვლავები, რომლებიც მეცხრე სეზონზე შეუღლდნენ, სინამდვილეში საიდუმლოდ ხვდებოდნენ პირველი სეზონების გადაღებების პერიოდში და 2010 წელს დაშორდნენ. თუმცა ამას არ უმოქმედია მათ მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე, და არც იმაზე, რომ ერთმანეთზე შეყვარებული ცოლ-ქმარი ეთამაშათ. გალაცკი კაილის ქორწილშიც კი იყო 2018 წლის ივნისში.


კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი



„ბინდის“ ვარსკვლავებმა გადასაღებ მოედანზე გაიცნეს ერთმანეთი და შეხვედრა დაიწყეს. 2012 წელს კრისტენი ღალატში გამოიჭირეს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან. რაკი ამ პერიოდში მორიგ ფილმს იღებდნენ, მათ დაშორების შესახებ ვერ გამოაცხადეს. ამის შემდეგ მეგობრული ურთიერთობა გააგრძელეს და ერთად ესწრებოდნენ გასართობ ღონისძიებებს.

დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?