ქალებმა იდეალური სექსის ზუსტი ხანგრძლივობა დაასახელეს - წუთი წუთში

საკნატუნო ამბები

27 იანვარი 23:00

წუთი წუთში კი არა, წამი წამში დასვეს - ეს შეეშლებოდათ?

ბოლოს და ბოლოს, რამდენი წუთი უნდა გაგრძელდეს სექსი ქალების აზრით? - ეს შეკითხვა კაცებს კაცობრიობის დაარსების დღიდან აწუხებთ (თუმცა, უმთავრესი შეკითხვა კაცებისთვის მაინც შემდეგია: ახლა ვისთან დავკავდე სექსით?). როგორც ჩანს, პასუხი ნაპოვნია. თანაც, მორიგი და უახლესი პასუხია, რადგან უკვე რამდენჯერმე განვიხილეთ ეს თემა და გაგიზიარეთ ის კვლევა, რომლის მიხედვითაც ქალებმა იდეალური სექსის ხანგრძლივობა დაასახელეს.


ამჯერად სექსის იდეალურ ხანგრძლივობაზე კვლევა გაცნობის საიტმა Saucy Date-მა ჩაატარა, რომელშიც 3836 მომხმარებელი (კაცებიც და ქალებიც) მონაწილეობდა.


მაშ ასე, ბოლო მონაცემების თანახმად, ქალების სურვილია, იდეალური სექსი 25 წუთი და 51 წამი გაგრძელდეს. დიახ, ეს მულტფილმ „სიმფსონების“ მთელი სერიის დროა! გამოკითხული კაცები უფრო მოკრძალებულები აღმოჩნდნენ საკუთარ სურვილებში: მათი აზრით, იდეალური სექსი 25 წუთი და 43 წამი უნდა გაგრძელდეს (როგორც ჩანს, სწორედ ეს 8 წამია ქალებისთვის საბედისწერო).


ამ კვლევითვე დადგინდა, რომ იდეალური ციფრი რადიკალურად განსხვავდება რეალურისგან. აღმოჩნდა, რომ, როგორც კი კაცი 50 წელს გადასცდება, დრო, რომელსაც ის სექსუალურ აქტს უთმობს, მცირდება... უკაცრავად, სიტყვა მცირდება, ცოტა არ იყოს, მსუბუქი ნათქვამია, რადგან მაჩვენებელი 25 წუთი და 43 წამიდან 15 წუთზე ჩამოდის. 


ასე რომ, როგორც ხედავთ, არ უნდა ინერვიულოთ, თუკი კვლევის შედეგად დადგენილი იდეალური სექსის ხანგრძლივობა თქვენი სიამოვნების მიღების დროისგან განსხვავდება, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მთავარია, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიცხოვროთ. ხოლო სექსი 25 წუთი და 43 წამი გაგრძელდება თუ 15 წუთი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგჯერ ათწუთიანი სექსიც კი დაუვიწყარ სიამოვნებას გვანიჭებს.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?